ქვემოთ ლაპარაკი იქნება სექსებზე და ქიხიებზე, სუსტი ნერვების პატრონებს ვთხოვთ, არ გადართონ.აქ ადამიანური ენის გამოყენებით ვილაპარაკებ იმეებზე, რაც მე მკითხეს/მითხრეს/მომიყვნენ/ჩემი თანდასწრებით. ქალური ლეგენდები უფრო მეტი ვიცი ოღონდ.
სტატიის დაწერის სურვილი ამან გამიჩინა. იმედია, თქვენთვის ეს ინფოები ახალი არ იქნება, და თუ იქნება, გამიხარდება რომ კიდევ ერთი არასწორი აზრი გავაბათილე.
- ბიჭის და გოგოს გაჩენა ქალზეა დამოკიდებული -სინამდვილეში პირიქითაა, კაცს განსხვავებული სასქესო ქრომოსომები აქვს X და Y .ქალს-X და X , შესაბამისად კაცს ორი სახის სპერმატოზოიდი აქვს- X da Y .ქალს კი მხოლოდ ერთი სახის კვერცხუჯრედები-X ქრომოსომიანი, ამიტომ, იქიდან გამომდინარე, რომელი სპერმატოზოიდი იყოჩაღებს, ჩანსახი იქნება ან XX (მდედრი) ან XY (მამრი).
- საქალწულე აპკი მთლიანად ხურავს შესასვლელს - მენსტრუალური სითხე როგორ გამოდის ამაზე არ დაფიქრებულან ეტყობა, და
- ქალწული არ ორსულდება - კიაბა, სრულიად შესაძლებელია.
- ქალებში საშარდე და საშოს ხვრელი ერთიდაიგივეა- სხვადასხვაა.
- ბიჭზე და გოგოზე ორსულობისას მუცელი სხვადასხვანაირია, ანუ წვეტიანი და უწვეტო - სინამდვილეში პლაცენტის მდებარეობაზეა დამოკიდებული, ანუ იმაზე, როგორ მიემაგრება ნაყოფი დედას.
- ორსულობისას სექსი არ შეიძლება- თუ პრობლემური ორსულობა არაა, შეიძლება. მუცლადმყოფი ემბრიონი "წყლიან ბურთში" დაცურავს, რომელსაც დამცველი გარსები აქვს + მოთავსებულია საშვილოსნოში + საშვილოსნოს შესასვლელი მჭიდროდაა დახურული მთელი 9 თვე და გამოყოფილია საშოსგან, დასკვნები თქვენ გამოიტანეთ.
- თურმე ადამიანები 4 წელიწადში ერთხელ სისხლს იცვლიან- სინამდვილეში სისხლის "განახლება" მუდმივად მიმდინარეობს და ერთბაშად არაფერი იცვლება
- სპერმას და კაცის მკერდს შორის რაღაც კავშირია- რა კავშირი იგულისხმებოდა არ ვიცი მარა არაა კავშირი.
- პირველი კაცი (ანუ პენისი) თავის გენეტიკურ კვალს ტოვებს და ყველა ბავშვი მას ემსგავსება, ვინც არ უნდა იყოს მამა--- (კარგი იქნებოდა ისე, საჯიშე კაცებს მოვაშენებდით და ჰიტლერიც აღარ იწვალებდა ამდენს არიული რასის გადასარჩენად). აბსურდია. ვიცი, რა მაგალითი გაგახსენდებათ, ამიტომ :როცა თეთრ წყვილს მუქკანიანი ბავშვი უჩნდება, ეს იმას ნიშნავს, რომ სადღაც რომელიღაცა წინაპარში იყო ის გენები, ოღონდ თავი აქ იჩინა.
- ქალიშვილის მკერდი მკვრივია, არაქალიშვილის არა- საქართველოს პირობებში კი, იდეაში ლოგიკურია, იმიტომ რომ აქ მასიურად თხოვდებიან-აჩენენ ბავშვს-არ უვლიან თავს-მკერდი ფუჭდება. სინამდვილეში- ძალიან ინდივიდუალურია. (პ.ს. ამასწინათ მოვისმინე მსგავსი მოსაზრება , ფაქტიურად ცხელ-ცხელია)
- სპინალური გაუტკივარების გაკეთებისას შეიძლება ზურგის ტვინი დაგიზიანდეს და დადამბლავდე-- შეუძლებელია, ნემსს საერთოდ არ აქვს შეხება ზურგის ტვინთან.
- ტამპონები მხოლოდ ქალებისთვისაა- შეგახსენებთ, აპკს ნახვრეტებიც აქვს.
- ბარემ აპკზე გავაგრძელებ- ქალების რაღაც პროცენტი საერთოდ ამის გარეშე იბადება.
- რა არის ქალის ციკლი და რას განაპირობებს? ერთთვიან პერიოდში: იწყება საკვერცხეებში კვერცხუჯრედის მომწიფება, თვის შუაში კვერცხუჯრედი "მწიფდება" , გამოდის გარეთ, ე.წ. ფალოპის მილებში, ამასობაში სპერმატოზოიდი გამოისეირნებს საშოს მერე საშვილოსნოს და მერე ფალოპის მილებში შეხვდება კვერცხუჯრედს და ხდება განაყოფიერება, შემდეგ ჩანასახი ჩადის საშვილოსნოში, მიემაგრება საშვილოსნოს და იწყება ცხრათვიანი პერიოდი, ან თუ არ განაყოფიერდება, ორგანიზმი იღებს სიგნალს-არ გავნაყოფიერდი და იწყებარამდენიმედღიანი სისხლიანი გამონადენი-მენსტრუაცია, რომელიც ორსულად მომზადებული საშვილოსნოს არასაჭირო ნაშთებია, რომელიც უნდა გამოიდევნოს და მასში ძალიან ცოტა რაოდენობითაა სისხლი. ამ ყველაფერს არეგულირებენ ჰორმონები, და ამ ჰორმონების დამსახურებაა ქალის ხასიათის "კვირაში შვიდი პარასკევი", უაზრო და ჭინჭყლი ხასიათები ხანდახან და სექსუალური აქტივობის ცვლილებები (ყევლაზე აქტიურია თვის შუაში, განაყოფიერების პერიოდში). (და ეს რამდენჯერ მაქვს ახსნილი უკვე შვილიანი ქალებისთვის, ვერ დავითვლი, არადა მერვე კლასის წიიგნშიც კი წერია :/)
არ მოგერიდოთ, გამაკრიტიკეთ :მო:
პ.ს. თითები მექავება ისე მინდა ე.წ. მორალურ მარაზმებზე დავწერო მარა ანატომიური უნდა დამეწერა და თავს ვიკავებ მაქსიმალურად :მო:
პ.პ.ს. აბსოლუტურად უნიჭო პოსტია, ვიცი :(
5 comments:
ძალიან საინტერესოაა ))
ხშირად დაწერეთ ეგეთები))
დიდი მადლობა ))
kargia informatiuli ostebi, bevr schirdeba msgavsi ragaceebis codna
sxva tu araferi, sakutari organizmi xo unda icode :)
"ქალწული არ ორსულდება - კიაბა, სრულიად შესაძლებელია." - მომკალი და მე ამას ვერ დავიჯერებ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
ჰაჰაჰა პეეერწკლ!ეს რაღაც სიახლეა! ე სპოსტიკი შენთან, კარგი იყო, რაღაცა ზალაინ პოპულარულად აღწერე ბევრი სამედიცინო თემა :) გუდ გუდ :)
არ არის უნიჭო. მე დამეხმარა რაღაცეებში.
საჯაროდ არ მინდა ამაზე ლაპარაკი, თორე ერთობ უცნაური შემთხვევა ვარ :))
Post a Comment