December 18, 2008

შემომესაკურა


მტირალა საკურა




ზამთრის საკურა



საკურა - იაპონური დეკორატიული ალუბალი იაპონიის ნაციონალური სიმბოლოა. დღეისათვის საკურას დაახლოებით 16 სახეობა და 400 ჯიშია ცნობილი. მისი ორი ყველაზე ცნობილი ჯიშია “Somei Yoshino” და „Sidarezakura” (მტირალა საკურა). Somei Yoshino-ს ქათქათა თეთრ ყვავილი აქვს, ფურცლის ძირზე კი ძალიან მკრთალ ვარდისფერში გადადის. სახელწოდება მოდის სოფელ Somei-დან, რომელიც ახლა ტოკიოს შემადგენლობაში შედის. ეს ჯიში დაახლოებით მეცხრამეტე საუკუნის შუა წლებშია გამოყვანილი.
მტირალა საკურას მკვეთრი ვარდისფერი ყვავილები აქვს და დაშვებული ტოტები.
ზამთრის საკურა-(fuyuzakura/Prunus subhirtella autumnalis) ყვავილობას შემოდგომაზე იწყებს და ზამთარშიაც კი ყვავის. ზოგადად ,საკურას ყვავილების შეფერილობა თეთრიდან მუქ ვარდისფრამდეა.საკურას აქ ყველგან შეხვდებით, პარკებში, მდინარეების პირას, ტაძრებში. იაპონელები თვლიან, რომ საკურა ყველაზე ლამაზად უძველეს დედაქალაქებში- კიოტოში, ნარაში და კამაკურაში ყვავის. .

საკურას ყვავილობა ძალიან ხანმოკლეა, თეთრ-ვარდისფერი სასწაული მხოლოდ რამდენიმე დღეს გრძელდება, ხანდახან კი მხოლოდ რამდენიმე საათს, შეიძლება ამიტომაც ბუდიზმში მოყვავილე საკურა სიცოცხლის ხანმოკლეობასთან, ხოლო პოეზიაში დაკარგულ ახალგაზრდობასთან და სიყვარულთან ასოცირდება,ასევე თვლიან რომ საკურას ყვავილები იაპონელი ქალების სილამაზის განსახიერებაა. სწორედ ამიტომ მიუძღვნეს უამრავი ლექსი, სიმღერა, პოემა, და ა.შ.






ხანამი- აყვავებული საკურას დღესასწაული
ხაარუ- იაპონურად- გაზაფხული, დეკორატიული ალუბლის, საკურას ყვავილობის დროა, რომელსაც იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი დღესასწაული უკავშირდება. მარტის დასასრულს და აპრილის დასაწყისში მთელ იაპონიაში ასობით და ათასობით საკურა ყვავდება თეთრად და თეთრ-ვარდისფრად, შორიდან კი ისე ჩანს, თითქოს ხეები ვარდისფერ ბურუსშია გახვეული, ან თოვლის ფანტელებითაა დაფარული. ყოველ წელს პარკებში, ხეივნებში, სასახლეებში და ტაძრებში ათასობით ადამიანი იკრიბება ამ სანახაობის საყურებლად. ამ ტრადიციას „ხანამი“ ეწოდება (სიტყვიდან- ხანა-ყვავილი, მი- ყურება), სიტყვასიტყვით კი ნიშნავს ყვავილების ცქერას. აყვავებული საკურას დღესასწაული იაპონელთა ერთ-ერთი უძველესი რიტუალია, ხოლო ხანამში, რომელიც აყვავებულ საკურას ეძღვნება, მოსახლეობის თითქმის 90% მონაწილეობს.
ყოველ წელს, როცა საკურა ყვავდება, იაპონელები ოჯახის წევრებთან, თანამშრომლებთან და მეგობრებთან ერთად უახლოეს პარკში მიდიან, აწყობენ პიკნიკებს და სვამენ იაპონური ბრინჯის არაყს, საკეს. მარტის დასაწყისშივე ტელევიზიით ცხადდება საკურას ყვავილობის სავარაუდო ვადები თითოებული კონკრეტული რეგიონისთვის, ასევე იტყობინებიან თითოეულ პარკში საკურას ხეების რაოდენობასაც.




ხანამის ისტორია
იაპონიაში აყვავებული საკურას ცქერის ტრადიცია მეშვიდე საუკუნეში გამოჩნდა, ჰეიანის პერიოდში. (794-1185). იაპონელებმა ამ დროს ჩინელებისგან გადმოიღეს ბევრი რამ, მათ შორის შეკრების და ყვავილებით ტკბობის ტრადიციაც. ჩინეთში სასახლის კარის არისტოკრატები ატარებდნენ ხოლმე დროს აყვავებული ხეების ძირში, უკრავდნენ მუსიკას, თამაშობდნენ, სვამდნენ მსუბუქ სასმელებს. მაგრამ იქ დღესასწაულობდნენ ჩინური ქლიავის, იგივე იაპონური ატმის აყვავებას. ხოლო იაპონიაში ეს პატივი საკურას ერგო. იმპერატოს საგას დროს ,რომელიც ცნობილი პოეტი და კალიგრაფი იყო, კიოტოში, სასახლის კარზე აწყობდნენ პიკნიკს საკურას აყვავების დროს. ასე იწყებოდა ხანამი...
თავდაპირველად ეს რიტუალი მხოლოდ იმპერატორის კარზე იმართებოდა, შემდეგ სამურაებშიც გახდა პოპულარული, ბოლოს უბრალო ხალხშიც გავრცელდა. იმ პერიოდში საკურა მოსავლიანობის სიმბოლო იყო, მისი ყვავილობა ბრინჯის თესვის დასაწყისზე მიუთითებდა. იაპონელების რწმენით, ბუნებას დასახლებულია სულებით, ამიტომაც საკურას ადიდებდნენ და შესაწირი მიქონდათ , მოგვიანებით შესაწირის მიტანის დროს დაიწყეს საკეს- იაპონური ბრინჯის არაყის სმა.
ტოკუგავას დინასტიის დროს საკურას ხეების დარგვა მთელ ქვეყანაში დაიწყეს, რათა ეს ტრადიცია გაევრცელებინათ და გაემყარებინათ. ფეოდალიზმის პერიოდში საკურა სამურაების სიმბოლოდ ითვლებოდა და ეს ყვავილი მათ თავსაბურავზეც იყო გამოსახული.
მეცხრამეტე საუკუნეში მეიცზის რეფორმების დროს საკურას ხეების მოჭრა დაიწყეს იმპერატორის ბრძანებით, იმიტომ რომ ეს ხე ფეოდალიზმის სიმბოლოდ იყო ქცეული, მაგრამ ტრადიცია გარკვეული პერიოდის მერე მაინც აღდგა და ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ დღესასწაულად იქცა იაპონელთათვის.





პ.ს. იაპონელები თვლიან, რომ არ შეიძლება იმ ადამიანს ენდო, ვინც ბუნების სილამაზეს ვერ აღიქვამს, რადგანაც მას ქვის გული აქვს.



ჭყლიპორტინული ფაქტები :

  • იაპონელებმა შექმნეს ხელოვნური საკურა Sakura Hi-Tech, რომლის ტოტებზეც ყვავილების მაგიერ დიოდები „ყვავის“, თეთრი, ვარდისფერი, ან იასამნისფერი. (თბილისშიც დგას ერთი-ორი)
  • ადრე საკურას გამოსახულება მეომრების და მოსწავლეების თავსაბურავებზე დაიტანებოდა, როგორც რანგის სიმბოლო. დღევანდელ დღეს გამოსახულია იაპონიის პოლიციის და შეიარაღებული ძალების გერბზე.
  • 1992 წლის 27 მარტს იაპონური საკურას თანასაზოგადოებამ“ ოფიციალურად დააარსა საკურას ყვავილობის დღესასწაული
  • მეორე მსოფლიო ომის დროს საკურას იაპონელთა პატრიოტიზმის და ნაციონალიზმის გასაღვივებლად იყენებდნენ. იაპონელი კამიკაძეები საკურას თვითმფრინავებზე ხატვდნენ გაფრენის წინ, ან თან მიწონდათ მისი ყვავილები. საკურა იხატებოდა ბომბდამშენებზე,როგორც ცხოვრების წარმავლობის სიმბოლო (ოღჩ). ივლებოდა პარალელი საკურას დაცვენილ ფურცლებდა და იმ ახალგაზრდების სიკვდილს შორიც, რომლებიც სამშობლოს ეწირებოდნენ, მთავრობა იმაშიც კი არწმუნებდა ხალხს, რომ დაღუპული მეომრების სულები საკურას ყვავილებშჳ რეინკარნირდებოდა.
  • იაპონურ კოლონიებში ირგვებოდა საკურას ხეები, იმის სიმბოლოდ რომ „ეს ტერიტორია უკვე იაპონიამ მონიშნა“ სწორედ ამიტომ, კორეაში, სეულში, საკურას ხეები მოჭრეს იაპონიისგან გათავისუფლების 50-ე წლისთავის აღსანიშნავად.
    ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პარკი, დიდი რაოდენობის ხეებით არის უენოს პარკი ტოკიოში.

ლეგენდა საკურაზე: იაპონელთა რწმენით, საკურას თითოეული ყვავილი ბავშვების ბედზე მოგვითხრობს. არსებობს ასეთი ლეგენდა : იმისათვის, რომ იმპერატორ თავადი ხოტის სისასტეში დაერწმუნებინა, სოფელ საკურას გაბედულმა მმართველმა მასთან შვილები მიიყვანა და იმპერატორს ანახა, როგორ ქონდათ ზურგები ცემისგან აჭრელებული. ხოტი დასაჯეს, მან ბოღმა ჩაიდო გულში, ჩუმად მოიტაცა საკურა შვილებთან ერთად, მიაბა ალუბალზე და ცემით სიკვდილის პირას მიიყვანა. მას შემდეგ იაპონიაში ალუბალი ვარდისფრად ყვავის, მისი ყვავილები უცოდველი ბავშვების სისხლითაა შეღებილი.





sakura Hi-Tech

p.s.რავი, მგონი ყველაფერი სწორად ვთარგმნე, თუ რამე უზუსტობაა, მომიკომენტეთ აგერ :მო:

3 comments:

Toma said...

აუუუუუუუუუ, მე ვიყიდე მაგარი სუნამო, ალუბლის ყვავილი სუნი აქვს :) რომ დაისხავ და თვალებს ადხუჭავ , წარმოსახვით საკურის ბაღში შეიძლება ღმოჩნდე :)ისეთი სუპერ მაგარია

Dv0rsky said...

კაი თარგმანია და კაი საქმე გაგიკეტებია.
და საიდან თარგმნე?

თუ ვიკიპედიიდან აიღე, ბარემ ქართულ ვიკიპედიაშიც დაამატე რა :)

პერწკლი said...

dvorski--ნაწილი ვიკიპედია, ნაწილი სხვადასხვა საიტებიდან, რავი, არ ღირს მგონი დასადებად , ემოციური ნაწერი უფროა ეს, ვიდრე სავიკიპედიო : )))