Showing posts with label გარნიე. Show all posts
Showing posts with label გარნიე. Show all posts

February 01, 2010

ვიპოვე!!!!! Latest news from წკლიპერინა

ამასწინათ ისანში მეტროს ზემოთ ჩამოყოლებული მაღაზიები რომაა, ერთ-ერთში მოვკარი თვალი მარშუტკიდან, არ დამეზარა და გავედი დღეს.
და აი ისიც, ჩემი გარნიე!
ბოლო მე ვიყიდე იმ მაღაზიაში. მორიგმა გამყიდველმა "დამამშვიდა",აწი აღარ იქნება, ისედაც კაციშვილი არ ყიდულობდაო. :D

პ.ს. მერე რა რომ აამასობაში გავცივდი და სიცხე მაქვს : )))
პ.პ.ს. თუ ვინმე სადმე წააწყდით, სიამოვნებით მოგცემთ 5-ს მაგიერ 7 ლარს, ოღონდ მიყიდეთ რა : ((((( : ))))))))

პ.პ.პ.ს. სანამ რამეს ფულს მოვაგროვებ, ეს პაწუა ქენონა ვიყიდე. ხარისხი იმაზე უკეთესია, რასაც 2007წლის მოდელისგან ველოდი.

ცხოვრებაშჳ ამაზე გულახდილი, ემოციური და პირადი პოსტი თუ დამეწეროს მე ვიყო შპროტი :P

January 13, 2010

უთმოდ


ჩემთვის ჩემი თმის ფერი იმაზე ბევრად მეტია ხოლმე, ვიდრე უბრალოდ, ფერი, იმიტომ რომ ერთადერთია, რაც საკუთარ გარეგნობაში მომწონს.

ბოლო 2-3 წელია, ერთიდაიგივე საღებავის ერთიდაიგივე ნომრით, ერთიდაიგივე ფერად ვიღებავ და გავიჩემითმისფერე. (იხილეთ ზემოთ).
სამწუხაროდ, გარნიემ გადაწყვიტა, რომ მეყო ხალისობა და ამ ნომერს აღარ უშვებს. სად აღარ ვიყავი, ყველაზე მივარდნილი წერტილებიც კი მოვიარე და არსად არ აქვთ.
შეუღებავობა აღარ გამოდიოდა და მსგავსი ფერი მოვნახე ვითომ, შევიღებე და...
ეს საშინელებაა, კოშმარი, იდიოტიზმი, გაუგებარი, არც წითელი,არც ყავისფერი, იმ ტონზე უფრო მუქი, არაბზინვარე გაუგებრობაა სახელწოდებით "ამასარჯობდაშეუღებავსმევლოოოოო".
ლაბშჳ მამშვიდებენ ესეც გიხდებაო, მარა ალბათ იმიტომ რომ ისეთ ხასიათზე ვარ, ვინმე შემომაკვდება :(
ჩემი თმის ფერი მინდა : (((((((((((((((((