ფილმი გადმოვწერე აღმოსავლური ელემენტებით, მუსიკით და ადამიანებით გაჟღენთილი და კიდევ მივხვდი, როგორ ახლოა ჩემთან ყველაფერი აზიური. მთელი ემოციებით ვუყურებ და ვაკვირდები.
ამავედროს, მეორედ დაბადების შანსი რომ მოეცათ, ბოლო ადგილას იქნებოდა მუსულმან ქალად დაბადების პერსპექტივა, მეზიზღება მათი დამოკიდებულება მდედრობითი სქესის მიმართ.
და არც მუსულმანების გარეგნობა მომწონს დიდად, უფრო სწორად, საერთოდ არ მომწონს.
მაგრამ მეჩეთები, მინარეთები, მთელი ეს ხალიჩები, ორნამენტები, ბანიანი სახლები და მელოდიები. მმმ. მბურძგლავს.
მეორედ აუცილებლად საბერძნეთში, იტალიაში ან საფრანგეთში დავიბადებოდი, მეღვინედ, და მთელ ცხოვრებას მშვიდად გავატარებდი რომელიმე პატარა და ლამაზ სოფელში/მამულში.
უფრო საბერძნეთში, კლიმატი, ფორთოხალი, საზამთროები და ლეღვი მნამ.
6 comments:
"მეორედ დაბადების შანსი რომ მოეცათ, ბოლო ადგილას იქნებოდა მუსულმან ქალად დაბადების პერსპექტივა, მეზიზღება მათი დამოკიდებულება მდედრობითი სქესის მიმართ."
აუ გეთანხმები.
ძალიან რთულია, როდესაც ასე გექცევა მამაკაცი.
ანუ კაცად რომ დაბადებულიყავი, ეგეთი რამ მისაღები იქნებოდა? :) მაშინ ხომ თავადვე მოექცეოდი ქალებს, იმიტომ რომ საზოგადოება და სტერეოტიპები ითხოვს შენგან ამას?
კი არა და...
ჰო...
ლოლ არა,მანდ კაცად დაბადების პერსპექტივა თავიდანვე უარყოფილია, მემხოლოდ ქალად დავიბადები ხოლმე : ))))
რა ფილმია, არ დაწერ?
მე მგონია, რომ მთლად ისეც არ არის, როგორც უმრავლესობას ჰგონია მუსულმანი ქალების ცხოვრება.
ქართველი კაცები/ქმრები ვითომ ბევრად უკეთ ექცევიან ქალებს/ცოლებს? ჩემი შეშლილი მეზობელი უნდა ნახო... ჯობია არ ნახო, I mean.
საბერძნეთს კი მართლა არაფერი ჯობია, მით უმეტეს კუნძულ სადორინს, რომლის სურათიც გიდევს და რომელიც მსოფლიოში ყველა ადგილზე მეტად მიყვარს.
პერწკლ, მე გამიგია არასწორად :)
სოფი, გამო&^%ვებული კაცები არსად მოისაკლისებს, მითუმეტეს საქართველოში, მარა მუსულმანურ რეალობას მაინც ვერ შეედრება.
სკოლაში სიარულის უფლება მაინც აქვთ ყველას ჩვენთან. თმაგაშიშვლებულებს თან :)
Post a Comment