September 18, 2008

....



სხეულში ისე ვარ ჩაჭედილი,
როგორც ნაჭუჭში კაკლის ლებანი, ეკალში
- ზღარბი და კუ — ბაკანში...
ძრწიან ვნებანი და ბორგავს სული,
ვით პატიმარი ვიწრო საკანში.
ისე მარტივად ჩამსვეს სხეულში,
როგორც ჩარჩოში ჩასვა სურათი.
გემი რომ ვიყო, ყოფიერების მიჯნას
ზღვასავით გადავცურავდი.
ფერფლი რომ ვიყო, ქარს გავყვებოდი.
კვამლი რომ ვიყო, ჭავლს ავყვებოდი
წვიმა რომ ვიყო, დავიღვრებოდი და თქაფათქუფით დავიღლებოდი
და ვიქნებოდი სრულიად არსად!
ყველგან და არსად, ყველგან და არსად!..
მაგრამ... ქალი ვარ — ადამის ნეკნი
და სუნთქვა მეკვრის,
აკრძალულ ნაყოფს ვიდრე ვიგემებ,
ცოდვით დაცემის პირველი დღიდან მოაქამომდე ბევრი ვიგვემე...
ევა — ეს მე ვარ!
მისატყუარი, სამოთხის ბაღში
ვდგავარ შიშველი...
არ თქვა უარი! ვაი, რომ მერე
მისტერიებით ვეღარ გიშველი..
მხრებზე მაყრია წარსულის ჟანგი,
ჟანგმა თოფი და
მიწამ ჟანგი შემიჭამა უკვე სრულიად,
ამაყი პრინცი — სანდო და კარგი,
ახლა იმ ზღაპრის
დასასრულია ტყის პრინცესას თავშესაფარში,
ურომლისოდაც არ იქნებოდა,
ვერ ერქმეოდა ალბათ

ზღაპარი...

3 comments:

მარი said...

wow

ntvare said...

შენ ლექსებსაც წერ?

პერწკლი said...

ntvare-იშვიათად ვბოდიალობ რაღაცეეწბს, მაგრამ ეს არააჩემი , ჯასთ ავტორი დამავიწყდა ვინ არიs :(