განათლება - სოციალური მეცნიერება, შეისწავლის და ნერგავს იმ ქმედებათა პროცესს, რომელიც შეგნებულად არის მიმართული ადამიანის ფიზიკური, ინტელექტუალური და მორალური უნარ-ჩვევების განვითარებისაკენ.
ყოველ შემთხვევაში, ასე წერია ქართულ ვიკიპედიაში.
- რა არის ინტელექტი?
ინტელექტი ლათინური სიტყვაა, და ნიშნავს: Intellectus — გაგება, შემეცნება, გონება.
An intelligence quotient, or IQ, is a score derived from one of several different standartized tests designed to assess inteligence-ო, თქვა დეიდა ვიკიპედიამ.
ბევრი ინფორმაციის ქონა არ ნიშნავს აპრიორი ინტელექტუალობას.
ჩემი მოკლე ჭკუით (და შეიძლება ვცდებოდე კიდეც) გქონდეს ინტელექტი- ნიშნავს ფლობდე გარკვეულ ინფორმაციას, პლიუს მუდმივად მზად იყო ახლის მისაღებად, განსხვავებული შეხედულებების მოსასმენად და შეგეძლოს საღად "მოხარშო" ეს ინფორმაცია, დაფიქრების მერე კი ან შეცვალო საკუთარი ან კიდევ უფრო დარწმუნდე, რომ მართალი ხარ.
გქონდეს ინტელექტი, ნიშნავს, აზროვნებდე, არაა აუცილებელი გქონდეს წაკითხული 12ე329898 წიგნი, მაგრამ შეიძლება თავისთავად იყო ჭკვიანი და გებადებოდეს გენიალური აზრები. (თუმცა როცა ორივე მოდის კომბინაციაში, ისა :ბევრიგულიკი:)
არადა, რა შეიძლება იყოს იმაზე მაგარი, ვიდრე კამათი?! ორივე მხარის მიერ მოსაზრებების დაფიქსირება, ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა?!
ვერ ვკაიფობ ადამიანებთან, ვისგანაც ახალს არაფერს ვიძენ, ჩემი ყველა მეგობარი რადიკალურადაა განსხვავებული ჩემგან ზუსტად ამ მიზეზის გამო, ყველას სხვადასხვა რამეები აინტერესებს, სხვადასხვანაირი შეხედულებები აქვს ცხოვრებაზე და შედეგად მე ამ ქაოსში დავცურავ და ხან რას წავეტანები და გადავფურცლავ, დავაგემოვნებ, დავათვალიერებ ხან რას. ჩემგანაც იღებენ რამეს, იმედია...
ამასწინათ დავწერე, გაუნათლებლები მკლავენ თქო,
დავფიქრდი და მივხვდი რომ ვიტყუებოდი, გაუნათლებლები კიარა, ინტელექტი და აზროვნების უნარი რომ მინუსში აქვთ, ისინი მკლავენ, კიდევ ისინი, განვითარების და ახლის მიღების უნარი რომ აქვთ ატროფირებული და ნებისმიერ განსხვავებულ აზრზე ან 'შენრაგესმის" ან "მამაომ თქვა"-ს გიპირისპირებენ და ყურებს იცობენ და გარბიან, ყველაფერს აკეთებენ, ოღონდ არ გისმენენ. მსგავსი ადამიანები, ჩემი აზრით, უბრალოდ, ამებები არიან, რომლებსაც სრულიად შემთხვევით ინფორმაციის დასაწყობების უნარი მიენიჭათ მაგრამ აზროვნებისა არა და იმის გამო ,რომ მათ "იციან", ზემოდან იწყებენ ყურებას, იმის ნაცვლად, რომ გააზიარონ და "მოხარშონ"ინფო. (თუმცა ამდენს ვერ მიხვდებიან არ აქვთ ამის უნარი)
მე ინფორმაციის დასაწყობების უნარი ნამდვილად ვიცი, რომ მაქვს, მგონი აზროვნებისაც... ყოველ შემთხვევაში ვცდილობ განსხვავებული აზრების მიღება-მოსმენას იმ ადამიანებისგან ვინც მგონია, რომ აზროვნებს და კაჭკაჭივით არ იმეორებს დოგმებს და მინდა, რომ ბევრი გამოცდილება და ინფორმაციები და აზრები მქონდეს, ისე, ჩემთვის, რომ მერე ამ ყველაფრისგან ჩემი შევქმნა... რაც მეტი იცი და მეტს იგებ, მით უფრო საინტერესო ხდება ცხოვრება და მერე რა რომ ერთ დღესაც ფეხს გავფშეკ და თან წავიღებ ამ ყველაფერს.
და კი, მე არ მიყვარს ადამიანები, ვინც ვერ აზროვნებს, მათთან ურთიერთობა არაფრის მომცემია და რა აზრი აქვს ურთიერთობას, თუ მისგან არ იზრდები.
პ.ს. ოთხიოდე წლის წინ მე აზრზეც არ ვიყავი რომ ლაშქრობები მიყვარდა, რომ საქართველო ლამაზი იყო, რომ ბალახზე წოლაზე მეტად არაფერი მომწონდა და ვერც ვერასოდეს ვერ გავიგებდი, ინტერესის -ნეტა რა მოწონთ-ის გამო "გადარეულ ადამიანებს" ლაშქრობაში რომ არ გავყოლოდი....
3 comments:
რამაგარია =[
მე კიდე არასდოეს ვარ ნამყოფი ნორმალურ ლაშქრობაზე =/ იმედი მოვახერხებ წასვლას.
შენს ბლოგს პეპის კი არა, ბალახზე მწოლიარეს ბლოგი უნდა ერქვას, ყველა პოსტში ბალახზე წევხარ... :)
არა პეპის ბლოგია :)) რომ გავიცანი სულ არ ვიცოდი ბლოგს თუ ასე ერქვა და რომ ვუყურებდი, სულ პეპი მახსენდებოდა
ჰოდა, მეც მიყვარს ლაშქრობები <3
Post a Comment