ჩემთვის ჩემი თმის ფერი იმაზე ბევრად მეტია ხოლმე, ვიდრე უბრალოდ, ფერი, იმიტომ რომ ერთადერთია, რაც საკუთარ გარეგნობაში მომწონს.
ბოლო 2-3 წელია, ერთიდაიგივე საღებავის ერთიდაიგივე ნომრით, ერთიდაიგივე ფერად ვიღებავ და გავიჩემითმისფერე. (იხილეთ ზემოთ).
სამწუხაროდ, გარნიემ გადაწყვიტა, რომ მეყო ხალისობა და ამ ნომერს აღარ უშვებს. სად აღარ ვიყავი, ყველაზე მივარდნილი წერტილებიც კი მოვიარე და არსად არ აქვთ.
შეუღებავობა აღარ გამოდიოდა და მსგავსი ფერი მოვნახე ვითომ, შევიღებე და...
ეს საშინელებაა, კოშმარი, იდიოტიზმი, გაუგებარი, არც წითელი,არც ყავისფერი, იმ ტონზე უფრო მუქი, არაბზინვარე გაუგებრობაა სახელწოდებით "ამასარჯობდაშეუღებავსმევლოოოოო".
ლაბშჳ მამშვიდებენ ესეც გიხდებაო, მარა ალბათ იმიტომ რომ ისეთ ხასიათზე ვარ, ვინმე შემომაკვდება :(
ჩემი თმის ფერი მინდა : (((((((((((((((((
5 comments:
es nishania! yvelaferi kargad iqneba :)
აუ რა ცუდია :უსერ:
მაგრამ შეეჩვევი მაგას. ან სხვა საღებავს მიაგნებ :უსერ:
გარნიეს საღებავი რა ნომერი იყო?
1. ამას წინ, ლაბის კურიოზიო რომ ეწერა, სულ ვფიქრობდი, ნეტა ხალადეცი რა შუაშია მეთქი (ახალი წლის და ზედმეტი ქართულის გავლენა) :| ახლა მივხვდი, ლაბით რას გულისხმობ :|
2. ერთხელ სცადე ჭკვიან პარიკმახერთან შეღებვა, წესით კარგად შეგირჩევს. აგერ ჩემი თმის შესაღებად ორ სხვადასხვა ფერს ურევს ხოლმე, რომ მე რაც მინდა, ეს დაჯდეს. ასე რომ, გულს ნუ გააიტეხ )
maiko- რისი ნიშანი? :D
chaotic- garnier 7.1,და აღარ უშვებენ საერთოდო, ყველგან ასე მითხრეს :(
riddle- პარიკმახერთან ძვირი დაჯდება თვეშჳ ორჯერ, პლიუს ძალიან არ მიყვარს თმაზე ხელს სხვა რომ მკიდებს :( თუმცა თუ ვერ მივაგენი,სხვა გზა არ მრჩება : )))
თინი-შენს ენას თაფლი და შაქარი : )))
Post a Comment