December 19, 2008

ნუ აი რატომ????????????




ნუ აი რატო მაინცადამაინც მე უნდა გამჩენოდა რამე პრობლემა ამდენ ბევრ მილიონში?
დავჯდები ახლა და ვიბღავლებ.
უფფფფფ
არა , რამეს მაინც შველოდეს ეს ბღავილი, რო ვტირი გამოწერილივით ხოლმე : )))))
ჯერ იმაზე ვტირი რო რაღაც ისე არაა როგორც მე მინდა რომ იყოს, მერე იმაზე რო სიტუაციას ვაფუჭებ სხვისთვის გაურკვეველი წარმოშობის ტირილებით, მერე იმაზე, რომ ის სხვა ცუდად იგრძნობს თავსდა რამე სულელურ მიზეზს მოიგონებს და დაიბრალებს ან რამე მასეთი, მერე იმაზე რომ ცოცხალი თავით ვერ ვიტყვი რა მატირებს სანამ არ გამივლის ტირილები, ან რომ ვუთხრა ცუდად იგრძნობს თავს და რო არ მინდა და ალბათ ეს მიზეზიც რომ სულელურია, მერე იმაზე ვტირი რომ ეს ტირილი ცოცხალი თავით არ გამდის და იფიქრებს ეს სულ როგორ უნდა ტიროდესო :თვითგვემ: , მერე გავჩერდები, მიზეზი გამახსენდება თავდაპირველი და იიიიისევ თავიდან მიკანკალებს ნიკაპი.
ამ ტირილებს შორის შუადაშუა მეცინება იმიტო რო ცდილობენ გააჩერონ ჩემს მიერ მოწყობილი მინი ნიაგარა და ეს კიდე უფრო ამძაფრებს ჩემი სინდისის ქენჯნას იმიტო რო ვერ ვჩერდები და განვაგრძობ ბღავილს.
და ყველაზე მეტად ის ტეხავს ადამიანი რო ცდილობს დადებითი გარემო შეგიქმნას და შენ კიდე მინი ნიაგარას უმართავ.

No comments: