March 08, 2011

არ ვარ მე ფემინისტი


"და შენ გინდა კაცი, რომელიც ტრიაპკა და ჩმორი იქნება?"- მკითხა ჩემმა ნაცნობმა მას მერე, რაც მისი "რაძნელიიყომარტოვზრდიდი" მონოლოგის მერე ვთქვი, რომ როცა/თუ ბავშვს გავაჩენ, მამამისს ზუსტად ისევე მოუწევს პამპერსების ცვლა და ღამის თენება, როგორც მე. (არავისზე ნაკლებად არ მეზარება მე ეგ საქმე და მეც მიყვარს ღამე ძილი :მო:)


ეს ის ნაცნობია, ერთხელ სრულიად გულწრფელად რომ ვკითხე, ქმარს რატომ არ ეყრები თქო, მორიგი მონურშრომული და დამამცირებლური , თავმოყვარეობის შემლახველი, უსიხარულო და აუტანელი ცხოვრების ამსახველი(ჩემი აზრით) ამბის მოყოლის მერე...

ჩემი მეგობარი უკვე სერიოზულად ბრაზდება, რატომ არ მკიდია მე გარშემომყოფების აზრი მსგავს საკითხებზე და რატომ ვეწუწუნები 24/7...

ვერც მე ვერ ვხვდები, რატომ არ მკიდია, არადა ვხვდები, რომ უნდა მეკიდოს, რეალურად კი, ნებისმიერ მსგავსაზრებიან გარემოში რაღაც დოზით მარაზმების მოსმენის მერე ქადაგად ვვარდები და ლამის ტრიბუნა დავიდგა და ზედ შემოვდგე ხოლმე, სიტყვებით "ოე, თქვენ მონები კი არა, ადამიანები ხართ".

ხო, მე მაკანკალებს, როცა მამრი თვლის, რომ მხოლოდ იმიტომ უნდა მოვემსახურო, რომ გოგო ვარ, მხოლოდ იმიტომ რომ ერთი განსხვავებული ქრომოსომა მაქვს, სამსახურიდან მოსულმა უნდა გავრეცხო, დავალაგო, გავწმინდო, მივხედო ბავშვს, ვაკეთო მეორე დღის საჭმელი და თვითონ ამ დროს დივანზე იჯდეს, იმიტომ რომ დაღლილია. (ანუ მე კი არა, ნაცნობმა ქალებმა).

მესმის , როცა ადამიანი გიყვარს , გინდება, რომ ყველაფერი გაუკეთო და კომფორტში ამყოფო, მაგრამ ეს ორმხრივი თუ არ იქნება, რა აზრი აქვს? და რატოა ეს ცალი მხარე მუდამ ქალი?

პ.ს. მონებო, კლარაცეტკინობას გილოცავთ.

პ.პ.ს. ჩემო არამონა მეგობრებო, როგორ მიხარია რომ არსებობთ და გილოცავთ რომ ადამიანურად აზროვნებთ.

7 comments:

guda said...
This comment has been removed by the author.
guda said...

არ შემიძლია არ გითხრა. 8 მარტი, რომლის არმოლოცვის მადლობას იხდიდი სხვა გვერდზე, სწორედ ამ პროტესტის სიმბოლურ ნიშნად დაარსდა, რასაც აქ წერ.
კარგია, როცა რაღაც არ მოგწონს, მაგრამ იმავე დროს თუ კი არ გაინტერესებს რატო არ მოგწონს, რაა მიზეზი იმის რაც არ მოგწონს და როგორ შეიძლება შეიცვალოს ის, რაც არ მოგწონს, უკვე უცნაურია (თუ ცუდი არა) :)

პერწკლი said...

ნუ, ეგენი აქ არ დაიწერება...
არ რა, ვერ

მიზეზები ანუ/

და გამოსწროება კიდევ, ამ მარაზმატიკებს(მთელი მოსახლეობის 99.9%-ს) მე ვერ გამოვასწორებ, არ ღირან ჩემს ნერვებად.

Anonymous said...

კლარა ცეტკინი ის ქალი იყო, ქალების უუფლებობის საწინააღმდეგოდ რომ იბრძოდა, სხვათაშორის, და არ იყო ცუდი ქალი, :) რომ იცოდე : )

Natosha said...

კლარა ცეტკინი კი შეიძლება მაგარი ქალი იყო და ეს დღეც მნიშვნელოვანი ამბის აღსანიშნავია, მაგრამ დღეს რომ 8 მარტი არის "მთელი წელი მაინც კაცების არაა" ტიპის ქალების დღესასწაული ძირითადად, რომლის მთავარი დანიშნულება ქმრისგან მორიგი სუნამოს/ქურქის და ა.შ. მიღებაა - ფაქტია.

Anonymous said...

არა, უბრალოდ კლარა ცეტკინობას რომ ულოცავ მონებს, მაგიტომ გავამახვილე ყურადღება, : ) თორემ ->/რომ 8 მარტი არის "მთელი წელი მაინც კაცების არაა" ტიპის ქალების დღესასწაული ძირითადად/ ეგ ასეა და იმიტომ რომ ქალების უმრავლესობაა მასეთი ბაზარი არაა : ))

Mallorie said...

დიახაც, სრულიად გეთანხმები.
ბავშვი ორივესია, ოჯახი ორივესია, სახლი ორივესია, ცხოვრება ორივესია.. ბავშვი ორივესია - თუნდაც პამპერსის გამოცვალზე გავამახვილოთ ყურადღება. ვითომ რატომ არ უნდა უცვლიდეს ჩემი ქმარი პამპერსს? ვითომ, რატომ არ უნდა შეეძლოს ჩემს ქმარს ფაფის მომზადება და ამდენი ათასგავრი. სახლი ორივესია - ვითომ, რატომ არ უნდა ალაგებდეს სახლს ქმარი? ვითომ, რატომ არ უნდა რეცხვადეს ჭურჭელს, თუმცა ეს ხომ სახლის დალაგებაში შედის..
მოკლედ, ქალიც იმუშავებს კაციც, ქალიც მოუვლის ბავშვს კაციც, ქალიც ადამიანი იქნება და კაციც.
აი, ასე.. )))