January 28, 2009

Urquhart Castle, Scotland





















შოტლანდიაში, ლოხნესის ტბის ჩრდილოეთ სანაპიროზე დგას. ითვლება რომ ციხესიმაგრე დურვორდების (Durward) ოჯახმა ააშენა, რომელსაც 1200-იან წლებში ეკუთვნოდა ეს ტერიტორია.მას შემდეგ მრავალი ბრძოლა გამოიარა. ციხე ინგლისის შემადგენლობაში გადავიდა ედურად პირველის თავდასხმის შემდეგ, შემდეგ ისევ დაიბრუნეს და ისევ დაკარგეს შოტლანდიელებმა.. ეს ციხესიმაგრე მნიშვნელოვან როლს თამაშობდა შოტლანდიის თავისუფლებისათვის ბრძოლაში. მას შემდეგ, რაც მეფე არტური შოტლანდიის მეფე გახდა, ციხეც შოტლანდიის მფლობელობაში გადავიდა.

მე-15 მე-16-ე საუკუნეებში ციხეს ხშჳრად ესხმოდნენ თავს ისლანდიელი ლორდი მაკდონალდები.

დღეს ღიაა დამთვალიერებლებისათვის.

მთავარი ჭიშკარი ტბის საპირისპირო მხარესაა, ხოლო სათადარიგო, გაცილებით პატარა, ტბის მხარეს. ციხე წყლის დონესთან საკმაოდ ახლოსაა, სამაგიეროდ ხმელეთის მხარეს მშრალი თხრილია გათხრილი და მთავარი ჭიშკრიდან ასაწევი ხიდი ეშვება და თხრილის შიგნით საკმარისი სივრცე რჩება მტრის მოსაგერიებლად.

შემორჩენილი ნაგებობები ძირითადად ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილშია, რომელის ცაკმაოდ ახლოა ზღვის დონესთან. ჩრდილოეთი მხარე შემოსაზღვრულია მთავარი, ხუთსართულიანი კოშკით და გალავანით.სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი მე-18 საუკუნეში, შტორმის დროს დაინგრა,თუმცა შემორჩენილ ნაგებობებში შესვლა ხვეული კიბით შეიძლება რომელიც ციხის ერთ-ერთ კუთხეშია ჩაშენებული.

ციხის მაღალი სართულებიც დანგრეულია და ნანგრევებში კარგად ჩანს კონსტრუქციის დამჭერი ხის კოჭები. შემორჩენილია სამზარეულო, სხვადასხვა საკუჭნაო ნაგებობები, სამლოცველო, უმეტესწილად დაზიანებული.
სამხრეთით, პატარა გორაკზე, ასე 5 მეტრის სიმაღლის, კიდევ იყო ნაგებობები რომელიც ახლა მიწასთანაა გასწორებული.

პ.ს. კი, ვიცი, საშინელი თარგმანია, უბრალოდ ჩემთვის მინდოდა შემომენახა ინფო და ერთი გადარბენით იმასვქენი, ასერომ ძალიანაც ნუ დააკვირდებით ხარისხს.

1 comment:

Jenny said...

კარაველებთან ერთად იყავი?




:P