May 14, 2011

ზანავი-ნუნისი ნაწილი 2

გამოღვიძება იყო უცნაური... მეორე საწოლზე გოგო იწვა რომ დავიძინეთ და კაცის ხვრინვამ გამაღვიძა... არც მეორე ოთახიდან ისმოდა ხმა, კედელზე 2009 წლის კალენდარი ეკიდა და საერთოდ ვერ მივხვდი, ორი დღე გადაბმულად გვეძინა, რა დღე იყო, ჩვენები სად იყვნენ ხმები რატომ არ ისმოდა... მოკლედ ისა, კიდევ ერთი საინტერესო გამოღვიძება შემოემატა ჩემს კოლექციას.

ავლაპარაკდით მე და პუტინა და გვეპასუხება იატაკიდან ვიღაცა... კაი ხანი ლაპარაკის მერეღა გაგვახსენდა, კიმარა რომელი ხარ შენ მანდ-ო და ასე გავიცანით გოგო, რომელიც გუშინ ჩვენთან ერთად იყო მთელი დღე მაგრამ ისა... ნუ ხომ გესმით )))))


მყუდროდ და ბუნდოვნად მახსოვს მეორე დღე, სპალნიკიანად ვიწექი რბილ ლოგინზე, იქვე ღუმელი გუგუნებდა და ცხელი ყავისთვის წყალს ამზადებდა, ხან მეძინა, ხან ვთვლემდი,ხან რამეს შევისუსნებოდი, ალაგ-ალაბ საინტერესო რამეებს ვთამაშობდით, ნაწილი მღეროდა და ქეიფობდა, უცებ, ჩათვლემილი რომ წამომახტუნა გურულმა კრიმანჭულმა, წერილი როგორ არ წავიღე, ვერ მივხვდი, ეს იყო სრული კაკაფონია, ვინც ეს კრიმანჭული მოიგონა.... დაილოცოს მეგრული ნანა, და მრავალჟამიერი და საგალობლები და ყველა მრავალხმიანი სიმღერა გარდა კრიმანჭულისა :ტირილ:


აი ასეთი ხედი დავინახე ახალგაღვიძებულზე....

სულ გამომრჩა, წივწივას როგორ ველოდებოდი, ტოესწ ნუნისის მდელოზე წივწივას კარავში შეძვრომა-დაბანაკებას და ვერ გადავედით,მდინარე იყო გადასალახი, ამიტომ თავისი ფეხით გვესტუმრა და ისა, ისე გამიხარდა, ისე, შენიანს რომ აღმოაჩენ უდაბნოში.



ახალაშენებული მონასტერიც მოვინახულეთ, მე უკვე მესამედ... იგალობეს, მრავალჟამიერიც იმღერეს, მე ეზოშჳ ვიდექი, ასე უფრო ეფექტური მოსასმენია ხოლმე.


იყო ბევრი მწვანე და ფუსთა ხაერი


და რეინჯერების კოტეჯი, რომელსაც კარაველების ურდო შემოესია, რეინჯერები გააძევა და შტურმით აიღო და დაბანაკდა, ფესვები და ბათინკები გაიდგა, ჩანთები გასაშრობად მიაფინა და არსადაც არ წავალთ-ო გამოაცხადა.





ეს იმ კოლექციის მცირე ნაწილია, რომელიც იმ ორი დღის მანძილზე ღუმელთან შრებოდა. მოჩანს ასევე გამურული ჩაიდანი, რომლის მსგავსის დანახვაზეც ერთხელ ჩემმა ნაცნობმა სერიოზულად მკითხა- კიმარა, აქედან რომ სვამთ როგორ არ გეშინიათო. მეც საწყალი სახე მივიღე- აბა სხვა რა გზა გვაქვს თქო.


მერე მზიანი დღე გათენდა, ჩვენი ნუნისიდან წამოსვლის დღე



მზეზე წოლაც მოვასწარი, დაჟრუანტელებაც, სახის ალეწვაც .



და დავიძარით პირველი არა და მეორე ნაკადი (პირველები დედაბერაზე გადასვლის დღესვე,შუაღამისას წამოვიდნენ თბილისში), მე, ხათო, ბარტყი, ქეთი, და ბაქარის რაზმი.


გზა იყო ასეთი


ალაგ ასეთი


ააააააი, იმ თოვლიანი მთიდან ჩამოვიდნენ ისინი ბარში, დიახთ, დიახთ


გზაზე...




გველი ვიპოვეთ, მკვდარი, და მე ის გველი გამახსენდა, გული რომ გაუსკდა რაჭაში : )))




მერამდენედ ჩავიარე ამ სახლის გვერდით და ისევ ზუსტად ისეთია, ნეტა ჩადის ხოლმე ვინმე, თუ ჭიშკარგამოკეტილი ელოდება ამაოდ...








ხოდა მერე რელსებზე მოვძუძგეთ, გვაგვიანდებოდა, ცხოვრებაში ასე სწრაფად იაპონურად და შეშინებულად არ მივლია მგონი, სწრაფად იმიტომ რომ ბიჭები დადიოდნენ სწრაფად, იაპონურად იმიტომ, რომ ძელები ახლო-ახლო იყო და შეშინებულად იმიტომ რომ ვერ ვხვდებოდი საიდან უნდა მოსულიყო მატარებელი და არ მინდოდა ზედ ჩემზე გადაეჯლიგინა.

ხოოოოდა, პირველად იყო ისა, ლუდი :აქ დიდი გულიკი:

ჩემი მესამე და არაუკანასკნელი ტრადიციული ლუდისსმა მოლითში, აქ ლუდი განსაკუთრებულად გემრიელია, მითუმეტეს თუ ლუდისჭიქიანად და ზურგჩანთამოკიდებულს შეგსვამენ მატარებელში, გზადაგზა იმღერებ, საწყალ ბულბულს შეიბრალებ, ლუდი რომ გაგითავდება და კიდევ იშოვნი, ნაგვის ყუთში შენივე ჩადგმულ ჭიქებს უკანვე ამოიღებ, შეავსებ და სმას გააგრძელებ.











ბაქარი და მისი რაზმი გვემშვიდობება... არ ვიცი ამას წაიკითხავენ თუ არა, მარა მადლობა მინდა ვუთხრა, დედაბერაზე ძალიან მამხნევებდნენ თავისი იქ ყოფნით და კიდევ რომელიღაცამ შეკრების ადგილამდე რომ მიმიტანა, მიყვანა არ ერქვა ამას, უცებ ვიღაც მომვარდა, ჩანთა მომხსნა და სნამ აზრზე მოვედი, ცხვირსახიცივით მიმაფრიალა .


დაბოლოს, მატარებელში იმდენად დაკომპლექსებული ხალხი იჯდა,რომ ათლარიანი ვაგონის ბოლოშიღა ძხლივს დავაურდავეთ.

პ.ს. მთელი ეს ისტორიები იქ მყოფების და ბლოგის მკითხველების გარდა ერთმა ტაქსისტმა და ერთმა გამყიდველმაც იცის, მკითხეს, არ დამეზარა და მოვუყევი : )))

2 comments:

Dissolved Girl said...

აუ, როგორ მომინდა მეც :( დამწყებმა, გამოუცდელმა ადამიანმა როგორ უნდა დაიწყოს? სად უნდა დაიწყოს? რა უნდა იყიდოს? და ა.შ. :))

Toma said...

რა მაგარიააა!
ძალიან მიყვარს მგავსი გასვლები, ძალიან!