June 01, 2011

To Survive



ისე არავის და არაფერს შეუძლია ჩემი განიარაღება
ვიდრე იმ ადამიანებს,
ვისთანაც წარსულით ვარ მიჯაჭვული.

მე ვერ "ვიბმები" ნათელი მომავლის იმედებით
(არა იმიტომ რომ არ მჯერა)
მე შეიძლება ხვალ აღარ ვიყო
ან ვეღარ ვიყო
ან მე მე აღარ ვიყო
კჩორტუ ყველა დაპირება
მომავალზე...
მთავარია ახლა და აქ
და
ის, რაც იყო, რაც არის
რეალური
ხელშესახები

არა რა, არ უნდა წამოეწყო რუსეთს ჩვენთან ომი
არ უნდა ავსულიყავი მე მთაწმინდაზე
არ უნდა მომესმინა ზარების განწირული და ისტერიული რეკვა
და არ უნდა გამეცნობიერებინა
რომ
აი, ამ წამს, ამ კონკრეტულ მომენტში
ჩემი ცხოვრება შეიძლება ისე დამთავრდეს, რომ არც კი დაიწყოს

და მე დავიწყე ცხოვრება

ჩემი სახლი ჩემი ციხესიმაგრე არასოდეს ყოფილა
იმიტომ რომ მე არასოდეს მქონია ადგილი, რომელსაც ჩემ-ს დავუძახებდი



ჩემი ოქრო ჩემთან...
ენკი-ბენკი-სიკლისა...
ესა-მესა-გადის-ესა...
ენიკი-ბენიკი-მენიკი...

იყო და არა იყო რა
იყო და არც იყო
დიდ ქვაბში ვერ ეტეოდა
პატარაში სულ არ იყო...


ამბობენ, სურვილები რომ აგიხდეს, ჯერ უნდა იცოდე, რა გინდაო
ხოდა აი, მეც ვზივარ და ვფიქრობ
რა მინდა
რომ მინდა მეორე წუთას რატომ აღარ მინდა
საერთოდ რატომ მინდა
ან
რატომ არ მინდა

ჩამოყალიბდი, მაიკო, ჩამოყალიბდი...

არასოდეს არ მქონია მომავლის იმედი
  • მაშინაც კი, როცა კლდეზე ვეკიდე თოკით და ცოცვის ელემენტარული წესები არ ვიცოდი.
  • ზანავში გაყინული ვიდექი და ბილიკს ვერ ვპოულობდით
  • როცა შაორზე საშინელ ჭექა-ქუხილში მეძინა
  • ისე მტკიოდა ემოციები, რომ ვგრძნობდი როგორ მეკუმშებოდა რაღაც, შიგნით
უბრალოდ, ზუსტად ვიცოდი, რომ ეს ყველაფერი აუცილებლად დარჩებოდა წარსულში, მოგონებებში, თვალის გადასავლებად მაშინ, როცა კიდევ უფრო ცუდად, ან კიდევ უფრო კარგად ვიქნებოდი, ისიც ზუსტად ვიცოდი, რომ ჩემი გონება აუცილებლად გადაახარისხებდა და მხოლოდ კარგ/ასატან მომენტებს დამიტოვებდა და მაქსიმალურად "დაივიწყებდა" უარყოფით მოგონებებს.



ვერ ვიტან სიტყვას ნახვა-მდის

მე არასოდეს მქონია მომავლის იმედი

1 comment:

Kate said...

რა ემოციური პოსტია.
არც კი ვიცი, რა დავწერო.
ძალიან კარგი ნაწერია.



"ჩემი სახლი ჩემი ციხესიმაგრე არასოდეს ყოფილა
იმიტომ რომ მე არასოდეს მქონია ადგილი, რომელსაც ჩემ-ს დავუძახებდი"
+1 :)