სინაგოგა. 1904წ
ვერასოდეს ვერ მივხვდები, რატომ ცხოვრობდნენ ებრაელები რომში, სადაც ყველაფერში ზღუდავდნენ საუკუნეების მანძილზე, და რატომ არ ბრუნდებოდნენ სამშობლოში...
იგივე შეკითხვა დავუსვი მუზეუმის გიდს და აშკარად ძალიან დავაბნიე... პასუხის მოკლე შინაარსი ასეთი იყო: ჩვენი სამშობლო უკვე აქ იყოო. მართალია იდეაში, როცა სამი თაობა ერთ ადგილას ცხოვრობს, ის უკვე მის სამშობლოდ იქცევა,საფლავებზე მიჯაჭვულობასაც თავისი ძალა აქვს... მოკლედ, საუკუნეების მანძილზე ცხოვრობდა ებრაული სათვისტომო რომაელი იმპერატორების მიერ გალავნებით შემოსაზღვრულ სივრცეში, იყო პერიოდები, როცა ამ საზღვრებს გარეთ მაღაზიების გახსნა შეეძლოთ, იყო პერიოდები, როცა საღამოს 8 საათზე ჭიშკრები იკეტებოდა და ყველა ებრაელი ამ დროისთვის გეტოში უნდა ყოფილიყო... მხოლოდ მე-19-ე საუკუნის დასაწყისშიღა მოისპო საბოლოოდ იმ კედლების ნაშთები.
სინაგოგაში და ებრაულ მუზეუმში შესვლა მთელი თავგადასავალია... უზარმაზარი გალავანი არტყია, გარშემო მცველების ჯიხურებია და ფორმიანები მორიგეობენ. შესვლა ერთ-ერთი ასეთი პუნქტის გავლით ხდება, ჩანთას გიჩხრეკავენ, პასპორტს ამოწმებენ, გეკითხებიან საიდან ხარ, რომში რა გინდა და სინაგოგაში რა დაგრჩენია. აპარატის გამოყენება კატეგორიულად აკრძალულია, ბუტერბროდი გარეთ დამატოვებინეს, მეტალოდეტექტორიან ჩარჩოში გამატარეს და მერეღა შევედი მუზეუმში.
სინაგოგაში გადაღებაც სასტიკადაა აკრძალული და მხოლოდ ჯგუფთან ერთად, გიდის მეთვალყურეობით გიშვებენ, 10 წუთით. მე ორჯერ შევედი, ორ ჯგუფს შევყევი ზედიზედ. ბევრი იქცეოდა ასე.
ულამაზესია სინაგოგა შიგნიდან, თავისი ვარსკვლავიანი ჭერით, ტროპიკული ტყის ნახატებით, სკამებით, სადაც ყველა სკამს პატრონის სახელი აწერია და წინ დაკეტილი ყუთი უდევს თავსაბურავის და ლოცვების წიგნის შესანახად (სახელი არ მახსოვს).
რომში თავიდან ერთადერთი სინაგოგის აშენების უფლება მიცეს, ებრაელები კი სხვადასხვა ქვეყნებიდან იყვნენ, შესაბამისად, ერთი შენობა ააშენეს და შიგ 5 სინაგოგა მოათავსეს... ახლა, ამ უზარმაზარ სინაგოგაში თორას(თუ სხვა რამე ქვია, შემისწორეთ) დასაბრძანებელი თაღები იმ ძველი სინაგოგიდან ისეთი პატარები ჩანს, საქართველოს ყველაზე პაწუა ეკლესია და სამება რომ დააყენო გვერდიგვერდ. საშჳნლად არ მომეწონა ის ფაქტი, რომ ქალების ადგილები სინაგოგას კუთხეებშია, საშჳნლად მოუხერხებლად განლაგებული. მოკლედ, ჯერ-ჯერობით ყველა რელიგიურ მიმდინარეობაშჳ, მე რაც ვიცი, ქალის დისკრიმინაცია უპირველეს ყოვლისა, ბლეაჰ.
აი ამიტომ ფრთხილობენ ასე... რამდენიმე წლის წინ, ებრაული დღესასწაულის დროს ტერაქტი მოაწყეს და მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა. :( ეს სკვერი და აბრა იმ ბავშვის სახელზეა.
ვიღაც ქალმა აიფონით გადაღება ცადა და დაცვამ ძალიან ზრდილობიანად მაგრამ ელვის სისწრაფით გაუჩითა მთელი ტელეფონი, თან ბოდიშები გვიხადეს, ტერაქტის მერე ვფრთხილობთ ასეო.
თუმცა ლოცვაზე დასწრების სურვილი რომ გამოვთქვი, არაა პრობლემა, გაგჩხრეკთ როგორც დღეს და ისე შემოგიშვებთო.
ადრინდელი ებრაული კვარტალი მდინარესთან ახლოს იყო, სინაგოგა კი იქ, სადაც ახლა ტერმინის რკინიგზის ცენტრალური სადგურის შენობაა.
ახლანდელი ებრაული კვარტალი სინაგოგის გარშემოა გაშენებული, ზოგი შენობა ძველია, ზოგი ახალი, თუმცა, თუ არ იცით, ტიპიური რომია, გარდა ერთიორი ებრაულსიმბოლიკიანი მაღაზიისა და თავისებურად ჩაცმული ოფიციანტებიანი კაფისა.
ზანგი?
ძალიან ძველი შენობის ყრუ კედელზე "ამოსული" ფანჯარა.
1945 წლის 16 ოქტომბერს 2000-ზე მეტი ებრაელის დეპორტირება მოხდა გესტაპოს ბანაკებში. აქედან მხოლოდ 16 ადამიანი დაბრუნდა, აქედან ერთი ქალი.
სინაგოგაში, სკამების პირველ რიგში, მეპატრონეთა სახელების მაგიერ "გადარჩენილი" წერია, ეს ადგილები იმ ადამიანებისთვისაა, ვინც გესტაპოს ბანაკებს გადაურჩა. ნებისმიერი გადარჩენილისთვისაა შენახული ეს სკამები.
ებრაულ მუზეუმში ასე 40 წუთიანი ვიდეორგოლი გადის მუდმივად, სადაც ის ქალი ყვება, გადარჩენილი, როგორ დაიმალნენ უკანა ოთახში, როგორ შეეშინდა მის დას და პანიკაში ჩავარდნილი გაიქცა კიბეებისკენ, მერე უკან მობრუნდა და ამასობაში გესტაპო მოიყოლა თან :(
იქვე ყვებიან, რომ გერმანია შეპირდა, თუ რამდენიღაცა კილო ქოროს გადაიხდიდნენ, არ ახლებდა ხელს. მაშჳნდელი ებრაელთა სათვისტომო ღარიბი იყო, გესტაპოს კი მხოლოდ ოქრო უნდოდა... მოდიოდნენ არამარტო ებრაელები, არამედ ყველა რომაელი, იტალიელები, არაიტალიელები და აბარებდნენ ყველაფერს, რაც ქონდათ.
შეგროვდა ის 16 კილო ოქრო, გადაეცა გესტაპოს.
ებრალეები კი მაინც წაიყვანეს...
შენობის კედელი ქუჩაში.
სუვენირების მაღაზიას არ გავდა, უფრო ჩვეულებრივი საეკლესიო მაღაზია იყო.
თუმცა 13410234987218 მაღაზია არ შემხვედრია, როგორც საქართველოშია.
მონაზონი. ყველა მონაზონი უშნო რატოა?
გეტო.
ძალიან ძველი შენობებია, რაღა ეს და რაღა სოლოლაკი : ))))))
იმ ბავშვის სახელობის სკვერი.....
პ.ს. ძალიან კარგი მუზეუმი აქვთ, ჩემი ცოდნა ებრაელებზე იყო ნუ, 2%, ახლა ვიცი ასე 40% მათი წეს-ჩვეულებების. (ნაწილი სოფი გოლდენის ბლოგიდან მოვკრიფე). ულამაზესი და უსაინტერესოესი ექსპზიცია იყო, ნამდვილად ღირდა მთელი ის ჩხრეკა-დაკითხვები.
