იყო და არა იყო რა,იყო ერთი ადამიანი, რომელსაც რამე ცხოველი უნდოდა და ვერაფრით ვერ გადაეწყვიტა, ძაღლი თუ კატა. ამ არჩევანში სანამ იყო, გაიხედა და ფანჯრის რაფაზე ეს კატა შემოუსკუპდა, საშინლად მშიშარა და უნდო, უგაბურდღლულესი ბეწვებით. ადამიანმა გადაწყვიტა, სახლში შეეტყუებინა, შუა ოთახში საჭმლიანი ჯამი დაუდგა, ფანჯარა გააღო და თვითონ სამალავში ჩასაფრდა.
კატის შემოსვლა და ფანჯრის მიხურვა ერთი იყო... კედლებს ახლაც ატყვია შიშისგან გადარეული კატის კლანჭების კვალი.
საბოლოოდ შეთანხმებას მიაღწიეს და ზავი დადეს: კატას ფანჯრის რაფაზე ცხოვრების და ჭამის უფლება მიენიჭა, შინ აღარავინ შემოიტყუებდა, სანაცვლოდ კი სარდაფში დაიძინებდა და თაგუნიებს დაიჭერდა.
ნუ, ხანდახან ეს პირობა ირღვევა ხოლმე აბეზარი კატისმოყვარული სტუმრების გასაჩუმებლად და კატა დროებით შემოაქვთ ხოლმე სახლში.
ხოოდა, ერთ დღესაც ჩავიდა კატა თავის ლოგინში კიარადა სარდაფში დასაძინებლად და ძაღლი დახვდა თავისი ახალგაჩენილი ლეკვებით, ერთი ამათიცო შეკნავლა და გაურკვეველი მიმართულებით გაეშურა ლოგინის მოსაძებნად.
გაქცევის უნიჭო მცდელობა: ორ ფანჯარას შორის გაეკვეხა : )))
ხოოდა, ერთ დღესაც ჩავიდა კატა თავის ლოგინში კიარადა სარდაფში დასაძინებლად და ძაღლი დახვდა თავისი ახალგაჩენილი ლეკვებით, ერთი ამათიცო შეკნავლა და გაურკვეველი მიმართულებით გაეშურა ლოგინის მოსაძებნად.
კატის პატრონს ამასობაში წკავწკავის ხმა მოესმა, ჩავიდა სარდაფში და დედა-შვილები ფარდულში გადაიყვანა. თან ორი ცალიც გადაარჩინა დაღუპვას, ისეთ ადგილას იყვნენ შეგორებულები,დედა ვერ გამოიყვანდა და მოკვდებოდნენ.
ასე და ამგვარად, დღეს ადამიანი ძაღლების და კატის პატრონია, სარდაფში კი თაგვები ყავს (დროებით სანამ კატა ყველას შეახრამუნებდეს).
პ.ს. ვეფხვის წელში პირველი პოსტი რა ნამუსით არ დამეწერა კატაზე? :უსერ:
პ.პ.ს. ისე იყო გაბანგვლული, სქესი ვერ გამოვიცანი. : )))
5 comments:
ra sayvarlebiaaaaaaaa!
yvelas datovebas apireb da saxlshi ar gechxubebian ?:D
ჩემები არა,მეგობრისაა ; ))
და კატას და ერთ ლეკვს იტოვებს : )))
თაგვებიც რჩებიან : ))
ჩემო პერწკლუნია ფისუნია გილოცავ შობას–ახალ წელს......)))) :2kiss:
რა საყვარელი ფისოა.. ხომ იცი კატებზე ჭკუა მეკეტება, თან ოდრის რომ ყავს ზუსტად ისეთია.....)))) :love:
vaime ra sakvarlebi arian:)
kata ulamazesi da lekvi usakvarlesia.
რა კარგები არიაააააააააააააააააან :)
Post a Comment