July 09, 2008
.........
ისევ თელავში დავდივარ..... აპარატი ვიმათხოვრე და გადაღებით ვერთობი.. არაფერი გამოდის მაგრამ ჭიას ვახარებ... თან საინტერესო ადგილები ვიპოვე და სახლები, არადა ამდენი წელი აქ დავდიოდი და მსგავსიც არაფერი შემინიშნავს. გადავირევი, ამ უძველესი სახლის გვერდით დღეში ორჯერ გავდიოდი და არც შემინიშნავს. ბლეაჰ... თან როგორი უცხო ვარ უკვე აქ... მარი საფრანგეთშია,უკვე სამუდამოდ, ბერომაც დატოვა ეს ქალაქი, ცაბაც თბილისშია, მეც აგერ რამდენიმე წელია ხეირიანად არ ჩამოვსულვარ და არ გავსულვარ გარეთ, იმიტომ რომ სამი მეგობრის გარდა არავინ მეგულებოდა აქ, მოედანზე უსაქმოდ დგომა ნაცნობებთან ერთად კი არასოდეს მიყვარდა... გუშIნ მეზობლებთან დავჯექი "ბირჟაზე". წიპა ჭორაობა ვცადე და გაოცებული დავრცი, თUრმე როგორ შევიცვალე და ამათი აზრები,გამონათქვამები, ჩემ შორეულ წარსულში დარჩა. აუ რა სასაცილო იყო, ვზივარ, და თითქოს მეცხრეკლასელი მე და ჩემი მეგობრები ვზივართ და ჩვენი კლასელის საქციელებს ვარჩევთ :)))კიდევ სოფელში ვიყავი, ალვანში...ალვანი მაგარია, განსაკუთრებით თუშური კილო, ბევრი იძახის რეომ ვერ იგებს, მე კი უპრობლემოდ მესმის, თუმა ვინაიდან მე მხოლოდ სუფთა ქართულით შემიძლია ლაპარაკი, ძირითადად ჩUმად ვზივარ და დაძაბული ვუსმენ... ანუ მაინც "ვითარგმნი"... მარა იმედია ოდესმე მეც მოვახერებ თავისუფლად მასე ლაპარაკს... ხევსურულ კილოს გავს რაღაცით.... "რატომ?-იმიტომ" თუშურადაა "რადავ?--მითავ.", სად ხარ?--სი ხარ? ცუდი-მონა. როგორ -- რაგვერ. სიითა მოიღ--საიდან მოიტანე. ჭამა გავაკეთე--საჭმელი გავაკეთე და აააასე შემდეგ. ძნელი არაფერია,დამუღამება უნდა უბრალოდ...მამაჩემის სურათი ვიპოვე,სადღაც პახოდში გადაღებული და სკანერამდე ვერ მივიტანე, ავდექი და პირდაპირ სურათი გადავუღე სურათს, იმედია გამოვა რამე...კიდევ საინტერესო ლეგენდა მოვისმინე, რომ თურმე ჩემ სოფელთან რომ ცხრაკარაა ,ეს თამარ დედოფლის სასახლე ყოფილა (თUმცა მე სხვანაირად ვიცოდი), და ნათლისმცემლის ეკლესიას,რომელიც იქვეა,ალავერდს და კიდევ მგონი თეთრ თუ წმინდა გიორგის ეკლესიას აერთებს გვირაბი,რომელსაც მცურავი (ანუ გველი) იცავს და რომელშია ოქრო-ვერცხლია დამალული....გავიდა ჩემი დრო....წავედი...დაწვრილებით მერე დავწერ
Subscribe to:
Post Comments (Atom)
3 comments:
თელაველი ხარ?
ძალიან მიყვარს თელავი, მეგობართან ჩავდივარ ხოლმე..
ახლაც წავალ, 26_ში.. ვათხოვებთ და.. :ლოვე:
alvani kargi sofelia :))
TelavSi gavizarde 16 wlamde, anu mase gamodis rom telaveli var : ))))
xval movdivar aqedan
utvino--alvanshi ra naxe kargi, cxela, mtv eria, blablabla. kiarada, namyofi xar tu???
Post a Comment