ხანდახან, როცა ემოციები აღარ რჩება
ცარიელ, ცისფერ კედელს უყურებ და ფიქრობ
რომ სადღაც არსებობს სიცოცხლე
შენს გარეშე და შენთან ერთად
რომ ჭიანჭველეთში, რომელსაც დედამიწა ქვია
სულერთია, რომელ მერიდიანზე ხარ
ერთი მილიმეტრით იქეთ და აქეთ
მტვრის ნაწილაკზე კოსმოსში.
სულერთია, რამდენი საუკუნისაა კედელი,
და ქვას, რომელზეც ფეხი მიდევს
რამდენი ჩემნაირი ახსოვს.
ჩვენ ვიცით, რამდენი წლის არიან ეს ქვები,შენობები, ეზოები,
მაგრამ არაფერი ვიცით იმ კონკრეტულ ადამიანებზე
ვინც აქ ცხოვრობდა.
ხომ შეიძლება გაკეთდეს მუზეუმი
ადამიანების ფიქრების, ემოციების, ცხოვრების
ჩვეულებრივი ადამიანების
თავიანთი პატარა, უმნიშვნელო ჭიანჭველური ცხოვრებით რომ იცხოვრეს და
მარჯნის პოლიპების არ იყოს,თითო მილიმეტრი, თითო თაობის წილი ისტორია შემატეს შენობას,ქალაქს, ქვეყანას, მსოფლიოს.
შევაგროვოთ დღიურები, ჩანაწერები, წერილები, ტანსაცმელი
ნივთებს დავურთოთ ისტორიები, რომლებსაც მათი პატრონები მოყვებიან
აი მაგალითად:
მე მიყვარს ჩემი საზღვაო მოსაცმელი, რომელიც 5 წელია ჩემთან ერთად დადის ყველგან და ნახევარი საქართველო აქვს მოვლილი და სად აღარაა დანაძინები.ეძინა ბათუმში, მე რომ მეორე კურსზე ვიყავი, დაქირავებულ ბინაში, 5 წლის მერეც ბათუმში მოხვდა და ჯერ პატარა დივანზე, მერე კი კარავში, სარფის გზატკეცილზე, ზღვისხედიანკარიან კარავში გაათენა ღამე.
შატილშიც იყო, ბირთვისებში წვიმისგან მიფარავდა, ალვანში მზისგან, აქაც თან მყავს, პარკში ვშლი ხოლმე ზედ წამოსაწოლად, ან, როცა ძალიან ცხელა მოვიხვევ და დავდივარ ოთახში.
ამასწინათ კიარადა კაი ხნის წინ, ერთ ადამიანს ვეკამათებოდი, რა აზრი აქვს ჩვენს ცხოვრებას. , მუშაობ, მუშაობ და წელიწადში 2 კვირა ენაგადმოგდებული ისვენებ რომ მერე ისევ თავიდან დაიწყო მუშაობა თქო.
ან ვმუშაობთ, თორემ რამე სასარგებლოს ვაკეთებდეთ, ჭიანჭველების ბუდე ვართ, ოღონდ თავები უფრო განვითრებული გვგონია, ტოჟე მნე ჰუმანოიდები, ერთიდაიგივე გვაცვია და მოდას ვეძახით, ერთიდაიგივეს ვჭამთ და ქვეყნის ტრადიციულ საჭმელს ვეძახით, ერთიდაიგივეს ვფიქრობთ და ვაკეთებთ იმიტომ რომ "ასეა მიღებული", თუ ოდესმე რამეს ვაკეთებთ და გვგონია რომ ააა, მე ამ გადაწყვეტილებამდე მივედი, კეაბა, 90%-ს, თუ მეტს არა, ჩვენივე ინსტინქტები მართავს ქვეცნობიერის დონეზე, ჯოგის პრინციპებით ვცხოვრობთ დღესაც და ოდნავ განსხვავებული ყველაფერი გვიკვირს და გვეხამუშება.
პ.ს. დღეს კინაღამ წერილი წავიღე, ისე ცხელოდა წნევა დამივარდა მემგონი და "გვირაბიდან" ვიყურებოდი ისეთი შეგრძნება იყო.
No comments:
Post a Comment