March 07, 2009

მთელი დღე სახლში

საუკუნეა არ ვყოფილვარ და თურმე როგორ გადავეჩვიე, პიჟამაში ვზივარ ისევ, ხან იატაკზე, პაზლს ვებრძვი, რატომღაც ვჭამ წამდაუწუმ, ხან ვკითხულობ, ხან ფილმი ჩავრთე და მოკლედ, მივედ-მოვედები.
მგობარსაც არ ცალია რო გამომიაროს და ვართ ასე მე და კატუშა
თავი გამომიბრუვდა რაღაცნაირად, პიკული მომინდა და მაღაზიაში მეზარება

კიდევ ღანძილი მინდა, არა, კი არ მინდა ,ძალიან, ზეძალიან და უზეძალიანესად მინდა და ყურთასმენა წავიღე ამ ჩემი ღანძილით, უკვე რეცეპტიც მოვიძიე როგორ გავაკეთო, და სრულ მზადყოფნაში ვხვდები ღანძილის შემოსვლას, მარტის ბოლოდან იქნებაო და მერე მოხარშულს ვიყიდი ან დედაჩემი მომიხარშავს და ნამ-ნამ.

აბზბბზბზბბებზუბზუ

ჰხომ

No comments: