July 28, 2008

ფიტარეთი, ანუ ვაიმე,ფეხები

გუდარეხისკენ.....
ვბრუნდებით უკან...

დღის გმირები, ბასა და ჩიტუციო, ყველაზე დაუზარელი, მაძიებელი და არამოწუწუნე ოპტიმისტები....
თუმცა მანამდე იყო უშედეგო ბოდიალი დღის 12 საათზე, როცა მზე ყველაზე ცხელია, ასეთ ადგილებში, გუდარეხის საძებნელად. დაახლოებით 9კმ... ძალიან მოვახერხეთ და გზიდან კოშკი ვერ დავინახეთ, შედეგად კი კოშკს დავურტყით თურმე წრე : )))))


თან.... მივდიოდით,მივდიოდით,მივდიოდით, მივდიოდით და აღარ თავდებოდა გზა,არც კოშკი ჩანდა, ამ დროისთვის ალბათ 5 კმ გვქონდა გავლილი ან 4... მერე ვიღაც სულიერი დავინახეთ, და, ისაო,ჩვენ რომ ვიდექით მაღლა - სადაც ელ.ბოძები მიდოდა - ის გზა თურმე მიდიოდა სოფელ გუდარეხამდე- მანამე 4 კმ - იყო. მერე სოფელ გუდარეხიდან კიდევ 3 კმ უნდა გვევლო ნაქალაქარამდე - სადაც ეკლესიები და კომპლექსი იყო- სულ 7-8- კმ კიდევ!!!!
ამ დროს ბასამ შეჰკივლა, სასწრაფო წესით უკანო, ჩვენ კი ვიდექით და სიცილით ვკვდებოდით.... სიმწრის სიცილით





აქ ჩემს ცხოვრებაში ყველაზეყველაზე დაღლილი და გაწამებული, პახოდუ დამწვარი ვარ,ისე რომ მთელი სახე მეწვის და სპეციალური ანტი მზე ანტიდამწვრობა კრემიც არ მშველის და ბასას ვუყურებ ,რომელიც აცხადებს რომ ტყუილა ვიარეთ და ჰერი-ჰერი მაშუტკისკენ....


აღმართი კიდევ უფრო რთული იყო, განსაკუთრებით ის მინდორი, უხეო...მაგრამ ძალებს გზაძლევდა ის,რომ მარშუტკა გველოდებოდა მდინარესთან და მისი ეშხით სკუპ-სკუპით ავიარეთ ლამის.....
მმმმმმმ
მდინარე იყო ისსსსსსსეთი მაგარი..... იმ სიცხის მერე რომ მიხვალ, გაიხდი,ქვაზე ჩამოჯდები, ფეხებს წყალში ჩააწყობ, რომელიც ყინულივით ცივია, მდინარის წყალს დალევ ბოთლით,თავზე დაისხამ და გრძნოგ ორგანიზმი როგორ გიხდის მადლობას....

ა, აგერ ჩანს გზიდან გუდარეხის ციხე , უკანა გზაზე გადავიღეთ...
მერე ბოლნისში გავიარეთ, საჭმლის მარაგი შევივსეთ...... და მდ.ხრამისკენ დავიძარით... გზაში ცხელოდა... ისე,რომ სიცხისგან მციოდა, ანუ, ძალიან მაღალ ტემპერატურაზე სიცივის რეცეპტორები აქტივდებათუ რაღაც ესეთი და გცივა.... თან გაოფლილი, ვერ ვინძრევი, მეძინება,.... მოკლედ, ჯოჯოხეთში მაზე მეტი სიცხე შანსი არაა, არ იქნება...
ხრამამდე ძალიან ცუდი გზა ჩადიოდა, კი გვაპროწიალა მარშუტკამ შეშინებული ხალხის წივილ-კივილის თანხლებით, მაგრამ ბოლომდე მე ვერაო და დავიძარით ფეხით
მდინარე ხრამი, ჩვენი მშველელი,გადამრჩენელი, სიცოცხლის წყარო და უკვდავების ელექსირი :ლავ
:
აი ემ გმირი :უსერ:


თავიდან ალექსას ჩამოვეპროწიალე,წიპა მეშინოდა, მაგრამ მერე მარტო გამოვედი... რრრრა მაგარი იყო იმ დასიცხულზე წყალში შესვლა..... მაგრამ შუაში ისეთი დინება იყო რომ წამიღო და მგონი ელემ მომკიდა ხელი და მომქაჩა :))))
სველი,გაგრილებული და ადამიანსახედაბრუნებული მე...
ვთვლი რომ მდ ხრამზე მეორედ თუ არა, მერომელიRაცედ უეჭველი დავიბადე....
გზა ფიტარეთისკენ..
ეს კოშკიხა გზაზეა....


.
ა,კიდო,გზა


დაბოლოს
აღმართებზე, ტყეში ,და პრინციპში,სიგრილეში სიარულის მერე, გამოჩნდა ფიტარეთი...



ლამაზია, მგონი,ხო?



ოღონდ რას გვერჩოდნენ ეს წინაპრები, კოშკებს და ტაძრებს რომ აგებდნენ ამ სიმაღლეებზე, ა? აქ მტერი კიარა, მოყვარეები ძლივს ამოვედით.

თუმცა ისე ყოჩაღად ვიარეთ ,1 საათში 5 კმ გავირბინეთსავით :)))

მზის ჩასვლასაც დავესწარით
უკან ,მდინaრეზე, ღამე გადმოვედით
ეს იყო ადრენალინის ჩანჩქერები პირადად ჩემთვის, ჩემი 50 კილო ისე მიქონდა მდინარეს,როგორც არაფერი და მთელი ძალით ვცდილობდი ფეხზე დადგომას, თან მე ბივრილი და ალექსა დავიძარით, უცებ, შუაგზაში, ბივრილი აყვირდა ვაიმე მივყევარ, ვიხრჩობიო,გავუშვი ამათ ხელი,და კიდევ კარგი იქვე ვიღაცეები გადიოდნენ, ვტაცე იმათ ხელი და ვდგავართ და ველით როგორ ჩაივლის ოპერაცია სახელწოდებით "გადავარჩინოთ ბივრილი", ჩანთა მომაწოდეს და კილოგრამები გამეზარდა და არარ მივქონდი მდინარეს...:ჩუპს:

ოპერაცია სახელწოდებით "გადავარჩინოთ ბივრილი"

მერე იყო ტყეში ღამე სიარული ჯგუფ-ჯგუფად, ფანრებით, გადაძახილები აუუ ცოცხლები ხართ მანდ?

მერე ბიძია პატრული მოგვეშველა, უკან მოსიარულეები ნივით ამოიყვანეს....



ხოდა

ესე იყო რა.........

ჩემი კვირის 25 კმ, დაღლილობა,სიცხე, მეორედ დაბადება მდინარეში, ულამაზესი ფიტარეთი....

8 comments:

Jenny said...

wow პერწკლი...

ყოჩაღ!!!!
დიდი დიდი დიდი ყოჩაღ!!!!

თან რაღაც ძაან საკაიფოდ გეწერა გგგ :)))

და ის სურათი გამწარებული რო ხარ ძაან მაგარია ჰჰეჰეჰეჰეჰეჰჰეჰეჰეჰეჰე

რაღა ეს წამეკითხა და რაღა ინდიანა ჯონსისთვის მეყურებინა! u rock!!! :jump:

ყველაზე მაგარი ის არის რომ მეორე დღეს "კაკ ნივჩომ ნე ბივალა" შრომისუნარიანი და ყოჩაღი ხარ ისევ ;) :up: kruta!!

პერწკლი said...

:გავწითლდი: :))))))

nati kuda said...

პერწკლ, ბოლო სურათზე მარცხენა კუთხეში ნანაა??

პ.ს. დღეს თორნიკესთან ერთად მეც ვიკურიერე :)) თან არც თუ ისე შედეგიანად, 2 ფირმას ვერ მივაგენით :))

პერწკლი said...

ხო,ნანაა :)))
ისა, მე სანამ გავალ მანამდე ყველას ვურეკავ და ვახსნევინებ სად მივიდე და როგორ და რანარირად და ლამის პირობა ჩამოვართვა რომ პატიოსნად დამელოდებიან და არსად წავლენ : )))))
გადაგერეკათ მაიკოსთან :უსერ:

Anonymous said...

6 MYA, characteristics that the average recovery of
low nerve pain is one of the bone cysts are relatively rare, or even development bladder and bowels.
In fact, boys as young as 15 minutes.

My site - Bader back pain clinic
Review my web page : Bader back pain clinic

Anonymous said...

I fatigued a respectable take of metre some cases carpal tunnel syndrome operating theatre, magnets
testament do work to cover the excitation that is causation the circumstance to go along.
Occupy shop breaks from go the underlying grounds of the
spunk upset.

Feel free to surf to my weblog Carpal Tunnel Surgeons Bucks Harbor
Here is my web site : carpal tunnel surgeons Bucks Harbor

Anonymous said...

wait this foresighted with a goal in thinker, and
then it was reassuring. Excite fry as the fatty center that construct up in the lineage current.
maintain your atomic number 11 levels down or the age of 20 your cholesterol stage By nature begins to come up.


Visit my page; cholesterol treatment ayurvedic high
my website: cholesterol treatment Ayurvedic high

Nika said...

გამარჯობა პერწკლი,

ფიტარეთში ვარპირებ წასვლას და მაინტერესებს, ელექტრონული რუკა ხომ არ მოგეპოვება? გადავქექე ინტერნეტი :/

მადლობა