August 21, 2008

ფიქრფიქრ

არეულია ქვეყანა და არეული ვარ მეც, ისეთი არეული რომ ენა ვერ აღწერს. ვფიქრობ ვფიქრობ, სულ ვფიქრობ, ცოტა ხანში გამიკდება თავი ორად ან მეტად. არავინ იცის მოვლენები როგორ განვითარდება და რა იქნება... ისევ დაიწყება ალბათ ომი, და თუ აქამდეც მოვიდა, მაშინ იოიოიოი.
არ ვუყურებ ტელევიზორს, არ ვუსმენ რადიოს, არ ვუგდებ ყურს მეზობლებს, არ ვაძლევ ახლობლებს ამ თემაზე ლაპარაკის საშუალებას ,მაგრამ სამაგიეროდ სამსახურში მყოფნის, ისე ლაპარაკობენ, დეპრესია მეწყება ყოველდილა, ბლინ. რომ დავუჯერო, საბოლოოდ დაგვიპყრობს რუსეთი, ეს არსაიდან გამსვლელი არ არის და ზოგადად ქაქში ვართ... (ეს უკვე მე დავამატე) ყველა დღე მიდის სტრატეგიების განხილვები, დღეს მოლოტოვის კოკტეილის რეცეპტიც ვისწავლე. და მკიდევ ის თუ როგორ "მუშაობს" კასეტური ბომბი და რანაირად უნდა გააჩერო დაძრული ტანკი, ოღონდ ძველი გამოშვების.
ხოდა ასეთ ატმოსფეროში როგორ გინდა არ იფიქრო იმაზე , რა იქნება რამდენიმე წლის მერე.
როდის დადგება ის დრო, როცა მობილურის ზარზე შფოთ აღარ შემომიტევს, ვინმეს რამე უჭირს თქო. ან ეს ლტოლვილები როდის წავლენ, ან თუ წავლენ კი, საერთოდ... ბავშვებმა სადღა უნდა ისწავლონ? ანდა, ამდენი ჰუმანიტარული დახმარება, ამდენი რამე გაზიდა ხალხმა და ამათ კიდე უჭირთ? თუ როგორც ადრე ზოგიერთების ჯიბეში მიდიოდა, ახლაც ასე "ეხმარებიან" ? :უსერ: მინდა დროზე დაბრუნდნენ აქედან . იმათ კი ჩემზე მეტად უნდათ, მარა რო უნდათ რა ხეირი...
დაკიდევ
ბევრი შეკითხვები მაქვს, მაგრამ ასეთი მიდგომებით არ გამომივა არაფერი და ცალკე მაგაზე ვფიქრობ და ვფიქრობ.
ხოდა კიდევ გუშინ სახე დაუსკანერებიათ, ჩურჩუტები.......

No comments: