July 30, 2008

ვცოფდებიიიი


ვცოფდები კიარადა გავცოფდი და იმედი გამიცრუვდა......
ჩემი შინაურული პახოდი გადაქცეულა 900 კაცის თავშესაფრად
ძალიან მეწყინა და მეტკინა
თან ისე მითხრა, უარი ვერ ვუთხარიო
არ ვიცი, არ ვიცი
რა უფლება აქვს ადამიანს, სხვის მიერ ჩაფიქრებული საქმე აიღოს და ბალაგანად გახადოს?წიპა კომფორტულად უნდა მგზავრობა და არ ეკადრება პაპუტჩიკის გაყოლა? თუ რა უბედურებაა ვერ ვხვდები აბსოლუტურად უცხო ხალხის შემოტენვა უკვე აწყობილ-დალაგებულ-დაბალანსებულ ამბავში
ალბათ მე ვჭედავ მაგრამ უკიდურესად გაცოფებული ვარ და რო კითხო, მართალია...
და ყველაზე მაგარი მაინც ის იყო, რომ როცა მე ჩუმად ვიყავი და სუსიც არ გამიღია, იმიტომ რომ როცა ჩემი ორგანიზებული არაა, მე არ მაქვს უფლება ვინმეს რამე ვუთხრა, თუ წინასწარ არაა შეთანხმებული, იჩითება უცებ 20 კაცის "ვაისაჭიროება"

ღმერთო მომეცი ძალა რომ არ დავიგრუზო და მაინც "ვიშინაურო"
ვინმემ ამიხსენით როგორ შეიძლება მოგწონდეს 900 კაცთან ერტად ბუნებაში ხეტიალი?
სულ რამდენიმე კაცი და კოცონი......
მინდა ასეთი ძალიან ახლო მეგობრები
აი რომ შევუძახო, ჰეი, აბა აიყარენით წავედით თქო
და რომ მოკიდებენ ხელს რუგზაკებს
და წავალთ ქვეყნიერების კიდეზე დაუზარელად, მხნედ და სადაც დაგვაღამდება იქ დავცემთ კარავს...
არადა ყველაზე ახლო მეგობრებიდან რომელიმეს კარავი რომ უხსენო ქექვები ეწყებათ და ვერ წარმოუდგენიათ 15 კილოიანი ჩანთით მთელი დღე სიარულის მერე რომ კარავში დაიძინებ როგორ უნდა იყო ბედნიერი და ვერასოდეს ვერ გაიგებენ რომ ყველზეყველაზე ბედნიერი მაშინ ვარ როცა დაღლილი სადმე დავჯდები და ირგვლივ სიჩუმეა და მთები, თუნდაც პატარა , მარგამ მაინც.....
სერიოზულად სასიარულოდ სუსტი ვარ, სამწუხაროდ.......
მაგრამ ბევრს ვივლი, და მაგასაც შევძლებ
მეც ავალ მყინვარზე!!!!!!

პ.ს. ამ ზაფხულს ბიცოლას წამოცდა, მამამისს როგორ გავს, იმასაც ოღონდ სადმე წასასვლელი გაეგოო.. ისეთი კილოთი...
გამიტყდა

4 comments:

sabaha said...
This comment has been removed by the author.
პერწკლი said...

წივწივამ თქვა არ დაწეროო და საგულდაგულოდ დავშიფრე მაგრამ ვერ დამიშიფრია კარგად :)

Sweet said...

:(

Jenny said...

ეეჰ ცოდოა წივწივა უარს ვერ ეუბნება ხოლმე ვერავის და აეკიდება ხოლმე 22391 კაცი :/