December 29, 2010

რატომ მეშინია შვილის

მე ძალიან მეცოდება დედაჩემი და მისი (და არამარტო) თაობის ქალების უმრავლესობა, განსაკუთრებით კი ისინი, ვისაც მოაზროვნე შვილები ყავთ. კი, ერთი შეხედვით, მათ შესაცოდი არაფერი ჭირთ და თვითონაც ფიქრობენ რომ კარგად არიან, მაგრამ....
  • დედაჩემი ვერაფრით ვერ ხვდება, რომ მისი გაგრძელება არ ვარ, რომ მე დამოუკიდებელი პიროვნება ვარ, რომ ჩემი ღირებულებათა სისტემა მაქვს, მიდრეკილებები, მოტივაციები, ჰობი, რომელიც ძალიან განსხვავდება მისგან.
  • ის იმასაც ვერ ხვდება, რატომ დავდივარ კედებით და ჯინსით და თელავში ჩემი ყოველი ჩასვლა და კარში შესვლა იწყება ფრაზით "რას გავხარ" "შენ ვინ შემოგხედავს" და "როდის უნდა გათხოვდე, უკვე დროა", "რატომ დადიხარ ლაშქრობებში" და სხვა მრავალი ფრაზა, საერთო შინაარსით "წესიერი გოგო ასე არ იქცევა".
  • მას არ ჯერა, რომ "ვინ შემომხედავს"-ის პრობლემა არ მაქვს, რომ (რასაოცარია) კედებიანი და ჯინსებიანი და ლაშქრობებში მოსიარულე გოგოებიც მოწონთ .
  • ის იმასაც ვერ ხვდება, რომ შვილის გასაჩენად ადამიანი მზად უნდა იყოს და რომ შვილს გაზრდა კი არა აღზრდაც ჭირდება. არა, მე მას არ ვაბრალებ რომ არ აღმზარდა, როცა ქმარი გიკვდება და 90-იანებში ორი მცირეწლოვანი შვილით და ავადმყოფი დედით მარტო რჩები, იქ მხოლოდ თვითგადარჩენაზეღა თუ იფიქრებ.
  • ვერც იმას, რომ მისი ბედნიერების ფორმულა ჩემთვის შეიძლება უბედურების ფორმულა იყოს . ვერც იმას, რომ მის მიერ მოწონებული ცხოვრების სტილი ჩემი არაა და იმას, რომ მე ქალაქგარეთ გასვლების გარეშე, უბრალოდ, მორალურად მოვკვდები.
  • იმასაც ვერ ხვდება, რომ ჩემი ფრაზა "მე მოგივლი შენ სიბერეში, იმიტომ რომ მინდა და არა იმიტომ, რომ მე ვალდებული ვარ", იმას ნიშნავს, რომ მე მის ამაგს ვაფასებ და ფრაზა "მე ვალდებული ვარ მოგიარო" არაფერს ნიშნავს, გარდა იმისა, რომ "კი, მე მოგივლი, აბა სხვა რა გზა მაქვს". მას რატომღაც მეორე ფრაზა ურჩევნია.
  • დედაჩემს ძალიან უყვარს შვილები, როგორც მისი გაგრძელება და პროდუქტი და ის ზრუნავს შვილებზე, იმიტომ რომ ვალდებულია.
  • ის ეწევა შანტაჟს სიტყვებით- "გააკეთე ასე, თორემ მე უბედური ვიქნები". და ვერ ხვდება რომ ამ სიტყვებით იძახის: "შენ ჩემი ნივთი ხარ, მოიქეცი ისე, როგორც მე მინდა, შენი ინტერესები მკიდია, შენ ვერ ხვდები რა არის შენთვის კარგი, მერე მიხვდები". (რეალურად, მე ვერ ვხვდები რატომაა მისი ბედნიერება/უბედურება ამაზე დამოკიდებული და ეჭვი მაქვს, უბრალოდ, სიტყვის მასალაა და მანიპულირების საშუალება)
  • დედაჩემს ორი შვილი ყავს და მათ სქესის მიხედვით ექცევა: ის ფაქტი, რომ ჩემი კარადა არეულია, (ანუ მაიკა ცერად დევს) იწვევს საშინელ სკანდალს მაშინ, როცა ჩემი ძმის ოთახში ამბოლუტურად ყველაფერი აქეთ-იქით ყრია და ჯერ არ მახსოვს, ერთი სიტყვა ეთქვას.მიზეზი- ის ბიჭია და ყველაფერი ეპატიება, ქალის მოვალეობა კი კაცის მომსახურებაა. (შედეგად:ნებისმიერი მამრი, რომელიც მსგავს ფრაზას ხმარობს ჩემი მისამართით და კი არ მთხოვს, მომთხოვს რამეს, მხოლოდ იმიტომ რომ ქალი ვარ, სამუდამოდ იშლება ნორმალური ადამიანების სიიდან).
  • არ ესმის, რატომ არ მინდა ზოგ ნათესავთან ურთიერთობა, მეზობელთან ჭიქა ყავაზე გადასვლა და ჭორაობა და რატომ მირჩევნია "ვიღაც გადარეულებთან ერთად ტყე-ღრე ბოდიალი".
  • ფრაზა "პატარა რა კარგი იყავი" მკლავს, არა, მე არ ვიყავი კარგი, მე ყოველთვის ასეთი ვიყავი, უბრალოდ, ძალიან ცუდად ვიყავი და მას მერე, რაც საკუთარი თავი აღმოვაჩინე და რეალურად, ცხოვრება დავიწყე, მას მერე გავხდი "აუტანელი", "არანორმალური" და "ვის გავხარ, როდის უნდა მორჩე სიარულს". პ.ს. მამაჩემს ვგავარ, ცნობისთვის.და რაც მთავარია, საკუთარი თავი ძალიან ჩვეულებრი ადამიანი მგონია და ნორმალური.

მთელი ეს პრობლემები შედეგია იმის, რომ დედაჩემი, უბრალოდ, ვერ ხვდება, რომ მე ვაზროვნებ და მინდა მართლა ვიცხოვრო და არა ვიარსებო. მინდა, მოვალეობების და ცხოვრების უაზროდ გაფლანგული დღეების გარდა, რამე შინაარსიც მქონდეს, რარაც ვნახო, გავიგო,ვისწავლო, ვიფიქრო და განვიცადო. მართლა ვერ ხვდება, იმიტომ რომ მისი თაობის ქალების წარმოდგენებში და წესებში ქალი არ აზროვნებს, ქალს აქვს ვალდებულებები და წესები, რომლებსაც უნდა დაემორჩილოს, მერე პატრონს ჩაბარდეს და მთელი ცხოვრება ვინმეს ემსახუროს. არადა, დედაჩემი ძალიან ჭკვიანი ქალია, მას, უბრალოდ აზროვნება არ ასწავლეს და რაც იცოდა, ისიც გადაავიწყეს ბავშვობაში, აღზრდის მეშვეობით. ჩემს გამოსაცარიელებლად მათ უბრალოდ დრო და საშუალება არ ქონდათ, არ ეცალათ სამაგისოდ. მას ეშინია ყველაფრის, რაც ოდნავ მაინც ცილდება საშუალოსტატისტიკურ და საზოგადოებაში მიღებულ წესებს, იმიტომ რომ წესები ხომ ასე მარტივია... არადა, ბევრ რამეში მეთანხმება, მაგრამ.... აი ეს "მაგრამ"-ია ის, რის გამოც უნდა შეგეცოდოს ეს მარწუხებში მოქცეული თაობა.


ამ ყველაფრიდან გამომდინარე:
  • მე მეშინია შვილის გაჩენის, იმიტომ რომ მე ის უნდა აღვზარდო, მივცე ყველაფერი, რაც შემიძლია, სრული თავისუფლების ჩათვლით, პატივი ვცე მის აზრებს და მივიღო და მიყვარდეს მისი პიროვნება და არა ხორცი, როგორც ჩემი გაგრძელება და პროდუქტი. და მე არ ვიცი, რამდენად მოვახერხებ ამას, იმიტომ რომ მე ასე არ გამზარდეს და არც არავის ვიცნობ, რომ მაგალითად მყავდეს... პლიუს, მე მეცოდება ჩემი შვილი აქ გასაზრდელად, იმდენად მწარედ მოვიპოვე და დღემდე ვიბრძვი თავისუფლებისთვის. :(
პ.ს. მე ძალიან მიყვარს დედაჩემი და მინდა, რომ ყველაფრით კმაყოფილი იყოს, მაგრამ ამისათვის პსხვერპლად ვერ შევწირავ საკუთარ ცხოვრებას და სამწუხაროდ, ვეღარც მას გამოვცვლი :(
პ.პ.ს. დედაჩემი პროვინციულ ქალაქში ცხოვრობს, იქნებ, სხვაგან რომ გაზრდილიყო, სხვანაირი ყოფილიყო, რავიცი... თუმცა მეც იქ ვიზრდებოდი, 16 წლამდე. :/

8 comments:

kurtizanka said...

პერწკლუ, დღეს მეორედ გეუბნები უკვე, რომ ძალიან მაგარი ხარ, თან ძალიან.
შენი სტატუსები იმიტომ მიყვარს, რომ ჩემი მგონია ხშირად.
იყავი ასეთი გიჟი გოგო, რომელიც არავის არ გავს :love:

Tjorven said...

arseboben adamianebi vinc sheszles shvilisatvis tavisuflebis micema da ar ganixilaven mat rogorc sakutar ggagrzelebas ubralod es martla imis bralia tu rogor mouciat mat cxovreba ra naxes an ver naxes . ra gadaxdat an argadaxdat.

magram eg realuria da shesazlebeli da tu ginda nu geshinia tu ar ginda eg ukve sxva temaa :D

ნასტასია said...

