June 10, 2010

Daily







აქ ძალიან ცხელა, შენობიდან რომ გავდივარ თითქოს ცხელწყლიან(ჰაერიან) აბაზანაში ვვარდები. ლაბში იცინიან, სულ წყლის ბოთლით რომ მხედავენ, რამდენიმე საათში 2 ლიტრის დალევას ვასწრებ. დღეს ჩემი პირველი დამოუკიდებელი პისიარი გავაკეთე და შედეგები ხვალ მექნება, ისე მაინტერესებს რა გამოვა... "მასწავლებელი" ჩემივე ასაკის ბიჭია, პლიუს მინუს 2-3 წელი, მემგონი ერთადერთია ვინც კარგად იცის ინგლისური, დანარჩენები ხელებით მელაპარაკებიან და ინსტრუქციებს მდუმარედ მაჩეჩებენ. სასაცილოა, მე არ ვიცი რა გავიხადო და ესენი სახელოებიანი მაიკებით და ჯინსებით დადიან. ჩემი მასწავლებელი ხშირად აცემინებს და ისე მინდა ხოლმე ჯანმრთელობა ვუსურვო, რომ დღეს თავი ვეღარ \სევიკავე, მივუტრიალდი და "ჩემს ქვეყანაში ასეთ დროს ჯანმრთელობას უსურვებენ და არ შეიმჩნიო ყველა დაცემინებაზე გეტყვი თქო :D მემგონი ჩათვალა რო ცოტა ვერ ვარ მაგრამ ამრთლა დავიტანჯე :უსერ: გარეთ ძალიან, ძალიან ბევრი ტურისტია, უმეტესად წყვილები (ბიჭი შემართებით დადის და გოგოს სახეზე აწერია აუ სადმე დავჯდეთ რაა-ო) და 120 წლის დაჩამიჩებული ჩინელი და იაპონელი მოხუცები. მოხუცები უძახე და კინაღამ წამაქციეს ამასწინ, სადღაც ეჩქარებოდათ.

3 comments:

გურამი said...

უი, დაახლოვებით ისე ყოფილა როგორც გორში. სამუშაოდან რომ გამოდიხარ ცხელ ჰაერში შედიხარ, მოხუცები ისე დადიან, რამის წაგაქციონ, წყვილები ცოტაა მარა რაცაა გოგოებს აწერით სახეზე მოდი სადმე დავჯდეთო, ჯანმრთელობაო თუ ეუცნები უცნობს, რომელმაც დააცემინა, გონია რომ ვერა ხარ.. რა მიდნა რომში ანუ? აქაც ძალინ კარგად ვარ. :D

vasasi said...

მეც მინდა მანდ...


წავალ როდესმე.. :*

Toma said...

მიყვარს მანდაურობა!!!
მაგრამ არა ზაფხულში!!!!