January 04, 2011

მზე, თვალებში


ბოლოს როდის წაიკითხეთ პეპი?
ან პიტერ პენი

მე გუშინ, როცა დაქალს წიგნებს ვურჩევდი და ხელში მომხვდა მურაბისკამპოტგადასხმული, გაფერადებული, ათასჯერ გადაკითხული პეპის და კარლსონის საბჭოთა გამოცემა.

ისეთი წვრილი შრიფტით და ისეთი უბედური ნახატებით, სულაც არ მიკვირს, ჩვენ თაობაში უმეტესობას თვალები რომ აწუხებს.

მეც მაწუხებს, სათვალეც მაქვს, მაგრამ როგორც თქვენ გეკეთათ, ისე მე მიკეთია, სად გდია, არც ვიცი.

ცხვირს მტკენს და არ მიყვარს.

რაშუაში იყო ახლა ეს ყველაფერი.
დღეს მზის დაბნელებაა, ღამე მთვარის.
მე როგორც ნახევრად კიბორჩხალა და ნახევრად ლომი, დღეში 123 განწყობის შემცვლელი და ემოციების მომგროვებელი, აბსოლუტურად ცარიელი ვარ.

ზუსტად ისეთი ცარიელი, როგორიც ვიყავი, ვარ და ვიქნები ყოველთვის.

ნუ ეძებთ ჩემში რაღაცეებს, ისინი უბრალოდ არ არსებობს და მერე ტყუილად იმედები გიცრუვდებათ.

მე ძალიან ჩვეულებრივი ვარ, კიდევ უფრო ჩვეულებრივი და იმაზე ბევრად ნაკლები ემოციები და თვისებები და აზრები მაქვს, ვიდრე ეს თქვენ გგონიათ და იმაზე კიდევ უფრო ბევრად ნაკლები, ვიდრე მე მინდა რომ მქონდეს.

ხო, მე კიდევ ეგოისტი ვარ და ერბოკვერცხს რომ მიწვავენ დილით და მომართმევენ, კი არ ვმადლიერობ, იმას ვტირი, ტომატის მაგიერ ტყემალი რატო ასხია, ვერ ვჭამ თქო.

ხო, ეს ვარ მე

და

ეგოისტურად

ვეძებ და ვპოულობ ადამიანებს

მზეებით

თვალებში.

4 comments:

Tjorven said...

peeepiii da emilis tavgadasavali me sachiro otaxis aucielebl bibliotekashi micyvia ^^

ikaragua said...

პერიოდია ესეთი.. გაიხსენე, ყოველთვის ცარიელი ხარ? ხანდახან ისეთი ცარიელი ხარ, ტორიჩელი შურით გასკდება, ხან პირიქით, სავსე და არ იცი ეს სისავსე სად წაიღო და ვის გაუყო.. ან შეინახო..

ისე საინტერესოა, გიფიქრია, რითი ვივსებით და რისგან ვცარიელდებით? (მე მაქვს ეჭვი ვიცი, მარა არ ვიტყვი ;))

ეგოიზმი ზოგადად ლომების დაავადება (ნუ, ჩემი აშკარად არი), მარა არა იმდენად დაავადება, რამდენადაც მახასიათებელი.. ამიტო მიყვარან ლომები და ამიტო ვერ ვძოვ (თუ ვერ ვხრავ) სხვა ლომებთან ახლოს.. :) :)

პერწკლი said...

იკარაგუა-მე მუდმივად მასე ვარ :D

თავს ხშირად ვგრძნობ სავსედ, მაგრამ მუდმივად ცარიელი ვარ მაინც, ჩემი აზრით

xissunianisaxli said...

ერთხელ მაინც თუ მიხვდები რომ ცარიელი ხარ მერე არასდროს დაგტოვებს ეგ შეგრძნებაო.
მე ჯერ არ ვიცი რას ნიშნავს ვიყო ცარიელი