July 30, 2010

როცა ქუჩაში გვერდით ჩამივლით




წითელთმიანი ვარ და ეჭვი მაქვს ცხოვრების ბოლომდე ასეთად დავრჩები...




როგორც ჩემი მეგობარი იტყოდა, დავაჯლაგუნებ თუ დავაგლაჯუნებ, მოკლედ, დავდივარ სწრაფად და ბატიფეხურით :უსერ:, კისერზე მკიდია ემპეტრი, რომელიც ძალიან გავს ყელსაბამს და ფერადად ციმციმებს ხოლმე.

ჩანთა ან რუგზაკია, ან მხარზე გადაკიდული და თეძოზე მორგებული დაგლაჯუნო და ტევადი რამე. ხელში რამე რომ მიკავია ავტომატურად გადავდივარ გაღიზიანებულ რეჟიმში.

დილით თუ დამინახეთ, 10 საათამდე, ე.ი. სამსახურში მიმეჩქარება, ყავა არ დამილევია და სავარაუდოდ, კაცის მოკვლის ხასიათზე ვარ, ამიტომ ჯობია მშვიდად გამცდეთ.

სად ვხვდები და...... საბურთალო-ვაჟა-პეკინი და განსაკუთრებით ვაჟას კვარტლები, რიტუალი მაქვს, საღამოობით ფეხით მანდ სიარულის, ახლოა, გზა სწორია და ყურში მუსიკით დავბოდიალობ ხოლმე.
საერთოდ, მე სიარულისას ან ტრანსპორტით მოგზაურობისას ვფიქრობ ხოლმე, ამიტომ დიდი შანსია სახეზე მიმიკები მქონდეს, რომელიც ერთი შეხედვით ცოტა გაუგებარია.
ა ხო, მაიკოზე და მაიაზე დიიიდი ხანია აღარ ვრეაგირებ, პერწკლიზე ძალიან სწრაფად ვიხედები.
ნუ თუ გიცნობთ და გვერდით ჩაგიარეთ ეს იმას არ ნიშნავს რომ არ მომწონხართ და არ გიმჩნევთ, უბრალოდ, ღრუბლებში დავსეირნობ ხოლმე და ვერ აღგიქვავთ, შეიძლება ადამიანს შევხედო და ვერ დავინახო რომ ნაცნობია :(

სტილი... ჯინსი, სარაფანი, მინიმალური შავი და მაქსიმალურად ღია ფერები, ნახატიანი მაიკები მიყვარს.

ა ხო, თმა თუ გაშლილი მაქვს, ე.ი. მარცხენა მაჯაზე აუცილებლად მიკეთია ბანტიანი თმის რეზინი. ნუ თუ გაშლილი არ მაქვს, ე.ი. ეს რეზინი თმაზეა ))).

სადმე გოგო თუ დაინახეთ რომელიც უპატრონო კატას ეფერება ან აჟიოტაჟი აქვს ატეხილი იმიტომ რომ კატა დაინახა, დიდი შანსია, მე ვიყო. ავტომატური ურავაშა რეაქცია მაქვს ყველა ფისოზე გარეგნობის, ასაკის და სქესის განურჩევლად.
ძაღლით თუ ხართ, ერთ კილომეტრზე მოგივლით და მერე უკან მოვიხედები, რომ შევამოწმო, ხომ არ მოდევს. კატა რომ მყავდა სახლში, იქიდან მომყვება ეს ჩვევა, კატის სუნი არ მქონდეს და ძაღლი არ გამომეკიდოს თქო : )))))
ძალიან ბევრი მეუბნება, რომ პირველი შთაბეჭდილება უარყოფითია და სწერვა, უხასიათო და ძალიან სერიოზული ვგონივარ, მერე იცვლიან ხოლმე შთაბეჭდილებებს... აზრზე არ ვარ , ასეთი რა გამომეტყველებებით და ინტონაციებით ვლაპარაკობ, მაგრამ მერწმუნეთ, არც სწერვა ვარ, არც ძალიან ტაკოი სერიოზული და ჩემთან მოახლოება სიცოცხლისთვის საშიჳშ არაა, პირიქით, ძალიანძალიან მიხარია რომ მცნობენ ხოლმე ))))))

მგონი ვსო.......

No comments: