November 27, 2010

უცნაური სიზმრები

როდის უნდა შევწყვიტო სიზმრების ნახვა რომლების უკვე ნანახი მაქვს, ოღონდ პერსონაჟებს ახლაღა, განმეორებითი ნახვისას ვცნობ?

დამაინც გუშინდელი სიზმრიდან ადრე მხოლოდ ერთ ადამიანს ვცნობდი, გუშინ მეორეც ვიცანი.
მესამე პერსონაჟს ჯერ კიდევ არ ვიცნობ.
მაგრამ დადგება ღამე, როცა ამ სიზმარს ისევ ვნახავ და მესამესაც მივხვდები, ვინაა.
ან, კიდევ უფრო მარტივად, რეალობაში როცა მოხდება, მერეღა მივხვდები.

თჲმცა იმ სიზმრის უცნობი პერსონაჟი წარსულიდან იყო მოსული, ანუ წარსულში მყოფი ადამიანია რომელსაც არ ვიცნობ და მერე გავიცნობ და მივხვდები რომ ის წარსულში და აწმყოში მუდამ იყო ჩემთან შეუხებლად და ჩემზე ზემოქმედებდა? შტო ზა სისულელე, ჰმ.



ოლალა
წაიღეთ რა ეს სიზმრები, ვიჩუქნები :/

p.s. ამ სიზმრებს თუ დავუჯერებთ მე ალბათ მშობიარობისას მოვკვდები :/

No comments: