July 12, 2011

მთავარი მესიჯი- სიყვარული

  • ჩემი ერთი ნაცნობის შვილს პოტერიადის წიგნები რომ აჩუქეს, დედამ აიღო და ნაგავში გადააგდო.
მაშინ არ მიცნობდა, თორემ ალბათ მე მაჩუქებდა.

  • ერთმა ადამიანმა, ჰერმან ჰესეთი ხელში რომ დამინახა- მე მეგონა მარტო პოტერის კითხვა გიყვარდაო
წაგიკითხავთ ჰარის ისტორია მიუკერძოებლად? იმის გვერდზე გადადებით, რომ აქ ჯადოქრობაა ნახსენები?

  • თავიდან მას დედის სიყვარული და თავგანწირვა იცავს ბოროტი ჯადოქრის-ვოლდემორისგან, რომელსაც მისი განადგურება უნდა
  • ჰოგვორსტში-ჯადოქრობის სკოლაში ყოფნისას გადარჩენაში მას მეგობრები ეხმარებიან
  • ოჯახის მაგივრობას მისი მეგობრის, რონი უისლის, უღარიბესი, შვიდშვილიანი, მოსიყვარულე და ერთსულოვანი ოჯახი უწევს, რომლებიც სიკვდილის საფრთხის მიუხედავად, არასოდეს ტოვებენ მარტოს.
  • იმისთვის, რომ ჰარის ფინალურ ბრძოლაში დაეხმარონ, მისი ორი მეგობარი ოჯახებს ტოვებს და თან ისე აწყობს, რომ ოჯახები უსაფრთხოდ იყვნენ
  • ჰარის ნათლია, სირიუსი, ჰარის გამო ტოვებს უსაფრთხო თავშესაფარს და ჰარის და მისი მეგობრების გადასარჩენ ბრძოლაში იღუპება
  • დობი, თავისუფალი შინაური ელფი, რომელიც სასტიკი პატრონისგან ჰარიმ გაათავისუფლა, ბოლომდე მისი ერთგული დარჩა, იმის მიუხედავად რომ შეეძლო მშვიდად ეცხოვრა იქ, სადაც უნდოდა და როგორც უნდოდა
  • ჰარის მასწავლებელი, დამბლდორი, სიკვდილის წინ უკანასკნელ კეთილ საქმეს აკეთებს, მოსწავლეს, ბავშვს იცავს მკვლელობის ჩადენის და სულის გახლეჩვისგან ,რომელიც მას ჯერ კიდევ მთელი აქვს.
  • დამბლდორის მიერ რონისთვის ნაჩუქარი სანათი, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს იმ ადამიანთან ,ვისაც ვჭირდებით და ვენატრებით, თუ ჩვენ ამის სურვილი გვექნება.
  • უკანასკნელი ბრძოლის დროს, თავის მკვდრად მოჩვენებაში და დროის მოგებაში ჰარის ქალი ეხმარება, მხოლოდ იმიტომ რომ მისი საყვარელი შვილის გადარჩენის შანსები გაზარდოს და მასთან მოხვედრის შანსი მიეცეს.
  • იმისათვის, რომ ვოლდემორი მოკვდეს და სამყაროში აღარავინ დაიხოცოს, ჰარიც უნდა მოკვდეს და ის უბრძოლველად ნებდება ავადა კედავრას მომაკვდინებელ წყევლას, თავს წირავს. შედეგად უძველესი, სიყვარულით, უანგაროდ თავგანწირვის ჯადო მთელ ჰოგვორსტს და მასში მყოფ მოსწავლეებს, მასწავლებლებს და დასახმარებლად მოსულ ხალხს სამუდამო ფარად ედება და იმ მომენტიდან ვოლდემორი ვერცერთს ვეღარაფერს დაუშავებს.
  • და ბოლოს... სევერუს სნეიპი, ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება თავისი ერთადერთი სიყვარულის შვილს, ჰარის იცავდა ვოლდემორისგან.

ოდესმე აზრად მოგსვლიათ ის, რომ ამ წიგნის მთავარი მესიჯი მეგობრობა და სიყვარულია?

რომ ყველა ბოროტი ჯადოქარი "დაისაჯა"

მშობლებო, იქნებ გადაგედოთ გვერდზე "ჯადოქრობაზეწერია" შეხედულებები და ჩემი თვალით დანახული პოტერიადაც დაგენახათ?

მადლობა :)

6 comments:

აგათა said...

სნეიპი <3
და საერთოდაც დღეს უკვე იმდენი წავიკითხე მეტირება :|
რაღაცნიარად ამიჩუყდა გული :((
მშობლებო გაიზიარეთ პერწკლის შეხედულებები :მეპოტერომანიგოგო:

m i r a m a x said...

<3 <3

Anonymous said...

ჩემი აზრით, პოტერი ოცდამეერთე საუკუნის ერთ-ერთი გენიალური წიგნია..

წიგნი, რომელიც არასოდეს დაბერდება, არასოდეს გაცვდება, არასოდეს გადავა მოდიდან ისევე, როგორც ლინდგრენი..

ეს არის წიგნი, რომელიც ნებისმიერ ასაკში შეიძლება წაიკითხო, თან ისე, რომ ინტერესი არ დაკარგო.

მე ბედნიერი ვარ, რომ "ჰარი პოტერი" ჩემი თანამედროვეა. ანუ, იმ ეპოქაში დაიბადა, სადაც მე.

ვასასი.

Kate_Alukard said...

დამბურძგლა <3<3<3 არ ვიცოდი შენც თუ პოტერისტი იყავი ^^ ერთი ორად შემიყვარდი ამ პოსტი მერე ))))

სანდრო said...

ძალიან მომეწონა პოსტი.!

Sweet said...

მეც დამბურძგლა!
გაღიარებ! <3