August 01, 2011

ადამიანების გაცნობის დოზები



მარტივი ჭეშმარიტებები
, იმდენად მარტივი რომ სირცხვილია, ამას ამდენი წელი ფიქრიანობდე და 26 წლის ასაკშიღა პოსტავდე


"შენ მხოლოდ იმას იცნობ, ვინც მე გაგაცანი"-ო თუ "შენ მხოლოდ ის იცი ჩემს შესახებ რაც მე გითხარი"-ო მითხრა ადრე ერთმა ადამიანმა, ფრაზა მომეწონა, სახლში წავიღე, თაროზე შემოვდე, გავუარ-გამოვუარე, ცოტა ვიფიქრე, ალაგ-ალაგ წლების მანძილზე გაფიქრიანებულობებს გადავხედე, საკუთარ თვისებებს შევუჩიჩხინე და დავრწმუჯნდი რომ მართალი იყო.

ჩვენ მხოლოდ ის ვიცით სხვა ადამიანებზე, რასაც თვითონ გვიყვებიან/გვანახებენ/გვიმჟღავნებენ, არც მეტი და არც ნაკლები.

ამის გარდა არსებობს კიდევ "ენერგიები", აი როცა ადამიანებს "კანით გრძნობ". ადცამიანურ ენაზე არ ვიცი რა ქვია, ალბათ აურა? ანუ, პირველივე ნახვისას ზუსტად როცა იცი რომ ვიღაც ძალიან კარგი ვინმეა, იმისდამიუხედავად, რას გაცნობს/განახებს/გაგიკეთებს და პირიქით, უწიპუწი და თეგენათალე ადამიანს ისე რომ ერიდები, როგორ ეკლიან ბარდს.
ჩემს მაგალითზე:

ოჯახში შემოვიდა რძალი... დედამთილმა ანუ ჩემმა ბიცოლამ გააცნო ჩემი თავი, როგორც ძალიან ჭკვიანი, სერიოზული, უცნაური... მზამზარეული იმიჯი მიწოდებული იყო, ხოდა მერიდებოდა როგორც ცეცხლს ნადირი, სანამ ერთ დღესაც არ აღმოაჩინა, რომ ძალიან ჭკვიანი, სერიოზული და ა.შ. იმიჯის მქონე მხოლოდ ადამიანების გარკვეული წრისთვის ვარ და თურმე "უი რა სხვანაირი ვყოფილვარ".

რა სისულელეა ისე, პირველივე ნახვისას ადამიანზე წარმოდგენის შექმნა, მაგრამ სხვანაირადაც რომ არ შემიძლია?

აი, ამოვიჩემებ და დამთავრდა, რაც არ უნდა გააკეთოს, დადებით/უარყოფით დამოკიდებულებას არ ვიცვლი, მაქსიმუმ ნიანგის ღიმილით გავუღიმო.

მე კიდევ 12093120938 ადამიანი მეუბნება რომ ამაყი/უკარება/ზედმეტადთავდაჯერებული/უხეში/წუწუნა ვგონივარ და მერე მე ვკომპლექსდები იმიტომ რომ არ ვარ ასეთი. რომ დაამატებენ, და მერე სულ სხვანაირი აღმოჩნდიო (ან არ დაამატებენ), სულაც არ მიკეთებს ხასიათს.

და იქნებ ვარ?

ანუ ამ თვისებებით რაღაც სხვას ვმალავ?

ზუსტად ისევე, როგორც სხვები მალავენ
  • ღიმილის ქვეშ გულგრილობას
  • ცინიზმის ქვეშ ტკივილს
  • თავხედობის ქვეშ კომპლექსებს და გაუბედაობას.

:დასასრული:

პ.ს. ეს პოსტი დაწერილია ძალიან ასოციალური ადამიანის მიერ.

4 comments:

Anton Ego said...

შენგან გავიგე ეგ ფრაზა - "ადამიანებს ისეთებს ვიცნობთ, როგორადაც თავს გვაცნობეთ" და ბევრი რამე გამახსენდა.

გამახსენდა, როგორ ეცვლებოდათ ჩემზე შთაბეჭდილება და მერე უშედეგოდ ვცდილობდი იმის მტკიცებას, რო
"შენ არ მიცნობ, სინამდვილეში სულ სხვანაირი ვარ"
აი მერე უთქვამთ, ვერ წარმოვიდგენდი თუ შენ ესეთი იყავი.

არსებობს იმიჯი, რომელსაც ჩვენ თვითონ ვცდილობთ შევქმნათ, არსებობს იმიჯი, რომელიც ჩვენდა უნებურად იქმნება და არსებობს იმიჯი, რომელიც წლების განმავლობაში ყალიბდება და ქცევებზე და ურთერთობებზე დაკვირვების შემდეგ იქმნება.

მე არ ვიცი როგორი ვარ, ალბათ ყველასთან სხვადასხვანაირი, ზოგისთვის აუტანელი, ზოგისთვის გულისამრევი, ზოგისთვის საყვარელი, ზოგისთვის კარგი და კეთილი, ზოგისთვის ბოროტი და ცინიკოსი.

უბრალოდ ის ვიცი, რო როგორის ის ადამიანია, ვისთანაც მაქვს ურთიერთობა, თითქმის ისეთი ვარ, ანუ იმ თვისებებს ვამჟღავნებ.

ანუ, თუ ვინმე ჩათვლით, რო ბოროტი და ცინიკოსი ვარ, იმას ნიშნავს, რო ამას იმსახურებთ, და პირიქით, თუ თვლით რო კეთილი ვარ, ზნაჩიტ იმსახურებთ ამ სიკეთეს.

მე ნურავინ ნუ დამაბრალებთ ნურაფერს :) :)

პერწკლი said...

რა დღეში ხარ ვინ გაგამწარა ასე :შ

Anton Ego said...

პროსტო ბოღმა ამოვიღე გულიდან :)

Kate said...

მე ისე მსიამოვნებს ის ფაქტი, რომ შენ გიცნობ. აი თითოეული შენი პოსტი, სტატუსი, სმს - ისე მსიამოვნებს <3