ძალიან არ მიჭირს მშობლებტან ურთიერთობა, მაგრამ ის, რომ ბათინკები უნდა მეცვას და არა ”ადამოანური” ფეხსაცმელი, ის რომ, თმას რატომ ვიღებავ, თუ აღარა არ მაქვს და ჩემი ფერი მშვენიარია და ის, რომ ადამიანებთან იმისთვის არ ვურთიერთობ, რომ რამდენიმე თვეში ცოლის სტატუსით მოვევლინო, ან ერთხელ ნამყოფ ურელტეხილზე მეორედ და მეშვიდედ რატომ მივდივარ, ცოტა ძნელი ასახსნელია ხოლმე.

მაგრამ რეალურად, წყეული საბჭოთა ტაბუებიდან დაწყებული, 90იანი წლების საგიჟეთით გაგრძელებული იმდენად ცუდად მოუწით ჩვენი მშობლების თაობის უმეტესობას ცხოვრება, არ მიკვირს, რომ ეგრეა.
და სულ მგონია, რომ მაშინ გაცილებით ნაკლებს ფიქრობდნენ გართობაზე, სიამოვნებაზე, ბედნიერებაზე.
ეგ კი არა, სწავლითაც კი იმიტო სწავლობდნენ, რომ უნდა ესწავლათ და არა იმიტომ რომ განვიტარება ჭირდებოდათ და სწავლა სიამოვნებაა, ოჯახებსაც მაგიტო ქმნიდნენ და სამსახურებშიც მაგიტომ დადიოდნენ, რომ როდესთღაც ვიღაცამ უთხრა რო ეგრე უნდა, ეგენიც დგანან და ახლა ჩვენ გვიმეორებენ, რა ”უნდა”

ძნელია მოკლედ მთელი ეგ ამბები, როცა ორივე მხარე მართალია და არც ერთი არ არის მართალი :დ

Toma said...

როგორ მესმის შენი. მეც ვგრძნობდი ხოლმე მაგდაგვარს ადრე, და მეც ძალიან მაწუხებდა ეს ყველაფერი და ყველაზე მეტად ის რომ ჩემ მშობლებისათვის არ ვიყავი ის რაც მათ უნდოდათ. ზუსტად დედაშენის მსგავსად დედაჩემი ყოველთვის მეუბნეოდა - თავს მიხედე, წესივრად ჩაიცვი და ა.შ. რაც მე შენი არ იყოს სულ მეკიდა.

მერე გავიზარდე, და მივხვდი რომ ეს ყველაფერი ჩემი მშობლებიდან კი არ მოდის არამედ ჩემშია. ანუ მე ვარ პიროვნება რომელიც აპროტესტებს ამ ყველაფერს. ჩემ მშობლებს ქონდათ და ახლაც აქვთ უფლება გამოხატონ თავისი აზრი, და მე მათ აზრს პატივს ვცემ მაგრამ ამავდროულად ვცხოვრობ ჩემი ცხოვრებით.

თავიდან ძალიან გაუჭირდათ, ახლა ნელ ნელა ეჩვევიან. ან აღარ გამხატავენ?! არ ვიცი.

Sophie שרה Golden said...

სელინჯერს აქვს მოთხრობა "ტედი" და იქ ამბობს მთავარი გმირი, მშობლები ვერაფრით გვიღებენ მე და ჩემს დას ზუსტად ისეთებს, როგორებიც ვართ. ის შვილები უყვართ, როგორებიც თვითონ წარმოუდგენიათ და უნდათ, რომ ვიყოთო.
არაფერ შუაშია აქ 90–იანები და საბჭოთა კავშირი. სამყარო რომ შეიქმნა, დარწმუნებული ვარ, ადამს და ევასაც იგივე პრობლემები ჰქონდათ თავიანთ შვილებთან.

სასწაულად ძნელია დედობა და კიდევ უფრო ძნელი, თავისუფლება მიანიჭო ადამიანს, რომელიც სულ პატარა გგონია. მიუხედავად იმისა, რომ არ მაქვს პრობლემები დედასთან, მაინც არის რაღაცები, რაც არ ესმის და ვერც გაიგებს, იმიტომ, რომ დედაა და ისე წარმოვუდგენივარ, როგორც ყველა დედას თავისი შვილი. You know what I mean?
მთავარია, დედას უყვარხარ და შენც გიყვარს, დანარჩენს არ მიაქციო ყურადღება და შენი ცხოვრება გქონდეს.

Agasfer said...

სოფის ვეთანხმები. მთავარი სიყვარულია, თორემ იუშვიათესია დედა/მამა-შვილი, რომელიც ერთმანეთს გაუგებს. ეგ კი არა, ახლანდელ ბავშვებზე უკვე ვფიქრობ, რომ დემონები და ანტიქრისტეები არიან და შვილზე რას ვიფიქრებ, წარმომიდგენია.

პერწკლი said...

მადლობა ხალხ <3
მართლა ოღონდ <3

გურამი said...

ჰეჰე, დღეს დედაჩემი ქაქანით გულმოსულმა (თან სამუშაოზე მაგვიანდებოდა) ვუპასუხე "საერთოდ არ მოვიყვან ცოლს" თქო და წავედი. :) ჩემს შვილსაც თუ ეგრე ექაქანება და ტვინს გაუბურღავს "შენთვის გეუბნები" სტილის ფრაზებით, საერთოდ არ მინდა.