February 02, 2009

გაფასხული მოვიდაააა









სწორედაც რომ, დილას ძლივს რომ ავწიე თავი, მერე ქსეროქსებზე დამეძინა და მერე გამოცდაზე მივჩლახუნობდი, ისე ათბობდა მზე, ისეისე...
გამოცდის მერე კიდევ ისეთი ლურჯი ცა იყო და თეთრი ღრუბლები, მზე ისე უჭყიტინებდა როგორც გაზაფხულზე იცის ხოლმე და ზაფხულში და ქვეყანა ჩემი მეგონა, ვტრიალებდი და ცაში ვიყურებოდი, ყურებში რაღაც მელოდია უკრავდა და ქარიც სულ არ იყო სუსხიანი. ფიჭვების მწუანე წიწვების და ლურჯი ცის კონტრასტზე ლამაზი არაფერი არ მინახავს კაი ხანია და საერთოდაც რა ლამაზია როცა ცა ლურჯია და მზე ანათებს თეთრ ღრუბელბად, აი წარმოიდგინეთ ნარინჯისფერი რომ იყოს ცა, რა საძაგლობა იქნებოდა, სულაც არ იქნებოდა ასეთი გამჭვირვალე მსუბუქი და ისეთი, დამაიმედებელი, თითქოს ყველაფერი კარგად რომ იქნება.

ჩემი გაზაფხული ოფიციალურად გახსნილად ცხადდება !

რა ჯობია დილას მზის შუქი რომ გაღვიძებს, გაიზმორები ადგები, არ კანკალებ, გახვალ აივანზე სუფთა ჰაერს იმასიზავ და მზეს მიეფიცხები და ასე ფხიზლდები, გარეთ რაღაც უცნაური სუნია, გაფასხულის, ჰაერი გამჭვირვალე და ენერგიები თავისით მოდიან ხოლმე საბოდიალოდ. წახვალ მერე მწვანე ბალახზე დაჯდები და ახალი ბალახის და მიწის სურნელს შეისრუტავ,

No comments: