March 10, 2010

ახალი თანამშრომელი-2

კიარადა ვაიჰ.

გავაცილეთ ნათია... ტირილ-სრუტუნებით, ჩახუტებებით და სუვენირჩიკით, სახსოვრად.

ნახევარ თბილისს მოუნდა მაინცადამაინც დღეს ანალიზების ჩაბარება და იყო ერთი ხოცვა-ჟლეტა, თან ჩემ საქმეს ვაკეთებდი თან პრეპარატორისასაც, პლიუს ეს ახალი დამდევდა რომ დაენახა რას ვაკეთებდი, თან ნათია ასწავლიდა გზადაგზა რაღაცეებს. პლიუს ნაპარნიცა მაინცადამაინც ოთხშაბათობითაა მორიგე სხვა განყ-ში და შემრჩა საქმე ხახვივით.

თან დაძაბულობის განსამუხტად (საქმე ხო არ მყოფნიდა, რა) იმდენი ვილაქლაქე, ბოლოს თავი ამტკივდა :D

დასკვნა: პიროვნება გადასარევი, ჯერ-ჯერობით შეთავსებადობა 90%, მაგრამ უკვე ნამუშევარი ადამიანი, პლიუს ძველ საბჭოთა ლაბში, რომელსაც იმდენად აქვს გამჯდარი ძველი ჩვევები, რომ ნათიას 1209371209837-ჯერ გამეორების მერე მაინც თავისებურად გააკეთა განადგურება და აწი ავტოკლავი აქვს გასაწმენდი. მე ცალი ყურით მესმოდა ჯერ როგორ არიგებდა და ეს ეწინააღმდეგებოდა, მერე, როგორ წუწუნებდა განადგურების მერე, ვაიმე ყველაფერი გადნა და დაიღვარა, აწი რა ვქნაო. (მაინც ისე ჩაალაგა როგორც თვითონ ადრე აკეთებდა). მერე კიდევ უსაფრთხოების ყველა წესის დარღვევით კინაღამ პეტრის ფინჯანში ჩამივარდა (კატეგორიულად არ შეიძლება, დაბინძურებ იქაურობას ნუ პლიუს შენი ცხვირი დაბინძურდება რამე ბაქტერიით).

სამწუხაროდ ავტოკლავის ამბავზე გასაბრაზებლად ახლაღა მოვიცალე, ხვალ აღმზრდელობითი საუბრის ჩატარება მომიწევს ჩემზე ალბათ 10 წლით დიდ ქალთან და ისე მიტყდება :(
ნუ აი არ შემიძლია ჩემზე უფროსს "ვეუფროსო" :(
ან ჩემ ნაპარნიცას ვეტყვი, ეს უფრო დიდია და...


ბოლობოლო ამერიკული სტანდარტებით მომუშავე ლაბია თუ ნინიას ბაღი, ჰმ!

პ.ს. ისეთი დაღლილი ვარ, ენა ვერ აღწერს და მიმიკა ვერ გადმოსცემს.

8 comments:

vasasi said...

თავიდან ყველა ტკბილი, გემრიელი, მურაბა და გადასარევია.. SOS


:intrigani:

პერწკლი said...

vasasi: ჰუჰ :D

Kate said...

არ მოგერიდოს. მართლა. არ მისცე საშუალება, რომ ვინმეს თავზე დააჯდეს თავისი ჩვევებით. აქ ასე კეთდებათქო. ნუ გერიდება.
წინ!

riddle said...

ასაკს რა მნიშვნელობა აქვს? როცა რამე მეტი იცი იმაზე, არ ტეხავს რომ უთხრა ეს. მოკვდა ის დრო ასაკით უფროსის შემოსვლაზე ფეხზე რომ დგებოდნენ და ავტობუსში ადგილს უთმობდნენ... ნუ, ეს ხუმრობით. მარა მარტო იმის გამო დამრიგებლური საუბრისგან თავის შეკავება, რომ ის, რატომღაც, შენზე 10 წლით ადრე დაიბადა, არ მგონია ღირდეს. :)

გურამი said...

ასაკი და ნათესაობა სამუშაოს მერე. გამოხატვის სწორი ფორმის შერჩევა ყოველთვის შეიძლება და უნდა გაიგოს რა დააშავა და რა შეიძლება ამას მოყევს.

პერწკლი said...

მადლობა, ხალხ :D
საუბარში მოვაყოლე, ძველად რასაც აკეთებდი,აქ არაფერი ისე აღaრ გააკეთო,არეშეიძლება თქო.თუ არ იცი, გვკითხე თქო.
მთელიდღე დადის და :ჩვენამასისე, იმას ასე : :D
:ჩივილ: :ვავა:

:))))))))))


შევეჩვევით, სხვა რა გზაა ))))))))

Kate said...

აქეთ შემოგეჩვიოთ.

Dissolved Girl said...

აშკარად ძალიან საინტერესო ადგილას მუშაობ. სად? : )
ახალი თანამშრომელი კარგად გვისო :))