July 21, 2010

ვატიკანი (Vatican)

თომუშკას ბლოგიდან მახსოვდა რომ ვან-გოგი ვატიკანში იყო, ამის გარდა, აუცილებლად სანახავი მუზეუმების სიაში შევაპროწიალე ეგვიპტური, ეტრუსკული, ცხოველების ქანდაკებების მუზეუმი, სიქსტის კაპელა და რაფაელის ოთახები და ვსე.



პირველი ნაბიჯი იყო დილის 10 საათზე დარჭობა ვატიკანთან. ზოგადად, რომში მეტრო თითქმის ყველა საინტერესო ადგილს უდგება, ესეც მეტროდან 5-ოდე წუთის სავალზეც კი არაა. სიცხე-სიცხე, რიგი ალბათ ასე 500 მეტრი ან მეტი, აბეზარი გიდები რომლებიც გთავაზობენ მომსახურებას და რიგის თავის არიდებას, მაგრამ არ მიქააროთ, უაზროდ ძვირია პლიუს უხარიხსო გიდები არიან, მუზეუმში აუდიოგიდი 7 ევრო ღირს და ლამის ყველა ქანდაკებაზე და გატეხილ ქოთანზე მოიცავს ინფოს.




რიგი სადღაც ნახევარ საათზე მეტხანს გაიწელა, ანუ ქართული სტანდარტებით უსწრაფესად, შევედი ვატიკანში, გრილოდა და მომენტალურად დავდექი კარგ ხასიათზე.


ერთი მარშუტია და მიუყვები, უამრავი მუზეუმი (ნაწილი გავირბინე), ქანდაკებები უამრავი, მაგალითად



ჰომეროსი



ვიღაც


მუზები


გირჩუნია შიდა ეზოში



ეს რაღაც ჩამონტაჟებული შიდა ეზო




ესეც ეზო.... შორიდან იმიტოა, რომ ძალიან ცხელოდა და შედარებით უსაფრთხო და გრილი ადგილიდან ვიღებდი სურათებს.


ერთ-ერთი ყველაზე მმაგარი იყო ეგვიპტური მუზეუმი.

მაგარი,ანუ, ძალიან ბევრი რამე იყო, ასე მაგალითად:


პაპირუსი, რომელსაც მიცვალებულებს ატანდნენ, აკა მიცვალებულის წიგნი, რომელიც მიცვალებულთა მდინარეზე გადასვლისას გამოადგებოდა, საჭირო ინფოები ეწერა ზედ.





ეგვიპტელებს ჯეროდათ იქაური ცხოვრების, რომელიც ზუსტად ისევე გრძელდებოდა, როგორც დედამიწაზე, ამიტომ ტან ატანდნენ საგზალს და მონებს და ა.შ.. ესაა პატარა ფიგურები, როგორც წესი თითო თითო დღისთვის განკუთვნილი, ანუხთ მაგალითად სამშაბათს, 20 ივლისს აი ის, მეორე რიგში მარხცნიდან მეორე იცხოვრებს მიცვალებულის მაგიერ სიმბოლურად

.

გაიცანით ქალბატონი მუმია, 3 ათასი წლის, თვალზე ნაჭერი რომ აფარია,იქიდანაა ტვინი ამოღებული. თმაც როგორაა შენახული,ისევ ისე...


ფრჩხილებიც....


ქალბატონი მუმიას მთლიანხედი სარკოფაგითურთ.

რამდენი ხანი ვუტრიალე ვერ გეტყვით,ძალიან დიდხანს კი ვიყავი, სამი პარტია ექსკურსია გავაცილე...




ა,კიდო.




ეს ქალბატონი მუმიას და მისი ახლოებლი მუმიების საჭირო ნივთებია, აი ისინი, იქაური ცხოვრებისთვის რომ მიქონდათ, კაცუნები, ჯამ-ჭურჭელი და ა.შ.





პურიც კი....




ა ხო, ეს ამენჰოტების დედაა თუ ცოლი, მოკლედ, ოჯახის წევრი.

რომელიღაც კეისარმა (მგონი ცეზარმა მაგრამ თავს ვერ დავდებ) წამოიღო ეგვოპრიდან ისე, საკუთარი სახლის ბაღში დასადგმელად.



ფისასოები, კიარადა, მემაპაწიეთ, კატისსახიანი ღმერთის კულტის ქანდაკებები.



ოოოოო, ლურსმული დამწერლობა... მარტო სკოლის სახელმძღვანელოში მქონდა ნანახი, რომელიც, მოგეხსენებათ, 90-იან წლებში რა კარგი ხარისხის იქნებოდა.




ტადააააამ, გობელენების დარბაზი. ეს უზარმაზარი რამეები გობელენებია, რასაკვირველია ბიბლიური თემებით.

პ.ს. არ გადავრეულვარ.




მმმმმ, უმაგრესი რამ, რუკების დარბაზი, მთელი იტალიის რუკებია ფრესკების სახით კედლებზე მიხატული.


ჭერის ფრაგმენტი



რუკების დარბაზი, უზარმაზარი გალერეა, 40 რუკა, დახატული მეთექსვმეტე საუკუნეში იმ დროის საუკეთესო გეოგრაფის, იგნაციო დანტის მიერ.



ვენეციის რუკა.


ჰუჰ, ეს კადრი მოვიპარე, ფანჯარა იყო ღია და ვეტაკე, სანამ დაცვა აზრზე მოვიდოდა.


რაფაელის ოთახები....
ეს ოთახები თავის დროზე რომის ერთ-ერთი პაპის საცხოვრებელი იყო . მეთექვსმეტე საუკუნეში,როცა დასახლდა, კედლებზე უვე იყო ნახატები, მათ შორის პერუჯინოსი (რაფაელის მასწავლებლის), მაგრამ პაპმა რაფაელს უფლება მიცა გაეკეთებინა რაც მოეხასიათებოდა, ამანაც წაშალა ყველაფერი და თავიდან მოხატა... რაც ვერ დაამთავრა (რაფაელი უცაბედად გარდაიცვალა) მისმა მოწაფეებმა მოხატეს.

ჭერის ფრაგმენტი


ისე....

















ეს ბორჯიას აპარატამენტების ფრაგმენტი, სკამი დაცვას ეკუთვნის. კედლის სისქემ და ფანჯრის იდეამ მომხიბლა.



და ისა...... სიქსტის კაპელა.......
აქამდე ბრმად მეგონა რომ მიქელანჯელოს შედევრი იყო...
როგორ მწარედ ვცდებოდი....
chapel-ი სამი კაცის მოხატულია, აქედან მიქელანჯელოს ჭერი შეხვდა ანუ მესამე დონე, პირველი და მეორე დონეები სხვების მოხატულია, სამწუხაროდ მეხსიერება ჩკა, ინტერესიც ჩკა, სიტყვაზე უნდა მენდოთ.
















ეს უკვე საბოლოო დერეფანი...




ესეც



სკამი მომეწონა )))))))





ციკლიდან: ლენინს უყვარდა ბავშვები )))))

თანამედროვე ხელოვნებაც იყო მაგრამ სად მქონდა მაგის ნერვი :გივი:
საბოლოო შთაბეჭდილება: ჩემი ესთეტიური სიამოვნების ფიალა გაივსო და გადმოვიდა.
ეს უნდა ნახოთ, სურათები ნანახის ეფექტის ჰა-ჰა 10%-ს გადმოცემდეს.

2 comments:

vasasi said...

ვაიმე..

რა მაგარია..

როგორ მინდა, როდესმე მისი ნახვის საშუალება მომეცეს.. :(

გურამი said...

ვაუ, ვაუ!!! აი ეს მესმის, აი პოსტი, აი ადამიანი! ეგოისტურად ერთი ორს კი არ მოაგდებს, მშვენიერი პოსტი მისცა სურათებით. :) მალადეც პერწკალი სან, ასე გააგრძელე.