September 13, 2011

გოგოა, გოგო!



წითელი, ყვითელი და შავი ალქაჯების კლანში მატებაა, გოგო შეგვეძინა, უსერ

9-ში პირველად მოუვიდა აზრად რომ უნდა გამომძვრალიყო, გავქანდი ღამის 11-ზე სამშობიაროში და ფეხი... მყარად ზისო, დეიდა ექიმმა... 10-ში უკვე ბოლთის ცემა დაიწყო მუცელში, არარეგულარულად ოღონდ....საღამოს ნემსი გაუკეთეს ნინოს, ჯერ არ იქნება არაფერიო და წამოვედით სახლში... 11-ში ღამის სამზე ესემესი მომივიდა ეკასგან, დაეწყო ტკივილები, გამოიძახეს ქორიძეო და ავნერვიულდი... დილის შვიდ საათზე უკვე მარის ზარმა გამაღვიძა, საკეისროს უკეთებენო, ნამეტანი იყო, წამოვხტით, ქაჯებივით გავიქეცით, ყავის ჭიქით ხელში (მე) და რომ მივედით უკვე გაჩენილი დაგვხვდა.

  • ნუ მანამდე სამი დღე რომ გვანერვიულა და არ გამოდიოდა, ეგ არაუშავს
  • დედიკო რომ გააწვალა კაი, ეგეც ჯანდაბას
  • მარა რო მოახერხა და ამის ლოდინში რომ გავცივდი და ახლა ოქტომბრამდე ვერ ვნახავ, ამისთვის აუცილებლად მოხვდება ტაკოზე!

ჰხოდა ისა, დიდი გოგო გაიზარდოს ეს ბუსკუნჭულა.

პ.ს. სულ დედამისივით იყურება :ჩუყ:

1 comment:

Kate said...

ამ სურათში მართლა ძალიან დიდს ჰგავს.
ღმერთმა ჯანმრთელი გაზარდოს.