July 23, 2011
თუშური ჩემ-ფესვ-ტური. I
თბილისი-ალვანი-ცერის უღელტეხილი-დართლო-დანო-ნაწვიმარი კარვები
პარასკევს წავედით თბილისიდან ალვანში, დავიქირავეთ 15 კაციანი მარშუტკა, რომელშიც რატომრაც 20 კაცი ჩავსხედით და ალვანამდე ორი საათის გზას ოთხი საათი მოუნდა გომბორის გავლით...
საბედნიეროდ თამაზის სახლში გავჩერდით, ოღონდ მანამდე საკმაოდ დიდხანს ვეძებდი ჩაბნელებულ ალვანში იმ უბანს, სადაც გავიზარდე და სადაც გასაღები უნდა ამეღო სახლის. იმ ღამეს წყლის გადავლებაც მოვასწარით მე და კიდევ რამდენიმე გოგომ.
დილით ექვსზე ავდექით და შვიდისკენ დავიძარით, მე ძალიან მეშინოდა გზის, ტოესწ, სიმაღლის და საშიში შეგრძნებების და სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი სიმარტივით და მძღოლის ოსტატობით :აქდიდიგულიკი:
გზა იდეაში კარგია, პატარა მანქანა თავისუფლად დადის, მაგრამ დიდ სატვირთოს რაღაც მომენტში ადგილი არ ყოფნის მოსახვევში, ამიტომ უკანსვლით იხევს უფსკრულამდე, მერე ერთს ამოიხვნეშებს და გზას აგრძელებს და აი მაგ ადგილებში ისა, რამდენიმე წლის სიცოცხლე დავტოვე მგონი :შ
(თუმცა ზვიო მომიყვა, რომ წესით ძარაზე კი არ დგას ხალხი, როგორც ჩვენ ვიდექით, არამედ უამრავი ბარგია დაწყობილი და ადამიანი თუ დადგა, ბორტი მუხლამდე წვდება, ამიტომ ბარგზე ჯდებიან და ხელი ბორტზე უკიდიათ და გადავარდნის შანსები+ ექტრემალური შეგრძნებები უფრო მეტია)
ხოდა, მიუხედავად იმისა, რომ მთა ყველგან მთაა, ტყე ყველგან ტყეა, ბალახი ყველგან ბალახია და გზა ყველგან გზაა და მე ძალიან ბევრგან ვარ ნამყოფი, თუშეთის გზამ მომხიბლა, აი ხევსურეთში რომ მიდიხარ, უბრალოდ აიღებ და მიდიხარ, არანაირი მისტიკა, აქ კი ცაზე გამოკიდებული გრუნტის გზით შედიხარ კანიონებში, უფსკრულში მდინარე მოჩქეფს, ზემოდან გადმომყურე ფერდობებზე ჯუნგლებივით ტყე და წვრილ-წვრილი მდინარ-ჩანჩქერებია და შენ სადღაც შუაში, სალ კლდეზე შეკოფსილ გზაზე მიცანცარებ, ჭიანჭველასავით...
კანიონის მერე უცებ გადიხარ გაშლილ სივრცეში, რომელიც ძალიან გავს ხევსურეთის გლუვ მთებს და ხვდები, რომ ის კანიონები და დროსა და სივრცეში მოგზაურობის შეგრძნება რომ არა, თუშეთი ერთი ჩვეულებრივი მთიანი მხარე იქნებოდა.
მიდიხარ დ მიდიხარ და მიდიხარ და ერთ ადგილას კამაზი უკუსვლით რომ დაეშვა და წივილის მაგიერ სიცილი რომ დავიწყე, მაშინ მივხვდი რომ მეშინია არა ფეხი, რომ დანდობილი ვარ ამ კაცმაარიცის რამდენი წლის კამაზს და მის მძღოლს და სალ კლდეებზე წამოკიდებულ გზებს.
მეტი სურათების სანახავად შეცანცარდით აქ
ცერის უღელტეხილი, ანუ ცერი, ანუ ადგილი, სადაც ყველანაირი ღორისხორცეულობა უნდა დატოვოთ, ამ ადგილის მერე აღარ შეიძლება.
ხოდა, პირველი ქუმელაურთა გხვდება (ყოველშემთხვევაში ასე აწერია)
და მერე იყო ომალო, ყველაზე დებილი სოფელი იმ სოფლებს შორის, რაც თუშეთში ვნახეთ,. უაზროდ გაბნეული უაზო სახლები, მოკლედ ისა... ჩკა :/
კესელოები... უმმ... დიდი არაფერი, კოშკებია შეკოფსილი ბევრი ერთად, იქ მუზეუმია , იმიტომ რომ ჩემხელა ბოქლომები ედო, შევიჭყიტე და ძველი სურათები დავინახე, ბებიაჩემსაც ქონდა მასეთები, ქალები ვერცხლისფულებიანი ყელსაბამებით, კაცები მკაცრი სახეებით და მრგვალსახიანი ჩაღმა ბავშვები...
დართლო
დავიძარით მერე დართლოსკენ,ხოდა მე ის-ის იყო გავიფიქრე, თუშეთი როგორ მზიანად მხვდება თქო, რომ ლაწანი გავიგე და ტოტი მომხვდა თვალში, არადა ძარაში ვიყავი მოხრილ-ჩამალული და აუჰ ისე გამამწარა :შ ფაქტიურად ისა, სად დაწანწალებდიამდენხანს-ო წკეპლა მომხვდა. ისე, ერთადერთხელ იწვიმა, არადა კოკისპირული წვიმები იყო გამოცხადებული.
მერე იყო დართლო
ისევ დართლო...
იქ დაგვხვდა დიდი ველი, მდინარე, ხეობა და საკარვე ადგილები, დავბანაკდით, ვჭამეთ და დანოსკენ შევუყევით.
ჩემი გვარის სოფელია დანო, დართლოდან რამდენიმე კილომეტრში, პირქუში, მთის წვერზე შემომდგარი, გრილნიავმოქარაშოტე. სახლების ნახევარი დანგრეულია, მათ შორის ჩვენიც, ანუ პაპაჩემის. მე არ ვიცოდი რომელი იყო და ყველას გადავუღე. ხატი იყო სამაგიეროდ ლამაზი, და ვიღაცეები იყვნენ იქ ჩასულები, ბავსვიანები, გაშავებულები, მძიმე შრომისგან დაბერებულები...
და თუ ადამიანები ის ვართ, რადაც გარემო გვქმნის, აწი აღარაა გასაკვირი რომ ისა...
დანოელების ხატი
დანო ზემოდან
დანოს მეტი სურათების სანახავად დააკლიკეთ აქ
სანამ დანომდე ავიდოდით, ღრუბლები მოიჯარა, დანოშივე გაისმა ჭექაქუხილების ხმები და ცივმა ნიავმა დაუბერა. კვავლოს ნახვა საერთოდ არ მინდოდა, ამიტომ სირბილთ დავეშვი და წკიპზე მივასწარი საკუთარ გარეთ დაგდებულ რუგზაკს, შევაგდე კარავში. ჩვენს კარავსაც გადავაფარეთ რამეები, შევძვერით სულ სველები, ვხუხეთ დათოს წამოღებული ორნახადი ჭაჭა და კარავშჳ ისე უცებ დათბა : ))) აი ასტერიქსში და ობელიქსში რომ სასმელს სვამენ და ნაწნავები გაეპრიხებათ ხოლმე, ზუუსტად მასე გამეპრიხა ყველა უჯრედი.
ხოდა მერე მითხრეს რაააამდენს წუწუნებო, ბოდიში ბატონო, მე როცა ვნერვიულობ ვწუწუნებ ხოლმე და აწი გამაგდეთ წვიმაში გარეთ და სულ წავალ ჯანდაბაში :შ
ხოდა ესაა დართლოში ის ცნობილი თორმეტი მსაჯულის სჯისადგილი, რომლის სათავეშიც ქალი იყო და რომლის როლშიც მე ვარ ამ სურათზე
ხოოოდა სანამ ჩემს სახლში შემოხვალთ, ფეხები კიარადა, ღორის ხორცები დაიწმინდეთ თუ შეიძლება...
მიუხედავად იმისა, რომ წინა დღეს ცალკე მე და ცალკე ორგანიზატორმა საკმაოდ ბევრჯერ გავიმეორეთ რომ ღორის ხორციანი რამეები არ უნდა წაგვეღო, ცერზე ამოიღო ჩანთიდან რომელიღაც გოგომ პაშტეტი და ისა... კიდევ კარგი უცხო იყო, თორემ ჩემიანი რომ ყოფილიყო ძალიან, ძალიან ვეჩხუბებოდი... ახლა კი რას ვიზამდი, გავწიწმატდი და მტკიცება დავიწყე რომ ისა, ესა და და ამდაგვარად და რამდენჯერ გთხოვეთ ბლაბლაბლა...
მესმის, რომ მისთვის ჩემი ღორის ხორცზე გაჭედვა ზუსტად ისეთივე იყო, როგორც ჩემთვისაა ეკლესიაში კაბით შესვლის მოთხოვნა, მაგრამ მე თუ შემოვდივარ შენს ტაძარში კაბით ან თავს ვიკავებ, შენც დატოვე რა ეს ხორცი, არ მოკვდები უმაგისოდ ოთხი დღე...
თუ თქვენ გჯერათ, რომ ქრისტე მესამე დღეს გაცოცხლდა იმისდამიუხედავად, რომ საკუთარი თვალით არ გინახავთ, მე რატომ არ უნდა მჯეროდეს, იმის, რომ მას მერე,რაც თუშმა კაცმა დართლოში ტურისტების მიერ ატანილი ღორის ხორცი შეჭამა, ხევი ადიდდა და სახლი სახურავამდე დაიფლო? მითუმეტეს, ჩემს გადაღებულ სურათებზეც კი ჩანს იმ სახლის სახურავი.(კაცი გადარჩა)
აკხმ....
არა, თქვენ არაფერი არ მოგივათ ღორის ხორცისგან, უბრალოდ, ზრდილობის ამბავია....
აი ხატთან ქალის გავლაზე უფრო მკაცრი წესებია და ზრდილობის ელემენტარული წესები ვეღარ გიშველით )))
გაგრძელება იქნება...
შემდეგ სერიაში- მეცხვარის ძაღლები ,ხინკალი, კოტრები, დათვის ბუნაგი და სხუა მრავალი
პწიჩკები
დანო,
დართლო,
თუშეთი,
ლაშქრობები,
ომალო,
ჩემი საქართველო
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment