November 06, 2011

არმაგედონი



"არმაგედონს" მოვკარი თვალი წეღან ტელევიზორში და ჩავუჯექი, ახალი დაწყებული იყო მგონი, აი ეიჯეის რომ დასდევს ლივის მამა და ფეხში ესვრის, იმ მომენტიდან გავაგრძელე, გულაჩუყებულმა და ალაგ-ალაგ აცრემლებულმა.

ახლა რატომ აღარ იღებენ ასეთ ფილმებს?! ან იქნებ, უბრალოდ, მე გავქვავდი და მაქსიმალურად ვბლოკავ ემოციებს?


ისღა დამრჩენია, ლარს ფონ ტრიერის "სიბნელეში მოცეკვავე" ჩავრთო და ბოლომდე მივიყვანო. თავის დროზე მივხვდი, რომ ვერ შევძლებდი ფინალისთვის მეყურებინა, ახლა უკვე შემიძლია.


p.s. ფილმი, რომელიც ძალიან ბევრჯერ მაქვს ნანახი და დღემდე არ მომბეზრებია: "პიანისტი"

პ.პ.ს. ხო, ვიცი რომ ლარს ფონ ტრიერი რულზ და ბლაბლაბლა, მარა მე ერთი უცოდინარი კინოარამოყვარული ვარ და მაინც პიანისტი მიყვარს და მირჩევნია :)

1 comment:

Anonymous said...

პოლანსკისთან ტრიერი რამდენად რულზ, კიდე საკითხავია:))
ჟანრის ამბავია, ალბათ შენ სენტიმენტები უფრო გხიბლავს, ვიდრე სამყაროს გადარჩენები და მსგავსობები.
ასე რო თავს რად იწუხებ იმაზე დარდით რო ის არ მოგწონს რაც ბევრისთვის რულზ.
ტრიერმა ვაფშე ფაშისტები მაგარი ხალხი იყოო, ამას წინ უთხვამს და რულზ კი არა, სულ გარიცხეს რულზების სასტავიდან :))