რაღაც მომეხასიათა დღიური ამბები უნდა დავწერო რა ვჭამე და გავაკეთე, ტაკ შტო, შეგიძლიათ მშვიდი სინდისით გამოტოვოთ, საინტერესო არც არაფერი ეწერება. არც ისე წერია ხოლმე, მაგრამ ახლა მითუმეტეს.
ხოდა დილას 8-ზე გავიღვიძე, ხო, სიახლეა ჩემს ცხოვრებაში, ვცდილობ რეჟიმში ჩავჯდე. ჯერ იყო და ერთ დღეს რომ გავიღვიძე,მივხვდი, სულაც აღარ მინდოდა სიგარეტი, აი,,ჰოპ და აღარ მინდოდა, მერე მე და კიდევ ერთმა მხარდამჭერმა დიეტის ახალი სახეობა მივიფქრეთ, ვჭამოთ ყველაფერი,ოღონდ დღეში სამჯერ, არანაირი შუალედური სუსნები და შვიდის მერე კაპუტ. შედეგი სახეზეა, დავიკელი, მერე წონა დასტაბილურდა და არც ზემოთ- არც ქვემოთ, ნუ ზატო ჩემი ფიგურა ადამიანისას დაემსგავსა: )))
ახლა ახალი რამ, დილას ადრე ადგომა მოვიფიქრეთ და გუშინდლიდან 8-9-ზე ვიღვიძებ. მიჭირს ის სიტყვა არაა, ვკვტები : )) მარა მივეჩვევი, სად წავალ.
ოდა დღეს დილას გამეღვიძა პატიოსნად 8-ზე, ნახევარი საათი ლოგინში ვიდე, ციოდა ბნელოდა და ტანშიც მტეხდა, მერე უნის ლექტორს დავურეკე, ცდაზე მინდოდა ავსულიყავი და ისაო, ორივე ნომერი გამორთულიაო.. დაკავშირების ცდები 11-მდე გავაგრძელე, მერე როდემდე თქო და ლაბსა შინა წავედი. მისული არ ვიყავი, ამის მიცემა დაგვიწყნიაო.( ანუ ეს ნიშნავს რომ დამერხა, იმიტო რო პაციენტი მეორედ უნდა მოიყვანო: ))) ) თვალები კეფაზე ამივიდა, მეთქი დამავიწყდა რა, აგერ მიწერია ცხვირწინ, დებილი ვარ? და ის-ის იყო დავიჯერე რომ დებილი ვარ, თავიხელში ავიყვანე, თარიღს დავხედე, გავარკვიე რომ პარასკევი იყო და გავიხსენე რომ თავისი ხელით აიღო ის შრატები ვისაც უნდა გაეკეთებინა. რა წესია, უფ!
ხო ნუ კიდევ ახალი პრაქტიკანტია ჩემს გარდა, თუ შტატში ზის, ნე ზნაუ, არ მიკითხავს. ჩემი ნათესავია, მიუხედავად იმისა რომ ამ გოგოსთან შეხების წერტილები მინიმალური მქონდა ხოლმე იმიტომ რომ ჩემი ტიპაჟი არაა, ვეცადე გამეიოლებინა ადაპტაცია და რარაცეები ამეხსნა და ისა, რამდენად გამომივიდა, არ ვიცი მარა მე ხოვეცადე, სინდისი სუფთაა. თან კომპის აშკარად არაა აზრზე არადა ძაან საჭიროა და იმისათვის რომ დილაობით არავის მოუწიოს გაცდენა საჭირო იქნება და იმ კვირასი რომ მივალ თუ მანამდე არ ისწავლა მე იამსვუზამ გულმოდგინედ.
საღამოს წამოვედი და მეთქი პარასკევი-ორშაბათი-სავარაუდოდ სამშაბათი გამოცდები, მე არ მოვალ თქო და ანდერძად გასაკეთებელი რაღაცეები დავუტოვე. ძალიან ცუდიო. ეემ, არაფერიც, ძალიანაც კაი, დავისვენებ ცოტა. ამ იდეით მოხალისებულმა ისსსსე სწრაფად ვიმუშავე, ქარბორბალასავით, თან რა კაი პონტია მარტო რო ვარ, ყველაფერი გაცილებით იოლი, მარტივი და სწრაფადგაკეთებად-მოგვარებადი ხდება, მარა რატო, ეგ ჯერ ვერ გავიგე, ვერ ამოვხსენი ფენომენი : ))) თუმცა რამდენიმე თვეში ალბათ საერთოდ აღარ ვიქნები მანდ ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო და მექნება მიზეზი phd-ზე ვიფიქრო : )))) ან არ ვიცი, დავამთავრო ეს და მერე გავარკვევ, თუმცა ბზზზზზ
აუ დღეს განმეორებით ანალიზზე მოიყვანეს 4-5 წლის ბავშვი, წინა აღებაზე ხელზე მიკბინა რომ ვუღებდით, წიხლები გვიქნია, გვაგინა, მთელი ოფისი შეაზანზარა იმხელა ხმაზე კიოდა, ოდა ამ ჯერზე მხოლოდ მამა მოყვა და რა უთხრა არ ვიცი, მაგრამ ვენიდან ისე აგვაღებინა ხმა არ გაუღია არ გატოკებულა, გამიკვირდა ის სიტყვა არაა : )))) როგორც წესი თითიდან ვუღებთ ხოლმე დიდი გაჭირვებით და ტირილ-ბღავილებით : )))
ჰხომ, ბიძაშვილთან უნდა გავსულიყავი მარა გადავიფიქრე, დამეზარა, თან ხვალ გამოცდაა, მთელი კვირაა ვცდილობ ლექტორს დავურეკო და გათიშულია ნომერი, საკითხები არ მოუცია კონკრეტული და მასალა კიდე ისა, ბევრია.... ხოდა ჯერ არც დამიწყია ტან და ამაღამ ალბათ გავათენებ : )))
ხვალ ინგლისურიც მაქვს და დაბალი ქულა თჲ დამიწერა იმასვუზამ...
წავედი ყავას დავლევ და შევუდგები მარტვილობას.
უი, ის უნდა დამეწერა, ამასწინათ ერთ-ერთი კარნავალის ფოტოების თვალიერებისას, აივერსონის კოსტუმი გამახსენდა, ორიგინალური დათავისი გფაკჯეთებული, იქ უმრავლესობას ყოველგვარ ფანტაზიას მოკლებული ფოე-ფოე კაბები ეცვა ლუდოვიკოს სტილში და კიდევ უფრო დავაფასე ის მწუანე კოსტუმჩიკი.
1 comment:
ჰაჰა ლოოლ :)
Post a Comment