September 16, 2011

არ მჯერა


  • რომ ყველა ლამაზი ქალის სხეული ერთნაირია- ყველა ჩემს მიერ მოწონებული ქალების სხეულები უნიკალური იყო, თავისი აბურცულობებით, შეზნექილობებით და გლუვი ხაზებით და ზუსტად ვიცი, არასოდეს ამერევა სხვაში.
  • რომ ფობიის დაძლევა შეუძლებელია- მე დავამარცხე, სიმაღლის.
  • რომ არსებობს ადამიანის ფიზიკური/ფსიქიკური შესაძლებლობების ზღვარი.- ორჯერ მეგონა რომ ჭკუიდან ვიშლებოდი/ვერ ვაგრძელებდი გზას. ორჯერვე ავდექი და გავიარე.
  • რომ ადამიანი ყველაფერს ეგუება- მაშინ ნევროზები, როგორც ასეთი, არ იარსებებდა.
  • რომ ყველა იმ ადამიანს, ვინც გიყვარს/მოგწონს, თავისი, უნიკალური სუნი აქვს კისერში, რომელსაც გრძნობ- არადა მახვილი ყნოსვა მაქვს...
პ.ს. ალენ კარის ანტი-მოწევა წიგნი მართლა მოქმედებს.

ოღონდ, რაჭული პრინციპით.

6 comments:

Anonymous said...

რომ ადამიანი ყველაფერს ეგუება- მაშინ ნევროზები, როგორც ასეთი, არ იარსებებდა. nevrozis fasad egueba bolos mainc:D mtavaria adre tu gvian egueba

Kate said...

ძალიან მიყვარხარ.
მერიდება, რომ ეს ზედმეტად გაგრძნობინო სიტყვებით თუ მოფერებით.
მიყვარს შენი ასეთი პოსტები.
და საერთოდაც - ძალიან ხშირად მენატრები. აი ახლაც თუნდაც.

პერწკლი said...

აუ ქეთ < 3

Kate said...

<3<3<3<3<3

გურამი said...

სიმაღლის აღარ გეშინია? დარწმუნებული ხარ? მე ვერ დავიჯერებ, რომ სიმაღლიდან გადმოხედვისას ჟრუანტელი არ დაგივლის ხოლმე. მეც მაქვს სიმაღლის შიში და მიუხედავად იმისა, რომ 15 წუთში გამივლის ხოლმე, პირველი ჟრუანტელი ისეთი მაქვს, რამის შემდეგები აღარ მქონდეს ხოლმე გადმოვარდნილს. :(

პერწკლი said...

იმდენად აღარ მეშინია, მუცოზე გულის ფრიალით ავედი ოთხი წლის წინ. ახლა ავირბინე :დ