პარასკევს, 15 ივლისს
ვიღებ ჩანთას და
მივდივარ
საკუთარ სახლში
როგორც სტუმარი და
კარზე დაკაკუნების მერიდება
არც ვიცი ვინ გამიღებს,
როგორ გამიღებს
გამიღებს კი საერთოდ?
თბილ, მზიან ამინდებს შემომთავაზებს
რბილ ბალახს დამიფენს
გზას დამილოცავს
თუ
სი იყავ, რად არ მოხველ ამდენ ხანს, მონა ხარი-ვ
მეტყვის
და
ცხვირწინ მომიჯახუნებს
წვიმებს და ცივ ამინდებს.
მივდივარ
დედულეთ-მამულეთის სანახავად,
რომელიც არასოდეს მინახავს,
სახლის-
რომელიც არასოდეს მქონია
და
მეს საპოვნელად.
ჩემი სოფელი
თქვენ ვერასოდეს ვერ მიხვდებით, რას ნიშნავს ჩემთვის წინაპრების საფლავებთან დაბრუნება.
სოფელი, რომელიც ბავშვობაში მოყოლილ ზღაპრებს გავს, გულის სიღრმეში გჯერა რომ სადღაც მართლა არსებობს ის სამყაროები, რაზეც გიყვებიან... ჩემი ნევერლანდია )))))
მივდივარ იქ, სადაც წესით მე უნდა დავბადებულიყავი, გავზრდილიყავი და სად მოვკვდებოდი ეგ კაცმა არ იცის, მარა მაინც... აქაურობა უნდა ყოფილიყო ჩემი სახლი და არა ის უსახლკარობა, რასაც ნაცრისფერ სკაში ერთი ოთახი ქვია...
და ვინც მიხვდება, იმან ისედაც იცის, რომ ისა...
- ერთი შეღრენვა ვალი მაქვს გადასახდელი,
- ალუდი დასალევი
- ქვა სანახავი
- დეკა წამოსაღები
ვთქვა რომ გზის მეშინია?
ეს ნიშნავს რომ არაფერი არ ვთქვა,
იმიტომ რომ
მე ხომ ისედაც ემოციურგაუწონასწორებელშეფერთხილი ვარ და
იმ გზაზე სატვირთო მანქანით გავლა, სადაც ჩემი წინაპრების მინიმუმ 40%-ია დაღუპული,
ემოციების იმხელა თაიგულს მთავაზობს,
მეზობლებს რომ ეთხოვოთ ნერვული უჯრედები, მაინც არ გეყოფათ
ალფათ )))
და იმედი მაქვს
რომ უკან, თბილისში დავბრუნდები (თ)
(მადოლის ძალა და მადლი გვეწეოდეს...)
და მოვყვები
რა
სად
როგორ...
შემოიარეთ იმ კვირაში
პ.ს. ვინც არ იცით, მე თუში ვარ, მაგრამ არასოდეს ვყოფილვარ თუშეთში, უბრალოდ, რაღაც, ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო პატარა ასაკში ასე მოხდა და დიდ ასაკში უკვე მე აღარ მინდოდა სხვის სახლში წასვლა :)
პ.პ.ს. ძალიან სოპლებიანი პოსტია, ვიცი :)
პ.პ.პ.ს. მართალია მე მტკიცედ მჯერა, რომ ხატის/სალოცავის გზაზე დამდგარ ადამიანებს არაფერი მოუვათ გზაში, მაგრამ, რომ რამე, ანდერძი ძალაშია.
1 comment:
:user: ძალიან სოპლებიანი პოსტია.. "აქაურობა უნდა ყოფილიყო ჩემი სახლი და არა ის უსახლკარობა, რასაც ნაცრისფერ სკაში ერთი ოთახი ქვია" - ვაიმე, მიყვარს. (ინლოვე)
Post a Comment