Showing posts with label ბლოგები. Show all posts
Showing posts with label ბლოგები. Show all posts

December 23, 2008

ბლოგები

არსებობს ერთი ბლოგი, ერთდროულად სევდიანი, თბილი და მყუდრო. ასეთივე მუსიკით. ძალიან მიყვარს ეს ბლოგი და მისი პატრონიც, შესაბამისად. ბლოგი ასე გავდეს პატრონს, რავი....
არის კიდევ ძალიან პერსონალური ბლოგები, სადაც შეგიძლია წაიკითხო რითი და როგორ ცხოვრობს მისი პატრონი. რაღაც მომენტში საინტერესოა გასაღების ჭუჭრუტანაში თვალთვალი, მითუმეტეს როცა ამის ნებას თავად ავტორი გაძლევს.
არის ბლოგები, სადაც შეხვალ და იმდენად საშინელება ყოფილა მისი ავტორისთვის ეს ცხოვრება, რომ სასწრაფოდ გამოდიხარ უკან, იმის შიშით, ეს ვირუსი შენც არ შეგეყაროს. ეს ბლოგები ძირითადად თინეიჯერებისაა და ერთადერთი დევიზი აქვთ "მეხომისეთიგანსხვავებულივარდავერავინმიგებს". გაიზრდებიან, გაუვლით, მანამდე კი მათ ბლოგებზე არ შევდივარ.
არის ერთი-ორი ბლოგი, რომელზეც აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრება ჩქეფს, დევიზით, ოღონდ რამე ვაკეთოთ. ასე მგონია ავტორები ენერგიის განსაკუთრებული წყაროებით არიან აღჭურვილები, წიპა, დამატებითი მიტოქონდრიები ან რამე ასეთი.......
არის ბლოგები ზეაგრესიული მუსიკით და ზეაგრესიული დიზაინით, დაგეთხრება არამარტო თვალი არამედ ნერვი. მიზანი? რავი. ეტყობა თვითონ მოწონს, ოდა, იდეაში კაია, კიდია ყველას აზრი და თავისი მიკროსამყარო აქვს თუნდაც ნეტში.
არის კიდო ისა, მშვიდი და დადებითი ბლოგები, აი რომ შეხვად და მშვიდდები, ისეთი აურაა, სურათები და ნაწერები.
ზოგი ბლოგი პატრონს გავს, ზოგი საერთოდ არა....... ზოგზე მაშინვე ხვდები, აუ , ემო თინეიჯერი, და 99% ამართლებს :: )))
რაშუაში იყო ეს და......
ჩემი ბლოგი არ მევასება, რამე უნდა მოვუხერხო ამ ლაბელებს, თორემ ძალიან აბდაუბდა ვწერ არადა იდეაში იმისთვის იწერება რომ დროის კონკრეტულ მომენტებშჳ ემოციები დააფიქსიროს და რამდენიმე წლის მერე ადვილად საპოვნელი იყოს.
თან თითქოს ჩემი მეც აღარაა აქ
ბლინ :(