March 20, 2009

ღიზინ-ღიზინ

სულმთლად გამოვღიზიანდი ამ ბოლო დროს, პლიუს პეემესიც დაემატა და პრაქტიკულად შეურაცხადი გავხდი,თუნდაც ის რად ღირდა, წეღან სემიჩკა რომ მოვხალე და დავწვი და ზედ ცრემლები ვაფრქვიე, ისე ამეშალა ნერვი. წარა-მარა წკაპან და ავსრუტუნდები ხოლმე, პლიუს ყველაფერი ნერვზე მოქმედებს და საერთოდაც ვინმემ შემომილაწუნეთ რა.

დღე იყო გენიალური, ჯერ იყო და ბუშძილნიკის ხმა ვერ გავიგე, 11-ზე გავიღვიძე და "სმხურში" 12-ზე გამოვცხადდი ძალიან სათნო მზერით წიპა "არა მე სულაცარ დამიგვიანია", მერე უნიში სწავლის გადასახადი უნდა შემეტანა და გინდათუ არა მესამედი დაფარეო, მე კიდევ მლიანად მინდოდა გადახდა და ტიბისიდან მეორე კოსპუსამდე ორჯერ თუ სამჯერ ვიარე წინ და უკან, თან ჩერეზ პირველი კორპუსის პადზემკა, ბოლოს უკვე ენა მხარზე გადავიფინე და ისე დავდიოდი : )))

წეღან კიდე ბანაობისას ფეხი ისე გავიჭერი სანტავიკის დაკვრა მომიწია, სისხლი მდიოდა ნაკადულებად და ცალკე მაგაზე დავაფრქვიე ცრემლი, მეტკინა

მემგონი ვიღაცამ მომჩხიბა

დღეს საროში წავციდნენ წივწივა ტრული და ძმანი მათნი და კბილები მიკაწკაწევბს ისე მინდოდა წასვლა,პახოდი და გასავათებამდე სიარული,მაგრამ ყინვის ფეხსაცმელი არ მქონდა და..... ცალკე მაგაზე მწყდება გული.....

No comments: