შევკიკინდი დღეს მორალისტების მიერ, მერამდენედ. (ამჯერად კარავზე) უფრო სწორედ, სხვას , მეც ჩავერიე კამათში და თვითშეკიკინება გამომივიდა. (აი ჭიანჭველის ბუდეზე ფეხს რომ დაადგავ და არ აიღებ, ისეთი შეგრძნება იყო)
რატოა ძნელი იმის გაგება, რომ მორალი იმისთვისაა მოგონილი რომ მასები მართონ?!
არადა ეს რაღაც წესები არაა, რასაც მასა გვკარნახობს, ის, რასაც ხალხი იდეაშჳ მორალს უწოდებს, შენი თანდაყოლილი, პირადი ზღვარია, რის იქით გადაბიჯების მერე ცუდად გრძნობ თავს და თვლი, რომ არასწორად მოიქეცი, ეს ზღვარი ყველას სხვადასხვა აქვს, ხალხური მორალი კი აპრიორი ერთ ჩარჩოში აქცევს ყველას.
ზოგს მართლა აწუხებს ის, რომ ნაგავს ყრის ხალხი ქუჩაში, ზოგი კი არ აგდებს ნაგავს და სხვასაც ხელებში ეცემა იმიტომ რომ "ასეა მიღებული", თუმცა მარტო რომ დარჩება, ისე მოისვრის, თვალს არ დაახამხამებს, მას ხომ ამ დროს "არავინ უყურებს".
"მორალისტებისთვის" მარტივია ცხოვრება, ზედმეტი ფიქრი არ უწევთ, როგორ უნდა იცხოვრონ, ისინი ჯასთ მთელი ცხოვრება იმასაკეთებენ, რაც "უნდა გააკეთონ" და სხვისი თავისუფალი ნების დანახვაზე ტანში ცრით და ისტერიკულად იწყებენ მორალის ქადაგებას.
პ.ს. უბრალოდ მაინტერესებს, რატომ ითვლება სირცხვილად იმის თქმა რომ დღეს მენსტრუაცია გაქვს და იმისა არა, რომ დღეს უზეთო მარხვაზე ხარ? (სახე ორივე შემთხვევაშჳ ტრაგიკული უნდა წარმოიდგინოთ).
კაცო, თუ მარხულობ და სულს იწმინდავ, მე რაღას მეტრაგიკულები?
მაშინ მეც წავიტრაგიკულებ იმაზე რომ მუცელი მტკივა და ოთხად მოკეცილი ვიფოფხებ სამსახურში.
აკხმ!
4 comments:
ეჰ პერწკლი........... ერთმა ჭკვიანმა კაცმა თქვა, ყველა იმაზე ლაპარაკობს რაც აკლიაო.... ამიტომ მორალისტებს ვერდები ხოლმე, მაიცნდამაინც საინტერესო ხალხი არ არიან. :D
ზემო კომენტარს დავეთანხმები და დასკვნასაც გამოვიტან: მენსტრუაციაზე რომ არ ვლაპარაკობთ, ეს იმას ნიშნავს, რომ არ გვაკლია.. :)
ეგ კი არა, მე მართლა მაწუხებს ნაგავს რომ ყრიან და მარტო ვარ თუ ვინმესთან ერთად, არასოდეს ვყრი ნაგავს..
მართალ!
ზოგად პრინცპებს ვეთანხმები და ბოლოში კონკრეტულ მაგალითსაც
მარხვა მე ვიცი ჩუმი ად დამალული და შენთვის (შენი და ეკლესიის გარდა არც არავინ იცოდეს), ჩვენს დროში კი ყველამ იცის და ყოველდღე გახსენებენ რომმარხულობენ :)
მენსტრუაციაზე მეც ამ ბოლო დროს დავიძაბე ადრე გულუბრყვილოდ ვიძახდი, არც მიფიქრია დამემალა, მაგრამ ამ ბოლო დროს ეტყობა მოვექეცი ძალიან "საზოგადოებრივი მორალის ჩარჩოებში"
არადა რატოა დასამალი მენტრუაცია ან სასირცხვილო?! ვერ ვხვდები
ჯობია სხვა რაღაცეები დამალო ამაზე კი ისაუბფე თამამად :)))))
ეჰ, წინა 2 წელი სერიოზული სირთულეები მქონდა იმის გამო, რომ მორალისტების გამოსვლებს ვაპროტესტებდი.მიზეზი იოლი იყო: მორალისტები ყველაზე ამორალურები არიან ამქვეყნად. თუ დაკვირვებიხართ, მათთვის ყოველთვის ყველაფერი შეიძლება, ისიც კი, რის წინააღმდეგაც სხვაზე ილაშქრებენ.
მაცოფებს, აი, მაცოფებს მსგავსი რამ.
ამიტომ, მარტივად დავიკიდე.
ადამიანს, რომელიც ვიღაცას გამოლანძღავს, მაგალითად იმის გამო, რომ იმ ვიღაცას სხვა სარწმუნოების მქონე ადამიანი უყვარს და მერე თავად დიდი წარმატებით აბამს ფლირტს სწორედ სხვა სარწმუნოების მქონესთან და ამაყად აცხადებს, რომ თავისი გადასაწყვეტია და არავის აქვს მის ცხოვრებაში ჩარევის უფლება, არ უნდა ეკამათო, არ ღირს :)
რაც შეეხება ციკლს, არ ვიცი, რას გულისხმობ: ალბათ, ქალებთან ციკლზე საუბარს? ამ შემთხვევაში, რა არის აქ შესაცხადებელი... მე სულ რომ არ ვილაპარაკო, სახეზე მეტყობა, რომ მენტალურად კედლებზე გავდივარ :D
მამრებთან მაგ თემაზე საუბარს გავურბივარ ხოლმე, ბავშვობის დროინდელი ფსიქოლოგიური ტრავმის გამო :D აი, ხომ არის თემები, რომლებზეც გარკვეულ ხალხთან არ ილაპარაკებ. ეგრე ვარ მაგ საკითში ზუსტად. თუმცა, ეს სულ არ მიშლის ხელს ბლოგზე განვაცხადო ხოლმე PMS მაქვს-მეთქი :D :აიაიაი:
Post a Comment