June 05, 2011

გალიაში, ბორბალზე



სავარძელში, ტელევიზორის წინ ძილი იმის გარანტიაა, რომ უეჭველად თავის/კისრის ტკივილით გაიღვიძებთ, გაღვიძებას შეიძლება ახლდეს თან შეგრძნება იმისა, რომ "noone cares about me: და ხანდახან ეს ძალიან მართალია, იმიტომ რომ ჯერ თავო და თავოო, მერე ისაო და ესაო, უთქამთ ძველებს და მიუხედავად იმისა, რომ ძველები მაინცადამაინც არ მევასებიან, ხანდახან სიმართლესაც იძახიან ხოლმე.


ჩვენს მშობლებს ჩვენს ასაკში ყველაფერი ქონდათ, რაც უნდოდათ, ის ყბადაღებული მოსკოვში ფრენაც, ბინის ქონა თუ არა, მომავალში მიღების იმედი, სამსახურები, იაფი საჭმელი, უზარმაზარი ქვეყანა, სამოგზაუროდ და, რაც მთავარია, სტაბილურობის შეგრძნება.

ჩვენ რა გვაქვს? ჩაკეტილი საზღვრები, თავისულების ილუზია (რა ჯანდაბად მინდა თავისუფლება, თუ გალიას ვერ გავცილებივარ), ბინის იპოთეკური ვალები, რომელიც წლობით, ზურგით უნდა ზიდო, ზრდადი ფასები, დანევროზებული მშობლები და მსოფლიო.

და ამ ყველაფრის ფონზე, ჩვენი მშობლების თაობა ხელებს შლის გაკვირვებით და მწუხარებით, რომ დაავადებები გაახალგაზრდავდა.

კი, საზღვარგარეთ წასვლა შესაძლებელია, მაგრამ.... ძალიან მძაფრად დამამახსოვრდა, რომში, იაფიან მოტელებთან ნანახი ზურგჩანთიანი ახალგაზრდების ჯგუფები, გარუჯულები, თავისუფლები, ბედნიერები, ხმაურიანები... ჩვენ არასოდეს შეგვიშვებენ ევროპაში ზურგჩანთებით და ჯიბეში ასი ევროთი, ყოველშემთხვევაში, სანამ მე ახალგაზრდა ვარ და მინდა ცხოვრება მიყვარდეს.

1 comment:

ikaragua said...

ხოდა ამის მერე ვინმემ თუ მითხრა, რატო ყვირი, რატო გაქ ნერვები სულ მოშლილი, რატო იბღვირები სუ და რატო ილანძღები დილიდან საღამომდეო, ჩავარტყავს რაღაცას უეჭველი თავში!