ესეიგი რა ხდება, 7-ის მერე არ ვჭამ ალბათ ორი კვირაა, ან მეტი, არ მახსოვს ზუსტად. 7-მდე ვჭამ რამდენიც მინდა, როგორიც მინდა, ოღონდ 2 ან სამჯერ და 7-ის მერე კატეგორიულად არა, თუმცა ჩემმა ექიმმა ნაცნობმა გამომიცხადა რომ შიმშილი არ შეიძლება და თუ მომშივა ვაშლი მაინც უნდა ვჭამო და მოვიმარაგე აგერ მიდევს მარა შეჭმა მეზარება, ცივა :(
პლიუსები
- შედეგი სახეზეა, ღიპი აღარ მადევს, შარვალი თავისუფლად მეკვრება, რაღაც უფრო თავისუფლად დავდივარ და მგონია რომ ტანსაცმელი მიხდება. მაკიაჟის გაკეთების სურვილიც კი გამიჩნდა.
- ნოყიერი საჭმელი მინდება. გუშინ ერთი სული მქონდა როდის მოვიდოდი სახლში და ახალგაზრდაღორის ქონიან ხორცთან ერთად შევიწვავდი კარტოფილს და მერე თეთრ,გუშინდელ ლავაშთან ერთად შევჭამდი.
- საჭმელი გაცილებით უფრო გემრიელი გახდა, ალბათ იმის ბრალია რომ გამუდმებით აღარ ვისუსნები და როცა ვჭამ, ე.ი. მშია და თან გულდასმით ვარჩევ რა მიყვარს რომ ვჭამო, ტყუილა არ "ვაცდენ" ამ მომენტს.
- ფული მეზოგება, ვინაიდან აღარ ვყიდულობ ჩიპსებს, შოკოლადებს, პეჩენიებს და მსგავს ნიამუ-ებს, იოგურტებს და მიდის ჩემს ყულაბაში. დღიურად დიდი არაფერია მაგრამ იქნებ მოგროვდეს რამე წლის ბოლომდე :D
მინუსები
- არც არაფერი. გარდა იმ შემთხვევისა როცა სტუმრად ხარ და ძალიან გემრიელ რამეს გთავაზობენ და უარი უნდა თქვა
- დასაწყისში მსუნაგი მელიასავით ვუვლიდი გემრიელობებს, ახლა უკვე აღარც მინდება მიანცადამაინც ღამე სუსნი.
5 comments:
^^ პოზიტიური პოსტია. მითუმეტეს ჩემთვის ახლა :გივი: მესამე დღეა დიეტაზე ვარ.. ^^
ვერაფერით ვერ დავსვი დედიკო დიეტაზე :( ნეტა ეს პოსტი, რომ წავაკითხო? :ს
nebismier dietas magari emocia moaqvs tu zalit ki ara gaazrebulad aketeb!!
ჩემი დიეტის მაქსიმალური ვადა ნახევარი დღეა )))
ვერაფერს ვუხერხებ საკუთარ ტავს :)
heii perwkli rogor xar :P ar vici gaxsovar tu ara, sharshan acid barshi rom viyavit me,shen, moreira,hermiona,ginny da sandro ^^ harry potteris pontshi. shemtxvevit gnaxe forum.ge-ze cegan da xelmowerashi bunbunlandia rom gewera vifiqre es is xom ar aris rac me mgonia metqi da zustad is agmochnda :D es bulgareli bavshvebi magrad mevasebian :P da simgerac ukve erti celi da erti tvea.
xooda ratomgac chemi aqqountit ar mishvebs axla, ise es aris ninaofstardoll.blogspot.com magram titqmis araferi ar miweria ^^ gamixarda sheni naxva
Post a Comment