January 10, 2011

ოდესმე



ოდესმე ვინმე აიღებს და ზრდასრულ (მაპატიეთ, გაზრდილ) პიტერ პენზე გენიალურ სცენარს დაწერს
ოდესმე
ეს ვინმე მოახერხებს და სცენარს ტიმ ბარტონამდე მიიტანს
მერე ტიმი ადგება
და
გადაიღებს ფილმს
ჯონი დეპით, მთავარ როლში

მე მე მას მილიონჯერ ვუყურებ

აი ამ ფილმივით.
ფილმის შინაარსი დიდი არაფერი, უბრალოდ, ძალიან ზუსტი არჩევანია მსახიობების და ხასიათების და ზუსტად გადმოსცემს იმ წიგნის განწყობას და ატმოსფეროს, ბავშვობაში რომ წავიკითხე.

ეს პიტერ პენის საუკეთესო ეკრანიზაციაა რაც ოდესმე მინახავს.

და რამაგარი ბავშვია, აიაიაიაიაი :გულიკები: გიჟი თვალები აქვს.



პ.ს. პეპი გრძელიწინდა რომ არ ვყოფილიყავი, აუცილებლად პიტერ პენი ვიქნებოდი.

პ.პ.ს. სხვათაშორის, არც ისე დიდია ამ ორ პერსონაჟს შორის განსხვავება.

პ.პ.პ.ს. -რატომ არ არიან გოგოები ნევერლანდიაში?
-ისინი ჭკვიანები არიან და ეტლებიდან არ ვარდებიან.

ციტატის სიზუსტეზე პასუხს ვერ ვაგებ :D

2 comments:

ikaragua said...

გაზრდილ პიტერ პენზე მახსოვს ერთი ფილმი..
ბრუნდება უკვე გაზრდილი და ვერ სცნობენ.. აღარ მახსოვს ვინ თამაშობს, ტომ ჰენკსი? თუ გჰოსტბასტერში რო თამაშობს ის? კაპიტანი კაუჭაც იჩითება, ვენდიც, ყველანი ისევ პატარები არიან.. მარტო პიტერ პენია დიდი..
ბავშვობის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი.. თან ბოლომდე ვერ ვუყურე, შუქი ითიშებოდა.. ახალი წელი იყო.. თოვდა..

ikaragua said...

ეხლა ვნახე IMDB-ზე.. რობინ უილიამსს უთამაშია, hook ქვია..