July 23, 2010

გამარჯობა, ღმერთო

მკრეხელობაში ნუ ჩამომართმევ, მაგრამ:
  1. რატომ დაიღუპა 21 წლის თათა?
  2. რატომ დაიღუპა ჩემი ბიძაშვილის 27 წლის მეუღლე?
  3. რატომ დაიღუპა ერთხელ სიკვდილს უკვე გადარჩენილი გოგო, რომელიც ჩემთან ერთად ემზადებოდა აბიტურიენტობისას, 20 წლის ასაკში???
  4. რატომ დაიღუპა გელა დაიაურის მთელი ოჯახი, მათ შორის 2 წლის და სამი თვის ბავშვები?
  5. რატომ დაიღუპა ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც სულ მალე დაოჯახებას გეგმავდა?
  6. ჩემი თანამშრომლის ძმა და ახალშობილი ბავშვი
  7. დაბოლოს, ჩემი 19 წლის პაციენტი.

ჩემს გარშემო ძალიან ცოტა დროის მანძილზე ძალიან, ძალიან ბევრი ახალგაზრდა დაიღუპა და აუცილებლად გკითხავ, რომ (თუ მეღირსა) გნახავ

რ ა ტ ო მ ?

წაგეყვანა ეს ნაყარ-ნუყარი ხალხი, ამათ რას ერჩოდი?!

პ.ს. ღმერთს კარგები უნდაო, არ მიიღება, ღმერთს მოცდა არ გაუჭირდებოდა/ჭირდებოდა, მისთვის დრო ცოტა სხვა მცნებაა, ჩვენსსტანდარტებს ნუ მოვარგებთ თუ შეიძლება.

უმეტესობა ავარიაში მოყვა, გზაზე მოკვდა, პატარა გაუფრთხილებლობა, ცოტა სასმელი, ცოტა ბედისწერა და მზადაა...

დამაინც

რაც გიწერია არ აგცდება.

ხოდა

აი იმ მწერალს ვედავები ახლა მე :l

და ეს მთები კიდევ...

ბაბუა და ბიძა მთაში დაიღუპნენ, რძლის ძმა მთაში დაიღუპა, თუშეთში ყოველწელს მინიმუმ ერთი კაცის სიკვდილს ვიგებ, ხევსურეთში რომ ვიყავით, სავსე იყო გზა წყაროებით, იმის წყარო ამის წყარო, არადა მაშინ როგორ მიხაროდა წყაროს დანახვა, ბლინ, სულ მწყურვალს მევლო, არ მერჩივნა!

5 comments:

Kate said...

თითქოს ამით უფრო დიდ უბედურებას აშორებსო...
:(((((((((

vasasi said...

ჰო, ღმერთს ისიც ჰკითხე, რატომ დაიღუპა ჩემი 20 წლის ჯგუფელი მის 25 წლის ქმართან ერთად და რატომ დარჩა 2 წლის ბავშვი სულ ობოლი??

ამდენ უსამართლობაზე პასუხი ძალიან მაინტერესებს!

Anonymous said...

მისთვის (ღმერთისთვის... თუმცა როგორად წარმოგვიდგენია ეს ღმერთი იმასაც გააჩნია) სიკვდილი ალბათ ცოტა სხვა რამეა და თქვენი თქმის არ იყოს ჩვენს სტანდარტებს თუ არ მოვარგებთ მგონი უკეთესია.

nastasia said...

მეც ვთავაზობ ხოლმე ნაყარნუყარ ხალხს ღმერთს, მაგრამ ისინიც ხო ვიღაცეებს უყვართ :(

Keti said...

ნაყარ–ნუყარი ადამიანები არ არსებობენ
მით უმეტეს, ღმერთისთვის.
და სასურველია, ჩვენთვისაც ასე იყოს.

იმის გათვალისწინებით, რომ გული მხოლოდ 30 წლამდე ახალგაზრდებზე შეგტკივათ, გამოდის, რომ უფროსი ასაკის ადამიანებიც ნაყარ–ნუყარში გადიან.