June 28, 2010

Shopping to Survive

დიდი სუპერმარკეტი ვიპოვე, იმხელა, რამხელაც ყაზბეგის პოპულია, დავიჭერ კალათას, დავდივარ და ვცდილობ გავარკვიო,რას ვყიდულობ. (ერთხელ ყველის მაგიერ საფუარი ვიყიდე, პიცა ეხატა ზედ და ჩავთვალე, რომ ყველი იყო პიცისთვის, ოთხკუთხედ ფორმაში.
უკვე ვიცი რომ პანე პურია, სალე მარილი და ლატტე რძე.
დანარჩენებს ზედ ახატია, რაც არის.
ხილი უფრო მარტივია საყიდლად, იქვე დევს და წონი და არჩევ შენთვის ბედნიერად.
დღემდე ვერ დავიმახსოვრე როგორ ქვია პარკს, სამაგიეროდ გამყიდველმა დამიმახსოვრა და პარკს მანახებს ხოლმე, მეც ან თავს ვუქნევ, ან არა.
ხანდახან გაუგებარი წარმოშობის ბეოები მოდიან და რაღაცეებს მეკიტხებიან. ვუღიმი, ნო იტალიანპოს ვეუბნები და მიდიან თავის ქნევით.
ყველაზე რთული მზესუმზირის ზეთის პოვნა იყო და ყავის, ხსნადის. მზესუმზირის ზეთი აქვე ვიპოვე, სადღაც კუთხეში შეყუჟული (უმეტესად ზეთისხილის და სიმინდის და კიდე რაღაც გაუგებრობების იყო) და ყავა სადღაც ცენტრშAი, 4 ევრო მივედი ერთ 500გრამიან ნესკაფეში (ბზზზზზ).
სამაგიეროდ დილაობით კაცის მოკვლის ხასიათზე არ ვარ და აღარც მაკდონალდსში მიწევს ყავის ყიდვა ყოველდილა.
თქვენ არ იცითრა ბედნიერებაა დილის ყავით დაწყება!
გავიქეცი ახლა, სტატიები უნდა დავბეჭდო და პარკში წავასხა სამეცადინოდ.
პ.ს. ულამაზესი და უდიდესი პარკია ერთი, ვილა ბორგეზე, მიმაქვს ჩემი საგზალი და წიგნები და ასე შემდეგ და მთელი დღეები იქ ვარ.
სასტუმროში ისეთი მტვერია ვკვდები ხველა-ცემინებით. (ამდენ მტვერში ყველას დაეწყება ცემინება!)

3 comments:

Toma said...

4 ევრო მივედი ერთ 500გრამიან ნესკაფეში - ra siiafea, magdens 150 gramshi vadzlev :D :D

mevaseba italiuri :D ase m,gonia 6 tve rom macxovra avlaparakdebi italiuradtko :D

გურამი said...

შენა და.. ცოტა იტალიური ვერ ისწავლე ამასობაში?

და უნდა დამეწერა ვიდეოები გადაიღე თქო, მარა წინა პოსტი ვნახე, კომპი არა მაქვსო და გამიტყდა.

აბა ეხლა მე სამალიოტი არ უნდა მქონდეს, რომ ჩამოვიდე და ერთი ნოუთბუქი გაჩუქო? ეე.. ეგაა რა ცხოვრება. :(

პერწკლი said...

toma:
ra siaafe, ras ambob :D tbilisshi 3-4 lasri girs magxcelebi :(
eg ki ara ert sendvichshi shuadges 4 evri ro ixarjeba magazec vibogmebi ,ramdeni kasrgi rame shemezlo mekida mag sendvichebis magier tko :D

guram:ehx,shen eg tkvi :( :D

p.s. ena ar miswavlia da arc vapireb, eg kiarada amaT yayanze guli miwuxdeba da mgonia nervebi gareT gamomechreba zgarbivit :D
tan isedac vigeb raze laparakoben, ogon saidan vigeb eg vegar gavige mara faqtia ro vxvdebi :D