July 31, 2008

search-ის ფენომენი ფორუმზე

კიარადა
სრულიად საკმარისია ადამიანის ნიკი გაიგო, მერე მოსერჩო, არ დაგეზაროს და მის პოსტებს გადახედო, და მაშინვე გასაგები ხდება მისი ცხოვრების ისეთი დეტალები როგორიცაა ის, რომ მას აქვს ცელულიტი, ფეხებზე ეპილაციას იკეთებს, აქვს ჭაღარა, თვლის რომ ერთ-ერთი ყველაზე ბანძი ფირმა ძალიან მაგარია და აქვს ნუ, ესადაეს პროფესია და ინტერესები,.
ადვილია გაიგო რანაირი იუმორის გრძნობა აქვს ან აქვს თუ არა საერთოდ, დააკვირდე ლაპარაკის სტილს და ასე შემდეგ......... სად წერს, როგორ წერს და ინტელექტის რა "ბაგაჟი" აქვს.....
ამასთან
თუ შენ მას იცნობ ყველაზე საუკეთესო საშუალებაა, გაიგო ვინაა და თავს ვინად ასაღებს (რა შტერული ფრაზაა )...
ეს პოსტი იმან შთამაგონა, რომ ამასწინათ აღმოვაჩინე ერთი ფორუმელი, მოვსერჩე წეღან და გამიკვირდა რაღაცეები...
ერთხელ, ადამიანის მთელი სნობიზმი ერთ სიტყვაში იყო ჩატეული, რეალურად კი თავს ძალიან თავმდაბალ ადამიანად ასაღებდა... დარწმუნებული ვარ,ახლაც მეორე ხარისხის ადამიანი ვარ მისთვის ერთადერთი მიზეზის, გამო ,მე თბილისელი არ ვარ'
მომენტ, მკიდია , იმიტომ რომ მე ამ ადამიანთან სავალდებულოს გარდა არანაირი შეხება არ მექნება არასოდეს.
ერთხელ ისეთ "საინტერესო" რაღაც მოვსერჩე, დისკუსია, ადამიანზე ყველანაირი წარმოდგენა დამეკარგა, ეს იყო ადამიანი თავმოყვარეობის გარეშე.......
ნუ მე ალბათ ვაზვიადებ, მაგრამ ასე მგონია....

დაკიდევ
ფორუმმა გამიარა :ბის:

3 comments:

OTO said...

H A T E forums [лютой ненавистью]

: ]

Jenny said...

eem ravi mgoni mtlad sando wyaro araa ici?

Nუ პირველ რიგში ვირტუალური პიროვნება და რეალური პიროვნება განსხვავდება ხოლმე ხანდახან ერთმანეთისგან და არ ნიშნავს რომ ვირტუალურად როგორიცაა ეგეთია სინამდვილეში და ინიღბება.

ანუ მაგ. რო ბლატაობენ და რაღაც და მერე რო გაიცნობ და ბულკები რო არიან..

და კიდე ის რო ადამიანს ხშირად ეცვლება აზრი და კიდე პოსტები ხასიათზეც ხო არის დამოკიდებული..
რავი ჩემი ძველი თემები, თუნდაც რამდენიმე თვის წინანდელი რომ ამოუყრიათ ძალიან შემრცხვენია, იმიტომ რომ დღეს სულ სხვანაირად ვფიქორბ და კიდე სულ სხვანაირად ჩამოვაყალიბებდი სათქმელს.

ხოდა მოკლედ რუჩკებს კი არადა ფორუმს არ ენდოთ :D

nati kuda said...

ფორუმზე ძალიან ბევრი ისეთია, როგორიც უნდა რომ იყოს, არადა..

მქონია შემთხვევა, ფორუმით მძულდა და რეალში მომწონებია და პირიქითაც.. ასე, რომ, ჯენის არ იყოს, ფორუმი მთლად სანდო ვერაა : )