July 11, 2008
ინტერნეტ-კაფე კახურად
არა, არ შემიძლია აღფრთოვანება არ გამოვხატო!!ესსსსეიგი,მოვედი,დავჯექი პატიოსნად რაღაც კომპთან რომელიც ყველას ცხვირწინაა,მაგრამ ვინაიდან თავისუფალი ადგილი გაიჩითა,აღარ გავაპროტესტე. გავხსენი უცებ სამი საიტი და მეზობელი მაგიდიდან მოირბინა ვიღაც მსუქანა გაოფლილმა კაცმა, მეოთხე კომპია ეს და უზარმაზარი რესურსები მიაქვსო, რას აკეთებ,მე აქ ვმუშაობო. საწრაფოდ მოვუკერე სწერვა როჟა, მეთქი გამორიცხულია სამმა საიტმა შენ ინტერნეტს რამე უყოს თქო... ნუ,მე მომშორდა,მერე წავიდა ადმინისტრატორთან იგინა სართUლები და ცათამბჯენები, მერე ვირაც კაცი მოპროწიალდა,რაღაც იდიოტობები გააკეთა ვითომ ისე ვერ ნახა რას ვაკეთებდი, მერე კიდევ ვიღაც ინგლისელები გაიჩითნენ, და ჩემი დამტვრეული ინგლისურით ავუხსენი აქ ადგილები ნეტუ თქო და ალბათ მალე იქნება თქო და მერე ჩემ გაოცებას საზღვარი არ ქონდა როცა მეპატრონემ გასაღები დააძრო და სხვა ნეტკაფეში გაუძღვა,წიპა გაგიხსნითო,დაკეტილი იყო უკვე. ჰეჰე, ქართველი რომ ყოფილიყო, ხო არ გააკეთებდა,მაგრამ უცხოელების წინაშე კუდის ქიცინი გვეხერხება კარგად...
პწიჩკები
მაწანწალა
Subscribe to:
Post Comments (Atom)
3 comments:
loooool ქართველს მაგას ნაღდად არ გაუკეთებდა
2 წლის წინ თელავში ვართ მეგობრები. მაშინ ინტერნეტის გარეშე ვერ ვძლებდი, მიჯაჭვული ვიყავი ნამეტანი.
წავედით ინტ-კაფეში. მივედი და სიტუაცია არ მომეწონა, მაგრამ არ შევიმჩნიე. 2 კომპიუტერი იდგა და ერთს ოპერატორი, მეორეს კიდევ პატარა ბავშვი ეჯდა. ადგილები არ არის_თქო?? ვიკითხე. კიო და წამოაგდო ის ბავშვი. ჰოდა ეტყობა გულმა მიგრძნო თუ რაღაც, რავი, სასხვათაშორისოდ ვიკითხე, ინტერნეტი ხომ არის_თქო? არაო. როდის იქნება_თქო? არ იქნება, არ გვაქვსო Oo
: )) არადა აშკარად ეწერა აბრაზე ”ინტერნეტ-კაფე” : ))
გაზვიადებულია, ეს ყველაფერი. გადასარევი ინტერნეტ-კაფეებია თელავში!!!
Post a Comment