Showing posts with label ჰოლი გოლაიტლი.. Show all posts
Showing posts with label ჰოლი გოლაიტლი.. Show all posts

October 21, 2010

გზები


ადამიანებს საზღვრებს იშვიათად ვუშენებ
უფრო სწორად, არასოდეს.
მე გზები გამყავს
და
ვხერგავ
როგორც მთებში
სამუდამოდ მიაქვს გზა მეწყერს.

ცხოვრება კოსმოსია
ჩვენ, ცივილიზებული ჰომოსაპიენსები
უთვალავი სინათლის წლებით დაშორებულები

უბრალოდ, ხანდახან ჩნდებიან ადამიანები
რომლებიც აჩენენ სურვილს,
და
სურვილთან ერთად
ჩნდება გზები
თავისთავადი.

გზები მზისკენ
მზეში
მზე თვალებში
და ეშმაკები
ცხოველური სუნი და ენერგეტიკა

ვუმღერი იავნანას საკუთარ ეკლებს...

November 03, 2009

ჰოლი გოლაიტლი, წვიმა, მზე და ცისარტყელა



მარტო მე მაბოდებს აგერ რამდენიმე წელია "საუზმე ტიფანისთან"-ზე თუ თქვენც?
ოღონდ ფილმი არ მინახავს, ორდი ჰეპბერნისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ყველაზე ნალებად შეეფერება ეგ ქალი ჰაეროვანი და ვნებიანი ჰოლის ტიპაჟს.


თუ დაინტერესდებით, ამ ლინკს გამოეკიდეთ
http://en.wikipedia.org/wiki/Breakfast_at_Tiffany)

ორიგინალში მინდა წავიკითხო
.
p.s. არ შემეძლო არ დამედო, როგორი განაბული იფერებს მოფერებას ))))