March 09, 2010

ახალი თანამშრომელი...

ძველი წავიდა, ბავშვი ყავს პატარა და ვეღარ მოახერხა ორ ნაწილად გაჭრა. :(
აქამდე "ერთიგუნდი" ვიყავით "ბაქტერიები", ახლა კიდევ ის წავიდა და მის ადგილას სხვა მოდის... სხვისი საწინააღმდეგო კი არაფერი მაქვს, უბრალოდ მე მიჭირს ხოლმე ძალიან შეგუება ახალ ხალხებთან, ახალ პირობებთან, სხვის ჩვევებთან და ემოციებთან, პლიუს ის გოგო ჩემხელა იყო თითქმის, ეს უფრო დიდია და ბავშვიანი,შესაბამისად საერთო ინტერესები იდეაში ჩკა,ეს უფრო ჩემი სხვა თანამშრომლებისინტერესებიანი ტიპია ალბათ და აი მე ისევ თანატოლის გარეშე დავრჩი. :აქ ნიკაპაკანკალებული სმაილიკი: (კიდევ ერთი გოგოა, მაგრამ ტერიტორიულად სხვა ოთახში მუშაობს :( )
თან დღეს დილას გავიგე რომ აღარ ივლიდა, ფაქტიურად ჯერ კიდევ ემოციურ შოკში ვარ :D

ოჯახის მუჭუჭი , რა უნდა გეთხოვა რომ სადმე არ ქონოდა გადანახული, ნებისმიერ განყოფილებაში შეიძლებოდა გათავებულიყო გამოხდილი წყალი, მააააგრამ ბაქტერიებს ეს არასოდეს დაემართებოდათ, იმიტომ რომ ნათია ყავდათ. :D

ჰხომდა, ხვალ ათ საათზე ველი ვიღაც ქერა, ფუნჩულა, საყუარელ ქალს, ასე 30-35 წლის.
საშინლად დაძაბული ვარ, არადა ამ დროს ძალიან ბევრს ვტილიკინებ ხოლმე ხოდა ხვალ უნდა ვეცადო მაქსიმალურად ჩუმად ვიჯდე, რომ არ დავაფრთხო. :D

3 comments:

Kate said...

აუ ეგ მართლა ტეხავს ხოლმე.
უცბად წარმოვიდგინე ახლა.

vasasi said...

eh, arada, me sul 20 wlis var..
bunchula da sakvareli.. :user:

პერწკლი said...

vasasi--neta... :user: