August 21, 2008

the most erotic poem I`ve ever read

მე რომ ცოლი ვიყო,
ქმარს ჩემსას . . .
ეჭვები ჩრჩილად გადააქცევდნენ,
როცა ყველა ქარით, ყველა წვიმით,
და ყველა ნისლით
ძუძუსთავებს დავისველებდი.

მე რომ ცოლი ვიყო, ქმარს ჩემსას . . .
მისივე ბაღის ყოველ ტოტთან დუელი ელოდა,
და გაკვირტების ყოველ ჯერზე
ბროწეულის მარცვლებივით დაკერკლილი,
უსისხლო და ღია ჭრილობა,
ჩემი ბრჭყალით ისევ უნდა ჩამოეკორტნა.

მე რომ ცოლი ვიყო
ქმარს ჩემსას . . .
ყოველ დილით,
ჭინკასავით თმა-ფრჩხილ დაჭრილი,
და ძაფებით განასკვული
უნდა ვყოლოდი,
რომ ტყისაკენ გაქცეული მზერა,
თვინიერად მისკენ მიმეპყრო.

მე რომ ცოლი ვიყო,
ქმარს ჩემსას . . .
სხვისი შვილები ეყოლებოდა,
მზე თვალებში ჩახედავდა,
და ეტყოდა _
რატომ აქვთ ჩვენს ტყუპებს
ჟღალი თმა და ალვის ტანი.

მე რომ ცოლი ვიყო
ქმარს ჩემსას . . .
დაუცხრომელი ვნება ჩემი
ჯერც თბილ სარეცელს შეატოვებდა.
და ქმარი იგი . . .
სისხამ დილით,
ბალახების სუსხიან ნამში,
ცხელი სხეულის ოხშივარის პირისპირ მდგარი,
მდუმარე და ხელ-ფეხ შეკრული,
თავს ვერაფრით ინუგეშებდა

მაგრამ, მე არ ვარ ცოლი,
მე ვარ ქალი,
(შესაძლოა, ვიყო პოეტიც),
ხელს რომელი ამაღებინებთ
თეთრი ბაღების ყოველ რტოსთან ღია ტრფიალზე?!
ან ქარებს, ნისლებს, წვიმის წვეთებს
ძუძუსთავებს რად დავუმალავ?!
ბალახების სუსხიან ნამში,
თუ ცხელ სხეულს ოხშივარად არ გადავაქცევ,
თუ მზის თესლით არ ავივსებ ჩემს მდედრულ საშოს,
მაშინ არც შენ შეგიყვარდები . . .

მე რომ ცოლი ვიყო,
ქმარს ჩემსას . . .
ავუხელდი დაგმანულ თვალებს
და ჩემი ვნების სარეცელზე მარადუძილოს,
ჩემივე მდედრულ არომატით გაბრუებული,
სამუდამოდ მივატოვებდი,
რომ გზა, შენსკენ მომავალი აღმომეჩინა . . .

მაგრამ, მე არ ვარ ცოლი,
მე ვარ ქალი,
(შესაძლოა, ვიყო პოეტიც),
შენ კი, ხარ ქარი, უბე-კალთა რომ გავუხსენი,
და გზა, მავალი შენსკენ ახლა ისე ძველია,
ისე ცხელიც, როგორც ღამის აღმოსავლეთი,
როგორც დილის მექა-მედინა,
შენს საწოლშიც ბევრჯერ მეძინა,
ქმარს და დუშმანს როცა ეღვიძა. . .

მაგრამ, მე არ ვარ ცოლი,
მე ვარ ქალი
ტყეების სატრფოს, უდაბნოს მეძავს
ქარები მხედნის, ქარები მწყემსავს . . .
მე რომ ცოლი ვიყო,
ქმარს ჩემსას . . .
ქმარს ჩემსას . . .
/xaTuna tavdgiriZe/

რაღაც ძალიან მომეწონა ეს ლექსი

3 comments:

Dv0rsky said...

მე რაღაც მაგრად არ მომეწონა.

Sweet said...

wow!!! ძაან მაგარი ლექსია!!!


მე რომ ცოლი ვიყო ამ ლექსს ქმარს ჩემსას წავაკიტხებდი..

აა უი.. ცოლი ვარ ხო?

nati kuda said...

(18)
:))))
ცენზურა