პ.ს. საინტერესო აღმოჩენა იყო ის, რომ ებრაულ სათვისტომოში გაწევრიანებული ადამიანები იხდიან გადასახადს (იმის მიხედვით, რომელ სინაგოგაში დადიან) და ის გადასახადი ხმარდება მათი სახელობის სკამების და იმ სკამებზე მიბმული ყუთების შენახვას)
3 comments:
usainteresoesi posti iyo <3 madloba
კარგი შეკითხვაა, რატომ არ ბრუნდებოდნენ სამშობლოში :/ სად იყო მაშინ სამშობლო - არაბებით გატენილი პალესტინა იყო და ვინც მიდიოდა, სასწაულად თუ გადაურჩებოდა სიკვდილს. თან ძალიან რთულია ის ადგილი მიატოვო, სადაც დაიბადე, გაიზარდე, სახლი გაქვს, ენა იცი... გერმანიაშიც ზუსტად იგივე პრობლემები იყო და მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, საქართველოს და ამერიკის გარდა, ყველგან დევნიდნენ და ავიწროვებდნენ ებრაელებს.
სინაგოგაში ქალების ადგილს რაც შეეხება: არავითარ ჩაგვრას ადგილი არა აქვს, უბრალოდ, ქალებს არ აქვთ ვალდებულება სინაგოგაში სიარულის და ლოცვის, თუ ვინმეს სურვილი აქვს, მხოლოდ იმ შემთხვევაში მიდის, ამიტომაც არის ქალების ადგილები პატარა და მოუხერხებელი, როგორც შენ თქვი. იუდაიზმი ერთერთი გამორჩეული რელიგიაა ზუსტად იმით, რომ ქალებს მამაკაცზე დაბლა არ აყენებს.
მოკლედ, ებრაული ისტორია ისეთი ფენომენია, რომელიც ღმერთთან ერთად უნდა გწამდეს.
ძალიან მომეწონა ფოტოები. რომში ჯერ არ ვყოფილვარ და არც მაინტერესებდა აქამდე. ამ პოსტის მერე მომინდა წასვლა.
მიხარია, თუ ჩემი ბლოგი რამით დაგეხმარა და ლამის დავფიქრდი, ისევ ხომ არ განვაგრძო წერა-მეთქი...
როცა რომმა ებრაულ სახელმწიფოს საბოლოოდ მოუღო ბოლო,თავიდან ებრაელებს სასტიკად ეკრძალებოდათ სამშობლოში დაბრუნება..ამასობაში კი არაბულმა ტომებმა დაიკავეს დაცარიელებული ტერიტორიები, მერე მუსლიმანობაც გავრცელდა და თავისთავად ცხადია, ებრაელებს არავინ ტაშით და ვაშათი არ შეხვდებოდა იქ..საუკუნეების განმავლობაში აქეთ/იქით დაფანტული ებრაელებიც შეეგუენ იმ ადგილებს, სადაც დასახლდნენ, საქმეს მოეკიდნენ და სამშობლო და "აღთქმული მიწა" მხოლოდ ოცნებებში და ლოცვაში იყო შემორჩენილი ალბათ.
აშშ ყველაზე კარგი და მშვიდი ადგილი იყო მათთვის და ალბათ ამიტომაც გადასახლდა ამდენი ებრაელი იქ, განსაკუ?თრებით რუსეთ/უკრაინიდან, სადაც ებრაელები ძალიან დაზარალდენენ ჯერ შავრაზმული "პოგრომებით" და მერე რევოლუციით და სამოქალაქო ომით..ახლა ვარ აშშ-ში . ამდენი მორწმუნე ებრაელი არც საქართველოში მინახავს, არც უკრაინაში..აქ მამაკაცების უმეტესობა ქუდს (მგონი კიპა ჰქვია?) ატარებს ჩვეულებრივ დღეებშიც. ახალგაზრდა ბიჭებიც კი. არცთუ იშვიათად, ქუჩაში ან ტრანსპიორტშიც გადააწყდები მლოცველს.
ერთი დარბაისელი კაცი ცხოვრობს სადღაც ჩემი სახლის გზაზე. სქელი რელიგიური წიგნით დადის ხოლმე, რომელია-არ ვიცი :))
უკრაინაში ოდესაში ვარ ნამყოფი და იქ მხოლოდ შაბათს ან დღესასწაულებზე თუ ნახავდი კიპიან ხალხს.განსაკუთრებით შაბათობით,როცა ებრაელი ახალგაზრდობა სინაგოგიდან კოლექტიურად მიდიოდა ჰოლოკოსტის ხეივანში (ძეგლის ავტორი ჩემდა გასაოცრად, ზურაბ წერეთელი აღმოჩნდა).
Post a Comment