April 15, 2011

იქონიეთ ტაკუნები თან


ძალიან ხშირად, შევუთანხმდები ვინმეს შეხვედრაზე, (ან ვინმეებს) მივდივარ და მოდის/მოდიან მინ 15 წუთის და მაქს. 1 საათის და ა.შ. დაგვიანებით ან ჯუსტ რეკავენ რომ არ ცალიათ და მე ამ დროს უსაქმურად ვცემ ბოლთას და მახსენდება რამდენი რამე შემეძლო გამეკეთებინა, თუ დროზე შემატყობინებენ რომ იგვიანებენ ან საერთოდ არ მოდიან.

ან...

დაგეგმავ რამეს სამი დღით ადრე, ყველა სხვა ვარიანტზე უარს განაცხადებ და უცებ წკაპ და აუ იცი რააა, იქნებ სხვა დროოოსს...

არადა, არ ვარ მე მოწესრიგებული ტიპი, უფრო მეტიც კვირაში შვიდი პარასკევი მაქვს, შეიძლება თავში დამარტყას და ლაშქრობაში გავიქცე, ან ორდღიანი სახლში ჯდომა და აპათია გამოვაცხადო, მაგრამ როცა რამეს ვგეგმავ, კეთილს ვინებებ ხოლმე და უფრო გვიან გამოჩენილ იდეებს სხვა ადგილებში ვტენი და არა უკვე დაგეგმილის ადგილას. მითუმეტეს, ბოლო წუთას არ მახსენდება რომ არ მცალია და ზოგადად, მიცემული პირობების შეუსრულებლობა იმდენად მკლავს, რომ ამაქსიმალურად ვცდილობ შევასრულო ან არავის არაფერს არ ვპირდები.

ხოდა, რატომ მოვიბოდიალე ამდენი:

გუშინ მირეკავს მდგმურობის კანდიდატი, გასაღები უნდა მივცე დედაჩემის დავალებით.
მირეკავს, და შენობით ფორმით მიწყებს ლაპარაკს (მემგონი თქვენობით უნდა მიმართო ადამიანს ვისაც არ იცნობ, ხომ?)
ვკითხე, 3-4 საათისთვის გცალიათ თქო? ამოიწყვიტა ყვავი ჩხიკვის მამიდის ბებიის დისშვილები, არ შემიძლია და იქნებ დილითო...

კარგი, შენი გულისთვის ავდგები დილით და მივალ იქ ოღონდ ხომ მოხვალ თქო და კიო...

დღეს ავდექი 8 საათზე, შევემზადე ნუცუბიძიდან ვერკეთილში გასამგზავრებლად (გასვლა არ ქვია ამხელა მოგზაურობას), გადავურეკე და... იქნებ ისევ ოთხ საათზე იყოს, საქმეები გამომიჩნდაო... განა კატასტროფა, წყალდიდობა ან სიკვდილი, ჯუსტ წვრილმანი საქმეები გამოუჩნდა...

ძალიან, ძალიან შევიკავე თავი უცენზურო გამონათქვამებისგან, მოკლე ლექცია წავუკითხე პასუხისმგებლობის აღებაზე და კაკ მინიმუმ წინასწარ რომ უნდა გააფრთხილო ადამიანი იმაზე და პასუხად მივიღე- აი თქვენ ხომ თქვით რომ დილით შემეხმიანებოდით....

არადა გუშინ ვუთხარი რომ დავურეკავდი იმაში დასარწმუნებლად, რომ ნამდვილად მოვიდოდა 11-ზე... ნუ, კიდე კაი დავურეკე...

იმის გამო, რომ მე დილით არაფერი აღარ დავგეგმე მაგ მდედრობით სქესის ბურატინოს გამო და დაგეგმილი ამბები დღის 3-4-სკენ ჩაშლილად გამომიცხადდა, მე დავკარგე ძალიან ბევრი დრო, რომელიც შემეძლო უფრო სასარგებლოდ გამომეყენებინა.

და ასეთი სიტუაცია არ არის პირველი შემთხვევა..

და ასე ხდება მთელ საქართველოში, მუდმივად, სახლებში, სამსახურებში, დაწესებულებებში...

ასეთი ძნელია დაგეგმოთ საკუთარი დრო და სხვასაც მიცეთ საშუალება იგივე აკეთოს?

ან თუ იმის ტაკუნები არ გაქვთ რომ ეს აკეთოთ ბოდიში მაინც მოიხადოთ ხოლმე?

კიდევ გაინტერესებთ რატომ ვართ ასეთი დაფეხვილი ქვეყანა თუ უკვე გასაგებია?!

პ.ს. ერთადერთი ადამიანი ვისაც ეს ტირადა არ ეხება, წივწივაა, მას ეს ეპატიება იმიტომ რომ ძალიან წივწივური საქციელია და თანაც აღიარებს რომ გადამგდებია :D :D

5 comments:

Anonymous said...

ისე უნდა გადაგერეკა მაინც, ხო იცი რა არაპუნქტუალური ხალხი ვართ ეს ქართველები, უნდა გადაგემოწმებინა და მერე გასულიყავი, თავის დაზღვევის მიზნად. იმან დაიზღვია ,რა ნაგგლია ისე:

პერწკლი said...

გადავურეკე წინასწარ.:D
ვართ არა, არიან, მე ყველგან მაქსიმალურად დროზე მივდივარ :/

Anonymous said...

გადაურეკე კიდეც? მაშინ უნდა შეგეკურთხა ერთი გემრიელი, ნამდვილად იმსახურებდა:\

Anonymous said...

P.S-i momeconaaaa :)))))

ise shen adgilas davfiqrdebodi mis mdgmurad dayenebaze :))))))))

გურამი said...

რას ქვია რაპუნქტუალური? ვგიჟდები და ვცოფდები ამ ფრაზაზე. რაო, ძალიან ბევრი დრო გვაქვს ხომ? ინდივიდის გარშემო ბრუნავს სამყარო, ხომ? ის არის და მას მერე წარღვნაც მოსულა, არა? [აქ იყო იმდენად უცენზურო სიტყვები, რომ მეც კი გამიკვირდა] კეთილ ინებოს ყველამ და პატივი სცეს სხვის დროს. დღეს 2.4 საათი დავკარგე სულ უაზროდ, იმიტომ, რომ ვუცდიდი ნათესავს. ამ დროში შემეძლო კვირის განმავლობაში მოგროვილი საქმის 80% მომეთავებინა, მაგრამ ნათესავია და ხომ ვერ ეტყვი არა? მარა როდესაც უცნობი ადამიანი აკეთებს ასეთ რამეს.. ჩემს გრძნობების ორთქლს ვეღარანაირი აღზრდის ხუფი ვეღარ აკავებს. :@